გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

2016 ივნ 8 21:40:50

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს:

"ჩემთვის დიდი სიამოვნებაა კვლავ მივესალმო ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტს ამჟამად აქ ბრიუსელში. მოგესალმებით გიორგი, ძვირფასო მეგობარო, რასაკვირველია ჩვენ ყველანი ვფიქრობთ , რომ ჩვენ გზაზე ჩვენ შორის ორმხრივ ურთიერთობებში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ძლიერი პროევროპული განწყობა და სვლაა საქართველოს მოსახლეობისა რეფორმების განხორციელების,  დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება, საბოლოოდ 1 ივლისს შევა ძალაში და ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ სარგებელს აქედან.  ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში. ბოლო ანგარიში, იმ ძალადობის შესახებ, რომელიც განხორციელდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და პარლამენტის წევრების მიმართ ჩემთვის შეშფოთების საგანია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები ბრალის წარდგენის შესახებ.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს. გმადლობთ პატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ თქვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასეთ ეს მოვლენა და რაც თქვენგან მოვისმინე ნამდვილად დამაიმედებელია.

მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება სულ მალე იქნება მიღებული. ამჟამად, ევროპარლამენტში მიმდინარეობს კომისიის წინადადების განხილვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში."-განაცხადა ტუსკმა. 

 დონალდ ტუსკის სემდეგ სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის.

"ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და დავადასტურო, რომ მოხარულები ვართ აქ, მეგობრების გარემოცვაში ყოფნით. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს  გულითადი და მხარდამჭერი მოლაპარაკებებისათვის, რომლებსაც  ინტენსიურად ვაწარმოებთ  ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხები, ჩვენი ძალზედ მნიშვნელოვანი დემოკრატიული ძალისხმევა,  რომ ჩატარდეს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. 

განვიხილეთ თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები მშვიდ გრემოში, თავისუფალი მედიისა და კამპანიის თავისუფლად წარმოების ხელმისაწვდომობით.

ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, იმ პოზიტიურ გავლენებს, რომელიც ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების იმპლემენტაციით.

 რა თქმა უნდა, განვიხილეთ მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე მივაწოდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია, გამყოფ ხაზზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის შესახებ და ამჟამად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მისიის ჩვენთან ყოფნის მნიშვნელობა და ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს კმაყოფილებას მათ მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე.

რასაკვირველია, ჩვენ ასევე შევეხეთ უვიზო რეჟიმის, ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვუამბე იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც გავმართე სტრასბურგში და იმ მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც გვქონდა ევროპარლამენტში. ზოგადად, საქართველოს განვითარება და ინტეგრაცია ევროპულ პროცესში ჩვენი პოლიტიკური განვითარების განმსაზღვრელი ნაწილია. რასაკვირველია, ამ ჭრილში, ამ კონტექსტში მე მოვიწვიე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ეწვიოს საქართველოს და ჩვენ მოხარული ვიქნებით დონალდ თუ ეწვევით ჩვენ ქვეყანას."-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




 ახალი ამბები
  • სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობალანჩხუთის სპორტულმა  ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში" სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ "ფალავანში", დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც.  მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან,  როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.   გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა,  საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა.  სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს,  დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით,  შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს. „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული.  ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი. მჟავიასგან განსხვავებით  ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს  ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს.  „რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე" - ამბობს  კახა აფხაზავა. საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს. „უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია" - ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართადღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიჭინაძე მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო. მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა. ... ...
  • "სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ამიტომ გვსჯის ღმერთი" _ ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე"მეგონა, რომ სპირიდონი იდიოტი იყო, სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას TV პირველთან საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინის ტყუილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველების ცოდვის შედეგია. "ცოდვები იმდენი რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს. იქნებ, სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი რატომ არ სჯის ცოდვებისთვის რუსეთს და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის? ეტყობა სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. ქადაგების ტექსტი ბათუმელებმა გაავრცელა. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. მისი მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი ... ...
  • სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.  პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში ... ...
  • საქართველოს გავლით რუსეთში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ - სუს-ისაქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში  რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას. "ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"-ნათქვამია განცხადებაში.  გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...