საფრანგეთში გაქცეული ოპოზიციონერი ნიკოლაიშვილის მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

პოლიტიკა

საფრანგეთში გაქცეული ოპოზიციონერი ნიკოლაიშვილის მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

2012 ივნ 8 08:01:06

 

როცა სტატიის მომზადება დავაპირეთ, თავდაპირველად გოჩა ჩხაიძის დედას, ქალბატონ ნათელა ჩხაიძეს ვესაუბრეთ, რომელიც მუქარის ფაქტებზე ღიად საუბრობდა და დახმარებას გვთხოვდა. ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალბატონმა ნათელამ გვთხოვა, წერილის გამოქვეყნება შეგვეჩერებინა, იმ მიზეზით, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი და ამ თემაზე საუბარი აუკრძალა: _ ძალიან გთხოვთ, შვილო, თქვენც გაუფრთხილდით თავს, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, თქვენც არ დაგიშავონ რამე, _ გაგვაფრთხილა მან.

ამის შემდეგ, "გურია ნიუსი" გოჩა ჩხაიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:

_ ბატონო, გოჩა, რამ გაიძულათ დაგეტოვებინათ საქართველო?

_ მაშინ, როცა მე წამოვედი საქართველოდან, ამის გაშუქება არ მინდოდა, რადგან ადამიანები საოცრად დაშინებულები არიან. მე დევნილი ვარ, იკითხეთ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში, რატომ წამოვედი _ ვინც ჩემთან იყო მოსული, იქაც იყვენენ.

_ კონკრეტულად, ვისზე საუბრობთ?

_ პოლიციელებზე. მე დავტოვე საქართველო სექტემბრის შუა რიცხვებში.

_ რატომ?

_ საქართველოდან ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. გახსოვთ, ალბათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ჩემი გამოსვლა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ დარბაზის სასწრაფოდ დატოვება მომთხოვა. ეს ყველაფერი გროვდებოდა. მანამდეც მითვლიდნენ ჩემი "კეთილისმსურველები", რომ დამეტოვებინა საქართველო.

_ ბატონო გოჩა, ვინ იყო თქვენი "კეთილის მსურველი" ?

_ მე მას შევარქვი "რამზეს მესამე", ანუ რამაზ ნიკოლაიშვილი. ამის შემდეგ, ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, იყო მუქარა, მითვლიდნენ, რომ დამეტოვებინა საქართველო, თორემ დამიჭერდნენ.

_ ვისი სახელით გითვლიდნენ?

_ ვერ დაგისახელებთ იმ კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს, რადგან შეიძლება მათ შეუქმნან საფრთხე. ეს ის ადამიანები არიან, ვინც შუამავლები იყვნენ ხელისუფლებასა და ჩემს შორის. მე მათგან არც ერთ შემოთავაზებს არ მივიღებდი და საქართველოს არ დავტოვებდი, რომ არა ერთი მეტად მწვავე და ამაფორიაქებელი გარემოება _ საქმე ჩემს შვილს ეხებოდა. რამაზ ნიკოლაიშვილთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა პიროვნებამ დამირეკა და მთხოვა, თუ შეიძლებოდა ჩემი ნახვა. მეც შევხვდი. დღეს ვერ გეტყვით, ვერც შეხვედრის ადგილს და ვერც იმ პიროვნების სახელსა და გვარს, მაგრამ მოვა დრო და გაიგებთ. დღეს რომ ეგ ვთქვა, ის კაცი აღმოჩნდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შეხვედრა შედგა ერთ-ერთ ოფისში. ამ კაცმა ამოიღო თავისი მობილური, გამომართვა ჩემიც, გათიშა, ამოიღო ელემენტები და გაიტანა მესამე ოთახში, მე კი მეუბნება: გოჩა, მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. დამიჯერე და წადი საქართველოდან, თორემ დაგიჭერენ. ესენი ცუდი ხალხია და ქვეყნის მტრები არიან. მე ვერ ვიბრძვი, თუმცა, შენს ბრძოლას პატივს ვცემ, მაგრამ რამაზ ნიკოლაიშვილი გაგანადგურებს, აქ თუ დარჩები და სექტემბრის ბოლომდე არ დატოვებ ოზურგეთს. ჩვენ ამ ადამიანს ვერ გადავაფიქრებინეთ შენზე ცუდი განზრახვაო, _ მითხრა იმ ადამიანმა, რომელსაც გადავუხადე მადლობა, მაგრამ ვუთხარი, რომ მე ბრძოლას ბოლომდე ვაპირებ და არ მეშინია,-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე, იყო სიჩუმე. ეს არც ოჯახში მითქვამს და არც არავისთვის.

