სენატორი ბენ კარდინი: "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ"

პოლიტიკა

სენატორი ბენ კარდინი: "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ"

20 ივნ. 2016, 14:06:02

"ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების ინტენსივობა გაზარდოს", _ ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის  მდივნის მეორე თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა რამდენიმე დღის წინ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში  მოსმენაზე გააკეთა.

გამოსვლისას მაიკლ კარპენტერმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2008 წლის აგრესიით საქართველოში და 2014 წლის სამხედრო ინტერვენციით უკრაინაში, არა მარტო ევროპულ უსაფრთხოებას დაემუქრა, არამედ  საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები დაარღვია, რომლებიც განმტკიცებულია ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტებში, როგორიცაა გაეროს ქარტია, ჰელსინკის დასკვნითი აქტი და პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის.

"რუსეთი მსგავს თავხედურ უპატივცემულობას გამოხატავს,   საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მის მიერვე ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის 2015 წლის  თებერვლის  შეთანხმებების მიმართ", _ აღნიშნა თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწემ.

ჩვენი მიზანია ნატოს არაწევრი ჩვენი პარტნიორ ქვეყნების შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება ისე, რომ წარმატებით გაუმკლავდნენ კონვენციურ და არაკონვენციურ საფრთხეებს: "ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივამ,  საშუალება მოგვცა, ამერიკული და მოკავშირე ძალების უკეთ გასაწვრთნელად გამოგვეყო ფინანსები სასწავლო-საწვრთნელი ცენტრების დონის ასამაღლებლად. ასევე, გაგვეუმჯობესებინა ერთობლივი წვრთნისა და სწავლების ხარისხი ჩვენს მთავარ პარტნიორებთან _ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან.

ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებთან ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მაგალითი კონგრესის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერის ფონდის დამტკიცებაა, რომელიც 600 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ჩვენ მომდევნო წლებშიც განვაგრძობთ მუშაობას უკრაინელ პარტნიორებთან, რომ მათ ჰყავდეთ  უფრო მომზადებული და პროფესიული ძალები,  რომლებიც გარე აგრესიისგან უკრაინის დაცვას შეძლებენ.

მართალია, უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მასშტაბი უნიკალურია, მაგრამ ჩვენ თითქმის ანალოგიურად ვეხმარებით სხვა პარტნიორებს.

მაგალითისთვის, 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველომ უსაფრთხოების მხარდაჭერის ორმხრივი ფონდის მეშვეობით 480 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ასეთი ტიპის დახმარებები მომავალშიც  შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორებს გაუმკლავდნენ უცხო ქვეყნის ზეწოლასა და ძალადობას", _ აღნიშნა მაიკლ  კარპენტერმა.

მოსმენისას ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწეს შეკითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი დაინტერესდა რა ისწავლა შეერთებულმა შტატებმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე.

ბენ კარდინი, სენატორი: "დემოკრატიული პარტია: მე მინდა საქართველოზე გესაუბროთ. მაინტერესებს რა ვისწავლეთ 8 წლის თავზე? რუსებს გაყინული კონფლიქტების შექმნის მდიდარი ისტორია აქვთ, სადაც სამშვიდობო ხელშეკრულების გარეშე, ყველაფერი თითქოს ნორმალურად ვითარდება. გავრცელდა ხმები, რომ მომავალ წელს, საქართველოს ერთ-ერთ, ცხინვალის­ რეგიონში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც რუსეთი მათზე ზემოქმედებს და ეს მე, სერიოზულად მაწუხებს. ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა თქვა, რომ ქართველი ხალხის მიერ დასავლეთთან ინტეგრაციისა და შიდა რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, რუსული აგრესიისა და ზეწოლის რისკი იზრდება.

შარშან სერბეთს ვსტუმრობდი და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელს შევხვდი. მან გამიზიარა შეშფოთება რუსეთის განუწყვეტელი ზეწოლის შესახებ. რა ვისწავლეთ ამ რვა წლის განმავლობაში პრინციპულობისა და სიმტკიცის კუთხით? ვიცი, რომ ჩვენი სამხედროები ამერიკის შტატ ჯორჯიიდან საქართველოში იმყოფებოდნენ და თუ შეიძლება ამის შესახებაც გვითხრათ. ასევე, რა კეთდება თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან საქართველოზე  რუსული აგრესიისა და ზეწოლის შესაკავებლად? ასევე რა ვისწავლეთ საქართველოს და შემდეგ  უკრაინის ყირიმის მოვლენების შედარებით?"

მაიკლ კარპენტერი, თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწე: "გმადლობთ სენატორო. სრულად ვიზიარებ შეფასებას, რომ რუსეთი სხვადასხვა საშუალებით ზეწოლას განაგრძობს. დღეისათვის, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რეგიონი (მოსახლეობის მნიშნველოვანი ნაწილიც) აქვს ოკუპირებული და ეს ადმინისტრაციული საზღვრები, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით, საქართველოს უფრო მეტი ტერიტორიის მისათვისებლად განაგრძობს გადმოწევას. რუსეთი ზეწოლის სხვა საშუალებებსაც მიმართავს. მათ შორის არის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის მიერ გახმოვანებული სურვილი _ რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. 2008 წლის რუსული აგრესიის შემდგომ, ჩვენი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და რუსული აგრესიის მიმართ მოწყვლადობის მაქსიმალური შემცირებაა. ამ კრიზისის შემდეგ ჩვენ, დაახლოებით 480 მილიონი დოლარი დავხარჯეთ უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს დასახმარებლად.

