გიორგი მარგველაშვილი: ბოლომდე კმაყოფილი, სავარაუდოდ, ვერ იქნებიან

პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: ბოლომდე კმაყოფილი, სავარაუდოდ, ვერ იქნებიან

2 ივნ. 2016, 01:44:12

  აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დროში" ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას ინტერვიუ მისცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა

პრეზიდენტმა ინტერვიუს დასაწყისში ისაუბრა ვეტოზე, რომელიც მან გუშინ გამოიყენა, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კითხვას, თქვენს განცხადებებს მოჰყვა პრემიერის კომენტარი. მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს. რამდენად გაქვთ ამის მოლოდინი, თუ წინა შემთხვევებს გავიხსენებთ? - მარგველაშვილმა ასეთი პასუხი გასცა. ''პრემიერ-მინისტრის პოზიციისგან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი მაქვს. როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება. შემდეგ, ბუნებრივია, როდესაც მივიღეთ კანონი კანონში და გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები ფაქტიურად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს არა ფუნქციონერებად აქცევს.

 ბუნებრივია ჩვენ ჩავრთეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ  ჩავრთეთ ვენეციის კომისია და ის რაც უნდა გაკეთებულიყო უმოკლეს ვადაში, მოვახერხეთ ვენეციის კომისიისგან. მივიღეთ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა და ამ მსჯელობის დროს წითელი ხაზები იყო ვენეციის კომისიის პოზიციები.  ასევ ვთქვით, მოდით ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ და ამ ჩარჩოებს შიგნით ვიპოვოთ კონსესუსი. ასეთი კონსესუსი შედგა, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ და ეს არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება მუშაობა.  მე მაქვს მოლოდინი, რომ  ამ კონსესუსიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლო  იყოს, დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ეფექტურმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა.

კმაყოფილი ამ ვითარებაში ბოლომდე არავინ არ იქნება. ალბათ, სხვა პოზიცია აქვთ პოლიტიკოსებს, რაღაც პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბოლომდე კმაყოფილი სავარაუდოდ ვერ იქნებიან, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსესუსამდე და ეს კონსესუსი არის ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებაში და ფარგლებში. " - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - აღნიშნავს მეუფე ... ...
  • „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ" _ გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძესსახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ, – ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ „მთავარ აქცენტებში“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს. სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს, ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც გადაცემის წამყვანმა ეთერში ცერცვაძის სიუჟეტი გაუშვა. სიუჟეტში ცერცვაძე საუბრობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციასა და სხვადასხვა კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ. „ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ გავითვალისწინებთ იმ ვერაგი კაცის არსებობას, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ცუდად გამოგიყენებთ. ასაკოვანი კაცი ხართ, მე ვერც უნდა გიბედავდეთ ამას, მაგრამ უმცროსი მეგობრის რჩევად მიიღეთ, დაანებეთ ამ საქმეს თავი, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ჯანმრთელობის კუთხით, ბევრს ინერვიულებთ და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბიძინა რომ წავა ხელისუფლებიდან… ჩვენ უფრო ვუფრთხილდებით მე მგონი თქვენს სახელს, ვიდრე თქვენ. დაანებეთ თავი, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე. ვინმე მოვიდა, ჩაერია, გასწავლათ ეპიდემიას როგორ უნდა ებრძოლოთ? დაგეთანხმეთ, დაგიჯერეთ მაგრამ ეკონომიკურად ექიმები ვერ დააყენებთ ფეხზე ამ ქვეყანას”, – განაცხადა სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?