13 აგვისტოს, ჩემი უმცროსი შვილი, რომელიც ოზურგეთში იყო, საღამოს 10 საათისთვის მიდიოდა გმირთა მოედანზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში. გაუჩერა შავმა ჯიპმა, ჩამუქებული მინებით, ჩაისვეს მანქანაში, რომელშიც ოთხი კაცი იჯდა და სცემეს. ბავშვი გამილახეს და უთხრეს, მამაშენმა ვერ შეიგნო, რაც უთხრეს და გააგებინე შენ, თორემ ორთავეს რომ დაგიჭერთ, მერე ნახავთ თქვენს სეირს. დატოვეთ ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანა, თორემ გაგანადგურებთ ოჯახიანადო.

_ რომელი უწყების თანამშრომლები ისხდნენ იმ ჯიპში?

_ როგორც ჩემი შვილი ამბობს, როცა აღმართში ამოდიოდა, თეატრის წინ გაუჩერეს მანქანა. იყო ოთხი პიროვნება, შავებში ჩაცმულები. თავი არ წარმოუდგენიათ, ჩააგდეს მანქანაში, გალახეს, ათი წუთი ჰყავდათ მანქანაში და გადმოაგდეს მერე.

მსგავსი რამ მოხდა რესტორან "ქალაქურშიც", სადაც მთელმა ოზურგეთმა იცის, რა ხალხიც იკრიბება. იმ დღესაც იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც მივმართე, როგორ ხელისუფლებას ემსახურებით,-მეთქი. ხელის გარტყმა ნამდვილად არ ყოფილა, არავინ მიცემია. იქ მომუშავე ადმინისტრატორს პოლიციამ აიძულა, დაეწერა, თითქოს მე ვცემე, რომ ეს ყოფილიყო ჩემი დაპატიმრების საფუძველი. ერთი გოგოც იმიტომ გაათავისუფლეს მალე "ქალაქურიდან", რომ მან ჩვენება არ მისცა ჩემს წინააღმდეგ. ამის შემდეგ, სხვებს დაავალეს მსგავსი რამის კეთება. ჩვენს ოფისშიც მოსულან პოლიციელები და მეძებდნენ, რადგან ჩემზე იყო საჩივარი დაწერილი, რომ "ქალაქურში" ვცემე ვიღაცეები. ნახეს თემურ სალუქვაძეც.

_ მსგავს ფაქტებს უარყოფს თემურ სალუქვაძე, მათ შორის, თქვენზე ვინმეს მხრიდან ზეწოლის და დაშინების ფაქტებს და ოფისში პოლიციელების სტუმრობას.

_ დღეს ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, გურიაში, დაავიწყდა ხალხს, ვისთვის და რისთვის იბრძვიან. რატომ უნდა უარეყო ბატონ თემურს? უმჯობესია, ქვეყანაზე იფიქრონ. ჰკითხეთ, აბა, კიდევ ერთხელ და იმედია, გაიხსენებს მსგავს ფაქტებს. უბნის რწმუნებული რომ მოვიდა ოფისში, მე არ მეძებდა? იკითხა, გოჩა ჩხაიძე და თქვა, რესტორან "ქალაქურში" მას ინციდენტი მოუხდა, მასზე საჩივარია დაწერილი და კითხვები გვაქვსო.

_ ბატონო გოჩა, არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

_ ეს ხელისუფლება სანამ იქნება, მანამ ვერ დავბრუნდები.. როგორ წავა, რა იქნება, არ ვიცი. მეშინია, შვილებს როცა ეხებიან, ეს ძალიან მტკივნეულია. უკვე სხვა გზა აღარ დამიტოვეს. უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ მე აქ ვარ და ჩემი ქართველი ხალხის გვერდით არ ვარ ამ ბრძოლაში, მაგრამ მე რომ საპყრობილეში ვყოფილიყავი, ეს არაფერს შეცვლიდა. მაიძულეს, დამეტოვებინა საქართველო.

_ ბატონო გოჩა, პოლიტიკურ თავშესაფარს ხომ არ ითხოვთ?

_ კი, რა თქმა უნდა.

ჩხაიძის მიერ აღნიშნულ რესტორან "ქალაქურში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადამოწმება რესტორნის ყოფილ ადმინისტრატორთან ბაჩი სირაძესთან ვცადეთ, თუმცა, მან ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.

