რა ბედი ელის ქართულ მედიას ივანიშვილის გეგმების მიხედვით

პოლიტიკა

რა ბედი ელის ქართულ მედიას ივანიშვილის გეგმების მიხედვით

2012 მაი 28 20:18:18
"მე მოვასწარი და გადაცემის ბოლო ნაწილი ვნახე, როდესაც კვესიტაძემ დავით უსუფაშვილს შეაწყვეტინა სიტყვა და მერე გადმოერთო აქეთ.

კვესიტაძემ ვერაფრით ვერ მოახერხა, რომ წყენა დაემალა, ისეთი განაწყენებული იყო, ვერაფრით ვერ დაწყნარდა. არ ვიცი, რატომ იყო განაწყენებული. პრინციპში, რატომ იყო განაწყენებული გასაგებია, ამდენი ხალხი მოვიდა, ვერ მალავდა თუ არ მალავდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა, ან არ მოახერხა წყენის დამალვა," _ განაცხადა ივანიშვილმა

"გიორგი მარგველაშვილი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ხალხის ლტოლვას თავისუფლებისკენ ვერავინ ვერასდროს ვერ შეაჩერებს. იხსენებდა ისტორიას და მერე ის გაუხსენეს, ადრეც იყო ეს ხალხიო.

გიორგიმ ჩემზე კარგი განმარტებები გააკეთა, თუმცა ვერაფრით მოახერხა და ვერ გადმოიყვანა კვესიტაძე აქეთ, თანაც არც ერთი საყვედური არ უთქვამს კვესიტაძისთვის, არ შეახსენა მას, რომ ის საზოგადოებრივი არხის წამყვანი იყო, საზოგადოებრივ არხს წარმოადგენდა და მას უფლებაც კი არ ჰქონდა, საზოგადოების ასეთი განწყობა ისეთი წყენით მიეღო", _ აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ივანიშვილს ყურადღების მიღმა არც გია ნოდია დარჩენია და ის დემაგოგად მოიხსენია: "ახლა, გია ნოდია, პრინციპში, გასაგებია. ასეთი ტიპის დემაგოგები ევროპაშიც არიან, მაგრამ გია ნოდიამ მოახერხა საოცრება _ როდესაც კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შეეკითხა კვესიტაძე, ანუ ვისარგებლებდი თუ არა ამ ცვლილებით, ნოდიამ ძირითად დამნაშავედ მე გამოყვანა, საქართველოს მოქალაქეობას პატივს არ სცემს ეს კაციო. ისიც გაიხსენა, 26 მაისს ხალხი რომ დაიხოცა, _ ხელისუფლება რა შუაში იყოო, ვიღაც ორგანიზატორმა გააკეთა ესო..."

ჟურნალისტებთან შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ივანიშვილისა და მედიის სამომავლო ურთიერთობა გახლდათ.

ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, საზოგადოებრივი არხის წარმომადგენლებს არ გადაუხდის საზოგადოება ხელფასს, თუ ისეთი საწინააღმდეგო განწყობა ექნებათ, როგორიც გუშინ, რომელიც ვერ დამალა კვესიტაძემ. ასევე, გია ნოდია ვერ იქნება ასეთი დემაგოგიით მოსმენადი. ალბათ, მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხებს დემაგოგიიდან გამოსვლას, მაგრამ მას მოუწევს დახვეწოს მეთოდები _ სიბერეში მოუწევს მუშაობა, რათა უფრო გაწაფული დემაგოგია გამოიყენოს. ასეთი უხეში დემაგოგიით, რომ თურმე მე, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, არ ვცემ საქართველოს მოქალაქეობას პატივს, რომ 26 მაისის ტრაგედიაში ხელისუფლება არაფერ შუაშია და ვიღაც ოფიცერმა ჩაიდინა ეს, ნოდიას გაუჭირდება ახალ საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნა. მაგრამ, შეიძლება მოახერხოს.

ჟურნალისტის კითხვას, ე.ი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები უმუშევრები დარჩებიან? ივანიშვილმა ასე უპასუხა:

"ყველა დარჩება თავის ადგილზე. ჩვენ არავის უმუშევრობით არ ვემუქრებით. მათ მოუწევთ, გადააწყონ თავისი რიტორიკა. თუ არ მოუნდება საზოგადოებას, არ განთავსდება იქ რეკლამა, არ გადაიხდება იქ ფული. ყველა ტელევიზიას ასე მოუწევს. მე არავის დახურვა არ მინდა. კიდევ უნდა გაიხსნას ტელევიზიები. პირიქით, უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ ხალხი უნდა გიყურებდეთ, ხალხი უნდა იყენებდეს იმას, რასაც ამბობთ თქვენ და რასაც წერთ, ბეჭდვითი იქნება, სატელევიზიო თუ რადიო იქნება. თქვენ არც ერთს კონკრეტულად არ მოგმართავთ, მაგრამ ბევრს ეკუთვნის ეს, თუ ვერ მოახერხებენ და ვერ გადააწყობენ, ვერ მოერგებიან საზოგადოებას, ისე ვერ დაფინანსდებიან. დღეს როგორ ფინანსდება სიცრუის არხები, ხომ კარგად ვიცით? მათი ხელმძღვანელები საზოგადოებისგან იპარავენ და ისევ საზოგადოების წინააღმდეგ სიცრუეს აფინანსებენ. აი, ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ. სიცრუეს არ ექნება ისეთი გასავალი, რაც დღეს აქვს. ჩვენ არავის არაფერს ავუკრძალავთ! ღმერთმა დაგვიფაროს!"




