წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო

პოლიტიკა

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო

2016 ივნ 10 18:38:14

2004-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე პარლამენტმა სპეციალურმა სპეციალური დადგენილება მიიღო. დადგენილებას დეპუტატებმა 81 ხმით ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

7-გვერდიანი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, რომელიც კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიშის საფუძველზე დაიწერა. 

დადგენილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი და შესწავლილი სამართლებრივი მასალებისა და დასკვნის საფუძველზე, წარსულში (2004-2012წწ) ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აძლევს შემდეგ სამართლებრივ შეფასებას: 

ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო, სისტემურ ხასიათს; 

ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი; 

გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ; 

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას; 

ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში; 

ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი; 

ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას; 

თ)ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი; 

ი)პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა; 

კ) სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; 

ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოყენების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით; 

მ)ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს; 

ნ)ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე. 

"აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო პარლამენტი ადგენს: საქართველოს კონსტიტუციის, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის კონვენციის - წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 1987 წლის კონვენციით გაცხადებული პრინციპების - შესაბამისად; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე 3 მუხლის შესაბამისად: საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსებისა და პატივის განუხრელი დაცვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა; საქართველომ უნდა შეიტანოს კონტრიბუცია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში; 
საქართველომ უნდა მიიღოს ქმედითი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა სახის ზომები, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე; საქართველოში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური პრინციპისა და სხვა უმთავრესი ღირებულებების საწყისის. 

საქართველომ პატივი უნდა სცეს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანის თანასწორ და ხელშეუვალ უფლებებს, ვინაიდან "ეს უფლებანი გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ღირსებიდან". არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს გამოხატულად მკაცრი და შეურიგებელი ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მთლიანობის, მისი პატივისა და ღირსების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტი იღებს ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები ყველა სათანადო სამართლებრივი გარანტიის შესაქმნელად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის, მსგავსი ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა სათანადო დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, - ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში. 

პროექტს თან ახლევს პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობისადმი. ამასთან, განხილვის პროცესში დადგენილებას დაემატა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ აეკრძალოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება იმ ადამიანებს, ვინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ან იქნებიან ცნობილი წამების დანაშაულებისათვის - ეს არის წამება, წამების მუქარა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა.

პარლამენტის სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ კოლეგებს მიულოცა, რომ მათ წინა ხელისუფლების რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება შესძლეს. 

წყარო




 ახალი ამბები
  • როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებშითუ როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.  მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება: „საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ _ აღნიშნეს სამინისტროში. წყარო: ... ...
  • რას ამბობს ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახიავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი ფეიბუქზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც კატეგორიულად უარყოფს დაკრძალვის თარიღის გადაწევას წესის არ აგების გამო. „პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს, განვმარტოთ შემდეგი:გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისთვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს. ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისთვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებების“, _წერს სოციალურ ქსელში შორენა ... ...
  • სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას ვერ კრძალავენსამტრედიის რაიონში რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას ვერ კრძალავენ. 24 წლის შაკო ბარამიძე ავტოავარიაში 5 ნოემბერს დაიღუპა. ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას შაბათს, 9 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაკრძალვა ოჯახმა იმის გამო გადადო, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა შაკოსთვის წესის აგებაზე უარი თქვეს.ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს „გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის“ წესის აგება აკრძალული აქვს და ამბობს, რომ გარდაცვლილისთვის წესის აგების საკითხი სინოდმა უნდა გადაწყვოტოს. შაკოს „გირჩის ეკლესიის - ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა იმ მიზნით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან ... ...
  • მაკო გომური: „ეგ რა მაფიაა არ ვიცი, ტეხავს“გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.  დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ მაკო გომური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სტატუსის მინიჭება მისთვის და არა გიორგი სულაშვილისთვის, რომელსაც მასზე მეტად ჰქონდა სახე ტრავმირებული „ტეხავს“.„ლამის 5 თვე გავიდა. უი მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ,მგონი მართლა დაზარალებულიაო,მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო,ვეღარ ხედავსო,ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან. თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორდღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი,მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი. ტეხავს.მადლობა ყველას, აი, ყველააააას, განსაკუთრებით საიას გმირებს. ამდენ ხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.5 თვის შემდეგ მარა მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება.კი, დავიღალე, გამოვიფიტე. ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი,მაგრამ აღდგენადი რესურსები. ჰოდა, აღვიდგენ ისევ ძალებსაც. მარტო ჩემთვის არა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივად ნებდება. ნუ ფიქრობთ რა, ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს, არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა, რომ გაწუხებს, გტკივა, ვერ ეგუები. ძალიან გავწელე. მიყვარხართ. სიყვარულით მაკაკა“, _ წერს ... ...
  • ვანო ზარდიაშვილს დღეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა, თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა. პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?