_ ქალბატონო ბაჩი, თქვენ მუშაობდით რესტორან "ქალაქურში" მაშინ, როცა, სამართალდამცავების ინფორმაციით, გოჩა ჩხაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მას ხელი არავისთვის დაურტყამს. პოლიციელები თქვენ გაიძულებდათ, დაგეწერათ საჩივარი, რომ მან გცემათ. რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ კი, "ქალაქურში" ვმუშაობდი. გოჩა ჩხაიძე? 7-8 თვის წინ, ჩემს დროს "ქალაქურში" მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. საერთოდ, არც გოჩა ჩხაიძეს ვიცნობ, არც მის დედას და "ქალაქურში" საერთოდ, ჩემს იქ მუშაობის პერიოდში, კონფლიქტური სიტუაცია არასდროს ყოფილა. იქ დაცვა იყო და მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა.

_ პოლიციელებს თქვენთვის არ მოუმართავთ და არ უთქვამთ, რომ წერილი დაგეწერათ მსგავს ინციდენტთან დაკავშირებით?

_ არა. იქ იყო დაცვა და მსგავსი რამ ისედაც არ მოხდებოდა. თქვენ ვერც დაცვა დაგიდასტურებთ და ვერ გეტყვით მსგავს ერთ ფაქტსაც კი. მე 2011 წლის სექტემბრიდან უკვე იქ აღარ ვმუშაობდი, შეიძლება ჩემს მერე განვითარდა ეს მოვლენები, _ გვითხრა ბაჩი სირაძემ.

თუმცა, ამ მშვიდი სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე წუთში ბაჩი სირაძე დაგვიკავშირდა ტელეფონით და საკმაოდ ხმამაღალი ტონით განაცხადა: _ როცა ინფორმაციას მოგაწოდებენ, გადაამოწმეთ და ცოტა ღირსებით და პატივისცემით მოეპყარით ადამიანებს. გეუბნებით, არაფერიც არ მოხდა და ცოტა ღირსების მიხედვით მიუდექით ადამიანებს. ეს ვინც გყავთ წყაროები, იმათთან იმუშავეთ და მოითხოვეთ რეალური ინფორმაციები მოგაწოდოთ. იწერთ, ალბათ, ამ საუბარს?!

_ რა თქმა უნდა.

_ წერეთ და იკითხეთ, _ გვითხრა სირაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

"გურია ნიუსი" "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს თემურ სალუქვაძეს დაუკავშირდა, რომელიც საკუთარი პარტიის წევრზე, გოჩა ჩხაიძეზე ზეწოლას, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს უარყოფს.

_ ბატონო თემურ, გოჩა ჩხაიძეს პოლიცია თქვენს ოფისში და რესტორან "ქალაქურში" მომხდარ ინციდენტზე არ საუბრობდა?

_არა, არა. მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა. არაფრის საქმის კურსში არ ვარ. უბრალოდ, რაღაც უბნის აღრიცხვა ხდებოდა. მოვიდა უბნის რწმუნებული, რომელმაც ყველას სახელი და გვარი ჩაიწერა, ვინც ჩემთან მუშაობს. სხვა ოფისშიც იყო მისული. ის, რომ ოფიციალურად მოსულიყოს ჩვენთან და გოჩა ეკითხოს, ასე ნამდვილად არ ყოფილა.

_ ესე იგი პოლიციას კონკრეტულად გოჩა ჩხაიძეზე არაფერი უთქვამს?

_ ხომ გეუბნებით, მისი სახელი კონკრეტულად კი არა, არც ჩემი სახელი უკითხავს. ჩაიწერა ოპოზიციონერ გოჩა ჩხაიძის სახელი და გვარი, სხვა არაფერი ყოფილა, ისიც ერთხელ იყო მოსული და მეტი არაფერი. სხვა მე არაფერი ვიცი.

"გურია ნიუსი" ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რაც იშვიათად ხდება. მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია სიხარულიძემ კი ასეთი პასუხი გაგვცა:

_ არანაირ გოჩა ჩხაიძეს არ იცნობს ბატონი რამაზი, მით უმეტეს, მასთან არანაირი შეხება და კავშირი არასდროს ჰქონია. მე, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბატონი რამაზი მას საერთოდ არ იცნობდა.

_ ქალბატონო მაია, თქვენ უარყოფთ ამ ინფორმაციას ასე დარწმუნებით თუ ბატონი რამაზი?

_ რა თქმა უნდა, ბატონ რამაზი უარყოფს მსგავს ინფორმაციებს და მე, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ვადასტურებ, _ გვითხრა სიხარულიძემ.




 ახალი ამბები
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...