ორიოდე კვირის წინ ვიყავი თბილისში, "ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც საქართველოსთან ერთად ვატარებთ. მასში დაახლოებით 650 ამერიკელი, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობდა. წვრთნებისას სადესანტო საპარაშუტო გადმოხტომები განხორციელდა, საქართველოში გვყავდა აბრამსის და ბრედლის ტიპის საბრძოლო საშუალებები. ამ წვრთნებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში ვეხმარებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც დღემდე საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ, მეორე ქვეყანაა სამხედროების რაოდენობის თვალსაზრისით...

მათ გაიღეს დიდი მსხვერპლი. განიცადეს საგრძნობი დანაკარგი _ დაკარგეს 32 სამხედრო მოსამსახურე. დაიჭრა 282 მებრძოლი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენი წვრთნების უმრავლესობა ემსახურებოდა ავღანეთისა და ერაყისთვის ქართველი სამხედროების მომზადებას. ახლა კი ვაპირებთ მეტი ყურადღება დავუთმოთ ქართველი სამხედროების გაწვრთნას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად".

ბენ კარდინი, სენატორი: "დემოკრატიული პარტია: ამრიკელი სამხედროები მუდმივად თუ გვყავს საქართველოში?"

მაიკლ კარპენტერი,  თავდაცვის მდივნის მეორე თანაშემწე: "ჩვენ არ ვაპირებთ მუდმივად გვყავდეს სამხედროები საქართველოში, თუმცა წვრთნებისა და ტრენინგების ტემპის გაზრდას ნამდვილად ვგეგმავთ".

(R)




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები მოეწყობა (R)ოზურგეთის მერიის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 165-ე და 177-ე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა გზის საფარი, მიმდინარეობს სკვერის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონს. სამუშაოებს შპს "მშენებელი 2017" ახორციელებს. ... ...
  • ფაროსანა გამოჩნდა, საწინააღმდეგო ღონისძიებები კი ჯერ არ ჩანსაზიური ფაროსანას საწინაარმდეგო ღონისძიებების  გატარება, წელიწადის ამ დროს, კონკრეტულად, არათუ მაისში, აპრილშიც დაწყებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია გატარებული  ღონისძიებების შედეგად, მავნებელი უკვე გამოჩნდა და ანალოგიურად  მოსახლეობაშიც ისმის კითხვები, რომ  მცენარებისთვის ესოდენ საშიში და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის პირველი მავნებელი სანამ  ძალიან გააქტიურდება, დაიწყება თუ არა საწინააღმდეგო ღონისძიებები. „გურია ნიუსი“ სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა: _ დღეისთვის მონიტორინგი მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში დადიან ფიტოსანიტარები და იკვლევენ, თუ სად  რა რაოდენობით ფიქსირდება. ამის შემდეგ დაიწყება საწინააღმდეგო ღონისძიებები. _ შარშან ამ დროს დაწყებული იყო და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როდის დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები? _ ყველაფერს აქვს თავისი წესი. როცა დასრულდება მონიტორინგი, დაიწყება. _ ქალბატონო მანანა, დაახლოებით, როდის დაიწყება, ვერც ამას გვეტყვით? როდის სრულდება მონიტორინგი? _ როცა შტაბიდან მივიღებთ ინფორმაციას, მოგაწვდით თქვენც, _  გვითხრა ერქომაიშვილმა.  ცოტა ხანში კი თავადვე დაგვიკავშირდა და  გვითხრა, რომ შეწამვლა დაიწყება იმ ადგილიდან, სადაც განთავსებულ ფერომონებში 15 ფაროსანაზე მეტი დაფიქსირდება. _ იქ, სადაც განთავსებულია ფერომონები და ერთ ცალზე 15-ზე მეტი ფაროსანა აღმოჩნდება, შეწამვლა იქედან დაიწყება. მონიტორინგის შედეგად, ამ ეტაპზე, ასეთ სიაში,  „წითელ ზონაში“.  მოხვდა ურეკი, ნიგოითი, აკეთი, აცანა, შუხუთი, შუა სურები, ზემო სურები, დიდი ვანი; ასევე, უნდა შეიწამლოს ქალაქ ოზურგეთის მცენარეული საფარი. ჯერჯერობით, მხოლოს ცივი შესხურებით შეიწამლება, თერმულად,  ცხელი ნისლით ჯერ არ დამუშავდება, _ გვითხრა ერქომაიშვილმა. თუმცა,  სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს  დაკონკრეტებული თარიღი არ უთქვამს, როდის დაიწყება ფაროსანას ესოდენ საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, რასაც მოსახლეობა დაგვიანებულად ... ...
  • ე.წ. ყვითელ მიკროავტუბუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიანკომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს და იმ შეზღუდვებს განმარტავს, რომელიც 29 მაისიდან ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ იქნება. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ ჩOVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“, - აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ... ...
  • ინფიცირების ახალი შემთხვევები და გამოჯანმრთელებულები _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 16 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?