 ახალი ამბები
  • „რა დროს პარონია, წყალს მივყავართ ახალსოფლელები" _ ხმაური სოფლის საერთო კრებაზეხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საერთო კრება. ტერიტორიული ერთეულის ცენტრში, შენგელიების უბანში შეკრებილი ახალსოფლის მოსახლეობა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, ვალერიანე ფოცხვერიას იმ პრობლრმებზე ესაუბრებოდა, რაც ახალსოფლელებს პრიორიტეტად მიაჩნიათ. კერძოდ, ეგრეთ წოდებულ რიონის  გაღმა სახნავ-სათესი ფართობის მიმდებარედ წყალსაწრეტი არხის მოწყობა. დარჩენილი თანხით მოსახლეობას სურს, ბორანის მიმდებარედ, სოფლის მინი სტადიონის ახლოს, სკვერი მოეწყოს. ახალსოფლის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი, რეზო ივანიაძე ,,გურია ნიუსთან"  თანხის განაწილების საკითხს აკონკრეტებს: _ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ახალსოფელზე 16 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 6 000 ლარი არხის მოწყობას დასჭირდება, დანარჩენი თანხით- სკვერი.  რაც შეეხება, მოსახლეობის საკარმიდამოებში წყალსაწრეტი არხის გაჭრას, რაც არანაკლებ თავსატკივარს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, მერთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მუნიციპალური ხარჯებით და მოსახლეობის ფიზიკური ჩართულობით გადავჭრათ.                           პრიორიტეტების შერჩევისას ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნაწილი არხების მოწყობას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი ბორანის მშენებლობას. ,,რა ჯანდაბად გვინდა საწრეტი არხი, თუ გაღმიდან მოსავალი ვერ გამოვიტანეთ. სოფელი გაღმა საყანე ფართობში მოწეული მოსავლით იკვებება. მდინარე რიონმა ბორანი წაგვართვა და ჩემი მეზობლებიდან ზოგმა დახვნა-დათესვა ვერ შეძლო, ზოგმა მოწეული მოსავლის გამოტანა,"_ გაცხარებული საუბრობდა ახალსოფლელი ზინა ბუცხრიკიძე. მას ემოციურად გამოეპასუხა თანასოფლელი კახა წულაია: ,,თქვენ რა გენაღვლებათ, ეზოებში წყალი არ გიდგებათ. რა მეპარონება, როცა პატარა გაწვიმებისა რამდენიმე ოჯახი  წყალს მივყავართ". მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობა დაამშვიდა და ბორანის მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ... ...
  • შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს" მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" კუთვნილ 2200 ლარს. სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა,“_ წერია გავრცეებულ ... ...
  • როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვლამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი წვიმაა გამოცხადებული. ნალექია მოსალოდნელი 24 თებერვალსაც. „21-22 თებერვალს  საქართველოში მოსალოდნელია  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში  +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება. 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.  აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.  თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი”,_ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის21 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოში მაღალის კლასის აქსელერატორის შემოსვლით ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა.  ისეთი მსხვილი მოთამაშის, როგორც 500 Startups-ია  ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქართულ სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშავონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ასევე,  4 თვიანი აქსელერაციის პროცესში მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. საბოლოო ჯამში კი შექმნან ინოვაციური პროდუქტი,  გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე და მოიპოვონ წარმატება. „მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან.  ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 500 Startups  მსოფლიოში ტოპ ბიზნეს აქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით როგორიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, „სილიკონ ველიში“ 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა. 500 Startups  ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას,  მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას მთელი  მსოფლიოს მასშტაბით.    (R) ... ...
  • „პარკომატი“ _ გაამართლებს თუ არა პარკირების სამსახურის ელექტრონული სერვისი ოზურგეთში?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,  ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოგიტაურმა ანგარიშის წარმოდგენისას, ძირითადად იმ სიახლეზე ისაუბრა, რასაც „პარკომატი“ ჰქვია. ეს ელექტრონული მოწყობილობა აღნიშნულ სამსახურში შექმნეს და ყუთი, რომელსაც „პარკომატი“ ჰქვია, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს.  დეპუტატებს  კი  აუხსნეს, რომ მას გაუკეთდება ბოძი და დააიდგმება იმ 250 ადგილზე, რომელიც პარკირებისთვის გააცნია აღნიშნულ სამსახურს. _ ჯერ მხოლოდ ერთ ცენტრალურ ადგილზე,  გურიიის ქუჩაზე, უნივერმაღ „იმედის“ წინ დავდგამთ. ავტოსადგომით ვინც ისარგებლებს, თანხას პარკომატში გადაიხდის.  დღის ბოლოს კი ოპერატორი გაათავისუფლებს  ამ ყუთს. ვფიქრობთ, რომ ეს   სისტემა გაამართლებს და შემდეგ ვიმოქმედებთ რომ იმ 250 ადგილზეც განვათავსოთ, რომელიც პარკირების სამსახურს გააჩნია, - თქვა რომან გოგიტაურმა. _მაგ მოწყობილობას  ღია ცის ქვეშ წვიმის და თოვლის არ „ეშინია“?- იკითხა დეპუტატმა  გელა ჩავლეშვილმა. _არა,  ყუთი დაცულია.  ამაზე  თავიდანვე ვიფიქრეთ, როცა ვაკეთებდით, _ უპასუხა გოგიტაურმა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ იდეა მოიწონა, მოუწოდა დეპუტატებს, დადებითად შეეფასებინათ პარკირების სამსახურის ანგარიში და თავად ჩააგდო პარკომატში სიმბოლური თანხა. „პარკომატს“ ნაციონალი დეპუტატების  სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ვრცლად ამის და  ასევე  ახალი სისტემის შესახებ,  რომელიც იმიტომ შეიქმნა,რომ მომსახურებისას გადახდილი თანხების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე,  საგაზეთო სტატიაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...