"ნუ ხართ მეგრელები პრეტენზიულები! უკეთესი გინდათ? მონახეთ უკეთესი!"

პოლიტიკა

"ნუ ხართ მეგრელები პრეტენზიულები! უკეთესი გინდათ? მონახეთ უკეთესი!"

2012 ივნ 3 13:31:47

"გურია ნიუსი" სამივე მათგანს დაუკავშირდა.

ლევან კონჯარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

_ ბატონო ლევან, საუბრობენ იმაზე, რომ ზუგდიდში "ნაციონალურ მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი თქვენ იქნებით, ადასტურებთ?

_ რას მელაპარაკებით, ვინ გითხრათ? თქვენ გინდათ ასე იყოს?

_ ჩემს აზრს აქ არ აქვს მნიშვნელობა. ადასტურებთ, რომ თქვენ იქნებით კანდიდატი?

_ არა. ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ვახტანგ ცხადაია, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე.

_ ბატონო ვახტანგ, საუბრობენ იმაზე, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი თქვენ იქნებით. ადასტურებთ?

_ არა. ასეთი ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. ვინმეს თუ აქვს სურვილი და ამას ამბობს, ეს ნამდვილად არ ვიცი.

ფრიდონ თოდუა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი.

_ ბატონო ფრიდონ, საუბრობენ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისევ თქვენ იქნებით.

_ მე ვამთავრებ ჩემს დეპუტატობას. ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია და არც არავის შემოუთავაზებია. არაფერი ვიცი. თქვენ თუ იცით, მაშინ მომიყევით.

_ ჩვენ დასაზუსტებლად თქვენ გირეკავთ.

_ გეუბნებით, არაფერი ვიცი. ჩემი პროფესია – ექიმობა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თუ ქვეყანას დაჭირდა, კი ბატონო, ვიყრი კენჭს.

_ არჩევნებში მმართველი პარტიიდან თქვენ თუ იყარეთ კენჭი, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ალასანიამ, მიიჩნევთ თუ არა მას რეალურ მოწინააღმდეგედ?

_ ყველას დიდ პატივს ვცემ. ჩემგან ვერავინ გაიგონებს ცუდ საუბარს _ ის ისეთია, ან ეს ასეთია. ყველას აქვს მინუსები _ თოდუასაც და ირაკლი ალასანიასაც.

ხალხი თავად გადაწყვეტს. როდესაც კენჭს ვიყრიდი არჩევნებში, არავისთვის მიმიცია პირობა, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ,-მეთქი. მხოლოდ ვთქვი _ თუ გაგიჭირდათ, დაგეხმარებით,-მეთქი. ზოგიერთი ხალხს პირდება, ამას გაგიკეთებთ, სოციალურ საკითხებს გადაგიწყვიტავთო, მაგრამ არავინ ამბობს, ამას როგორ გააკეთებს. არც მე ამიშენებია ზუგდიდი ხელახლა, მაგრამ გაიხსენეთ 4 წლის მანძილზე, რამდენი რამე გაკეთდა. ავადმყოფ კაცს რომ დავეხმარები, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი საქმეა. ვიქნები დეპუტატი თუ არ ვიქნები, ყოველთვის დავეხმარები ზუგდიდელებს.

რამდენი გზა გავაკეთეთ, რამდენ სოფელს დავეხმარეთ. ზუგდიდში გაზი ვინ შემოიყვანა? თოდუამ!

აზერბაიჯანში ყოფნის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვთხოვე, ზუგდიდამდე გაზი გამოეყვანა და გამოიყვანა კიდეც "სოკარმა", მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაზია შეყვანილი, ხოლო ზუგდიდელების უმეტესობას სახლში არ აქვს. ჩვენ გაზი მოვიყვანეთ. ხოლო ამ არჩევნებში ხალხი ვისაც აირჩევს, დანარჩენი იმან გააკეთოს. ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებოდით ტექნიკით. ახლა დამირეკა ახალგაზრდა ადამიანმა, მთხოვა კომპიუტერით დავხმარებოდი, მაგრამ ვერ დავეხმარე. მაშინ მქონდა დახმარების უფლება, ახლა არ მაქვს. ოქტომბრის არჩევნების მერე შევპირდი დახმარებას.

_ მაინც არ მითხარით, მიგაჩნიათ თუ არა ირაკლი ალასანია რეალურ მოწინააღმდეგედ?

_ როგორ გითხრათ, ირაკლი ალასანიას ვიცნობ, მაგრამ... მე არ მიფიქრია, ვიყრი კენჭს თუ არა. ალბათ, არ ვიყრი. არც მაშინ მინდოდა, მაგრამ პირადად პრეზიდენტმა მთხოვა.

_ ისევ რომ გთხოვოთ პრეზიდენტმა?

_ მე ჩემს არგუმენტებს ვიტყვი. თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს და ჩემს კუთხეს დასჭირდა, რა ვქნა?! ისე, ჩემი საქმიანობის გაგრძელება მინდა სამეცნიერო საქმეში.

დიდი სურვილი მაქვს სამეგრელოს ჰყავდეს ისეთი გუბერნატორი, ჰქონდეს ისეთი უნივერსიტეტი... უნივერსიტეტი ვინ აღადგინა, ის ხომ დაშლილი იყო? ჰკითხეთ ერთი?! თოდუამ! მარტო გუბერნატორი კი არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ისეთი, როდესაც მომავალი თაობა მოვა, თქვან: ამ ადამიანმა ჩვენთვის გააკეთა ეს და ეს.

_ თქვენ საუბრობთ, რომ გსურთ სამეგრელოს ჰყავდეს "ისეთი გუბერნატორი", ჰქონდეს "ისეთი უნივერსიტეტი". არ გინდათ, ზუგდიდს ჰყავდეს "ისეთი გამგებელი"?

_ ზუგდიდს გადასარევი გამგებელი ჰყავს. დაანებეთ თავი! ის ადამიანი მუშაობს, აშენებს, ყველაფერს აკეთებს. ნუ ხართ თქვენ მეგრელები პრეტენზიულები! თქვენ გინდათ უკეთესი? მონახეთ უკეთესი.

_ თქვენს გარდა, საუბარია მმართველი გუნდიდან მაჟორიტარობის ორ კანდიდატზე.

_ თქვენ მომინახეთ, თოდუა რომ წავა, ვინ უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში?! შეიძლება უნდათ, მაგრამ....

ალბათ, თქვენც ბევრი რამ გინდათ ცხოვრებაში, მაგრამ ამის შესაძლებლობა გაქვთ?!




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...