გრიფით საიდუმლო დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ

პოლიტიკა

გრიფით საიდუმლო დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ

2016 მაი 27 21:21:50

"საქართველო  _ დამოუკიდებლობის მუხტი ძლიერდება“ _ ამ სახელწოდების გრიფით საიდუმლო დოკუმენტს საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.

ორგანიზაციამ  საარქივო ფონდებში დაცული გრიფით საიდუმლო დოკუმენტი უკვე მეორედ გამოაქვეყნა.

დოკუმენტი, რომელიც  1990 წლის 24 აპრილითაა დათარიღებული და რომელიც IDFI-მ დღეს გაავრცელა "გვაძლევს აშშ-ის შესაბამისი სამსახურების მიერ საქართველოში იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენების ანალიზისა და ამ მოვლენებზე აშშ-ის პერსპექტივის გაგების შესაძლებლობას"

"დოკუმენტის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ 1989 წლის 9 აპრილის სასტიკი დარბევის შემდეგ საქართველოში 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი ძლიერდება. დამოუკიდებლობის მსურველები ორ ნაწილად არიან გაყოფილნი - ისინი, ვინც მოსკოვთან მკაცრ და უხეშ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას და სურთ დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ მიღება, მეორე ნაწილი კი თანდათანობით, რაციონალურად მიზნის მიღწევის მომხრენი არიან.

მოხსენების მიხედვით საქართველოში ძლიერდება ანტი-ქართული განწყობები ეთნიკურ უმცირესობებში, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან. არსებობს დაპირისპირების საფრთხე. ანალიზის ავტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მოსკოვი თავს შეიკავებს რესპუბლიკის შიდა კონფლიქტში მონაწილეობისგან, თუმცა, მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ.

დოკუმენტში საუბარია აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად მძაფრდება ანტი-საბჭოთა განწყობა. დემონსტრანტებმა გაანადგურეს ლენინის ქანდაკებები და საბჭოთა სიმბოლოები. ყოველ პარასკევს, საღამოს 6 საათიდან იმართება საპროტესტო აქციები საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნით.

შენობებიდან მხოლოდ ქართული ეროვნული და მართლმადიდებლური ეკლესიის დროშები ფრიალებს. ცვლილება შეეხო ენის საკითხსაც - ქართული სახელმწიფო ენად აღიარეს, სკოლებში ისწავლება საქართველოს ისტორია. შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსთა შეფასებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნაციონალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მოქალაქეები დაუფარავად ესწრებიან წირვა-ლოცვას. მათი აზრით ქართველების დაბრუნება ეკლესიის წიაღში შესაძლოა აიხსნას ორი მიზეზით - უკვე აღარ იკრძალება რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა და გარდა ამისა, რელიგია ქართველებისთვის საკუთარი იდენტობის ხაზგასმის საშუალებაა.

ანალიტიკოსთა შეფასებით მოსკოვი შიშობს, რომ თუკი საქართველოს არ ექნება მეტი თავისუფლება, ქვეყანაში იმძლავრებს ანტი-რუსული განწყობები. თუკი, რუსი ეროვნების მოქალაქეები გახდებიან თავდასხმის ობიექტები ქართველი ნაციონალისტების მხრიდან, მოსკოვი ჩაერევა, მაგრამ სავარაუდოდ არაქართული მოსახლეობის რესპუბლიკიდან გაყვანით ან ეკონომიკური სანქციების დაწესებით.

ამავე დროს, ნაკლებსავარაუდოა, რომ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. მათი შეფასებით გორბაჩოვის რეაქციას ლიტვაში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში არსებული ეროვნული მოძრაობებისთვის. უფრო რაციონალურები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებიან თანდათანობითი, მოლაპარაკებების გზით მიღწეული დამოუკიდებლობის სისწორეში. რადიკალებმა კი შესაძლოა იფიქრონ, რომ ეს დასტურია იმისა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს საქართველოს გამოყოფას და ერთადერთი გამოსავალი, რადიკალური ქმედებებია" _ აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც დოკუმენტს თან ერთვის.




 ახალი ამბები
  • მაკო გომური: „ეგ რა მაფიაა არ ვიცი, ტეხავს“გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.  დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ მაკო გომური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სტატუსის მინიჭება მისთვის და არა გიორგი სულაშვილისთვის, რომელსაც მასზე მეტად ჰქონდა სახე ტრავმირებული „ტეხავს“.„ლამის 5 თვე გავიდა. უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ,მგონი მართლა დაზარალებულიაო,მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო,ვეღარ ხედავსო,ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან. თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორდღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს.მადლობა ყველას, აი, ყველააააას, განსაკუთრებით საიას გმირებს. ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება.კი, დავიღალე, გამოვიფიტე. ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი,მაგრამ აღდგენადი რესურსები. ჰოდა, აღვიდგენ ისევ ძალებსაც. მარტო ჩემთვის არა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივად ნებდება. ნუ ფიქრობთ რა, ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს, არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა, რომ გაწუხებს, გტკივა, ვერ ეგუები. ძალიან გავწელე. მიყვარხართ. სიყვარულით მაკაკა“, _ წერს ... ...
  • ვანო ზარდიაშვილს დღეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა, თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა. პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია ... ...
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?