ოპოზიცია ლანჩხუთის გამგეობაში შტატების ზრდას მხარს არ უჭერს

პოლიტიკა

ოპოზიცია ლანჩხუთის გამგეობაში შტატების ზრდას მხარს არ უჭერს

2016 ივნ 30 19:14:11

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საშტატო ნუსხის ზრდის თაობაზე დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ლანჩხუთის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

საკითხი განსახილველად დღევანდელ  საკრებულოს სხდომაზე იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ წარმოადგინა, რომლის განმარტებითაც,  ფუნქციების უკეთ განსახორციელებლად, იურიდიულ სამსახურში მიზანშეწონილია ერთი საშტატო ერთეულის დამატება, რომელსაც სასამართლოებთან წარმომადგენლობა დაევალება.

საგულისხმოა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გამგეობაში რეორგანიზაცია განხორციელდა და შტატების შემცირების გამო იურიდიულ სამსახურიდან  წასვლა მოუწია მთავარ სპეციალისტს  იზაბელა აბშილავას, რომელიც სწორედ სასამართლო დავებს კურირებდა.

ამ ეტაპზე იურიდიულ სამსახურში სამი საშტატო ერთეულია - სამსახურის უფროსისა და ორი მთავარი სპეციალისტის პოსტზე. აქედან ერთ-ერთი, მაია ჩხაიძე კუთვნილ შვებულების ხარჯზე საოლქო კომისიაშია დასაქმებული.

"შემოდიხართ საშტატო ერთეულის მატების მოთხოვნით, ამ დროს კი თქვენი თანამშრომელი საოლქო კომისიაშია მივლინებული და იქ ქართული ოცნების" ინტერესებს იცავს. სხვა რომ მიეყვანათ ოლქში არა?! მაინცადამაინც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს ზედმეტი თანხები. თუკი საქმე თავზესაყრელად გაქვთ და თანამშრომელი არ გყოფნით, რატომ გაუშვით ის შვებულებაში. ითხოვთ საშტატო ერთეულის გაზრდას ამ დროს კი თქვენი სამსახურის ერთი წევრი ოთხი-ხუთი თვე საოლქოში იმუავებს. ამ საკითხით ახალგაზრდა იურისტები დაინტერესდებიან", _საკითხის გაცნობის შემდეგ მიმართა შოთა ჩაგუნავას საკრებულოს წევრმა კახა ასკურავამ.

თავად გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი კი,  საშტატო ერთეულის გაზრდასა და  თანამშრომლის შვებულებაში გასვლას შორის ურთიერთკავშირს ვერ ხედავს და აქვე ასკურავას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ახსენებს:

"ბატონო კახა, თქვენ რომ გამგებლის მოადგილე იყავით, იურიდიული სამსახურიდან მაშინაც  მიდიოდა თანამშრომელი საოლქოში", _განაცხადა ჩაგუნავამ.

საპასუხოდ კი  ყოფილმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მაშინ ამის გამო შტატები არ იზრდებოდა.

საბოლოოდ კენჭისყრისას საკითხის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრეულოს ორი ფრაქციის:  „ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის" და "მეტი ქალი პოლიტიკაში"  წევრმა ქალბატონებმა მხარი  არ დაუჭირეს.




 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...