ეკა ბესელია: პარლამენტის დადგენილება დაასრულებს კითხვას, თუ რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება


პოლიტიკა

ეკა ბესელია: პარლამენტის დადგენილება დაასრულებს კითხვას, თუ რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება

4 ივნ. 2016, 03:50:49

შედეგები არის უმძიმესი. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დასკვნა 2004-2012 წლებში მომხდარი ძალადობრივ დანაშაულებებზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში.

“ჩვენ გავაანალიზეთ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა და დავასკვენით, რომ ძალადობას მასობრივი და სისტემური ხასიათი ჰქონდა. საპატიმრო  ან პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილი ადამიანების 80%-ზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა.

ამ პროცესში ჩართული იყო ყველა უწყება-პროკურატურა, პოლიცია, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასამართლო და სახალხო დამცველის ოფისიც კი, რომლის ანგარიშებიდან, ბოლო წლებში, წამების ფაქტები საერთოდ გაქრა. სასამართლო ნაწამებ ადამიანებზე არავითარ რეაგირებას არ ახდენდა. სასჯელაღსრულებაში ადგილი ჰქონდა ადამიანების მასობრივ წამებას, მათ შორის - წამებას მოხრჩობით, დაკიდებით, ელექტროდენით, წყალში ჩაძირვით და სხვა მეთოდებით”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კომიტეტი პარლამენტს შემაჯამებელი დადგენილების მიღებას სთავაზობს.

“პარლამენტს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს ჩვენს რეკომენდაციებს, ანუ - მომავლის ხედვას. ეს საჭიროა იმისთვის, რათა მსხვერპლთათვის შეთავაზებულ იქნას სამართლებრივი გარანტიები, უფასო იურიდიული დახმარება, ფსიქორეაბილიტაცია... ადამიანის უფლებების კუთხით, მიღებული იქნება ახალი სტანდარტი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო როდესმე აღმოჩნდეს მწამებლისა და მჩაგვრელის როლში”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება, სამართლებრივი პასუხი გაეცა.

“პარლამენტის დადგენილება დაასრულებს წლების განმავლობაში მუდმივად დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დადგენილებას მიიღებს, ამ მასალებს პროკურატურას გადავცემთ”, - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ანგარიშის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოქვეყნდა.

ევროპული ქვეყნების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ყველას მივაწვდით ანგარიშს, რათა ყველამ ნახოს, რა სისასტიკე გამოიარეს ჩვენმა მოქალაქეებმა იმ მოძალადე პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ამბობდა, რომ პროდასავლური იყო. სინამდვილეში, ამ ადამიანებს დასავლურ ღირებულებებთან არაფერი აკავშირებდათ, მათ შექმნეს უსასტიკესი, დაუნდობელი სისტემა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და დაასახიჩრა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.




 ახალი ამბები
  • „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!" - თეა წულუკიანი "ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო, გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო" – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე", – წერს ფეისბუქზე ... ...
  • აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს  მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.  სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი ... ...
  • პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე გადაღებული ფარული აუდიო და ვიდეო მასალა გაასაჯაროვასაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების - ი.მ.-ს და ნ.ი.-ს მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები. აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი.-ს სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ნ.ი.-ს სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით. აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ი.მ.-სა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ვინაიდან საგამოძიებო უწყების მიერ მოცემული ეტაპისთვის უკვე განხორციელდა ფარული ვიდეო/აუდიო მასალის განსაიდუმლოება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულების თაობაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტში - 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე. ბრალდებულ ი.მ.-სა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე. ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ი.მ. აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გარდა აღნიშნულისა, ფარულ ჩანაწერში საუბარია შეთანხმებულ მე-4, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა და ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის. ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.მ.-სა და ნ.ი.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს - დაახლოებით 3500 ჰექტარს. საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს დასახელებულ ვიდეო/აუდიო მასალას, ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის  სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების ... ...
  • თინათინ ხიდაშელი: რა თქმა უნდა მოვიგეთსაქართველო-რუსეთის საქმეზე სტრატსბურგის გადაწყვეტილება ცნობილია, _ ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი წერს ფეისბუქზე. "გამოქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვტილება! რა თქმა უნდა მოვიგეთ! მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ ოსებს ედავეთო. ცუდია, რომ 8-12 აგვოსტპ დააიგნორა სტრასბურგმა მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!" - წერს ფეისბუქზე თინათინ ... ...
  • ელისაშვილი: ოპოზიციასთან კინკლაობა დავასრულეთ, მზად ვართ, შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“  მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე, _ ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ელისაშვლის თქმით, მათ დაასრულეს ოპოზიციასთან კინკლაობა. "ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს, ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, - წერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....