რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში

პოლიტიკა

რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში

2016 ივლ 5 18:50:04

თბილისში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე  საქართველოში ადამიანის უფლებების, ქვეყნისა და გარემოს უსაფრთხოების შესახებ ფართო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ეუთო-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ დეკლარაციაზე კომიტეტის მომხსენებლები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეუთო-ს კომიტეტის წევრებთან ერთად დეკლარაციაზე მუშაობის პროცესში 54 ქვეყნიდან, დაახლოებით, 300 პარლამენტარი მონაწილეობდა.

დღეს მიღებული დეკლარაცია ასევე ეხება უკრაინაში შექმნილ ვითრებას, გაჭიანურებულ კონფლიქტებსა და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებებს, მიგრაციის და ლტოლვილტა უფლებებს.

"გურია ნიუსი" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიერ  მიღებული დეკლარაციის იმ ნაწილის თარგმანს გთავაზობთ, რაც საქართველოს ეხება:

"ვადასტურებთ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის დაცვასა და ეუთო-ს ნორმებს, პრინციპებსა და ვალდებულებებს, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს . ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ საქართველოში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ძალისხმევა გაიზარდა, რაც ჰელსინკის აქტს შეესაბამება,"_ წერია განცხადებაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებასა და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

"სინანულს გამოვთქვამთ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს საერთაშორისო სამართალს და არღვევს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ასევე აგრძელებს, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში,"_ აღნიშნულია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული მდგომარეობითაც.

"შეშფოთებას გამოვხატავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარულ მდგმარეობის შესახებ, ვისაც არ ააქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლად საკუთარი წარმოშობის ადგილებში და არ გააჩნიათ საკუთრების უფლება, შეწუხებულები ვართ, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების მონტაჟის გამო, რითაც, ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, თავისუფალი გადაადგილებისა და ოჯახის, საკუთრების უფლებას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკურ უფლებებს არღვევენ,"_ამბობენ ეუთო-ში.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშიროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში თავის მანდატს სრულად ვერ ასრულებს.

"ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ 2009 წლის შემდეგ, რაც საქართველოში ეუთო-ს  და გაერო-ს დამკვირვებელთა მისია დაიხურა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი დაჯგუფებაა ადგილზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს თავის მანდატს სრულად,"_წერია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპატრლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის  ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

"მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება,

ასევე, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს ტერიტორიების ოკუპაცია,"_ წერია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოითხოვს, რომ საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აღდგეს.

"მოვუწოდებთ კონფლიქტის პრევენციის ცენტრს, რომ აღადგინოს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში, რაც ხელს  მნიშვნელოვნად შეუწყობს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციის რეგირების მექანიზმში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში და  პატივი სცენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

"მოვუწოდებთ კონფლიქტის მხარეებს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში, რათა მიღწეული იქნას ძირითადი პროგრესი  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში;

ასევე, მოვუწოდებთ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს,"_ წერია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოება, ხოლო ევროკავშირს სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება მისცეს.

"მოვუწოდებთ. რუსეთის ფედერაციას, რომ უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება მშობლიურ სახლებში და საჭიროების შემთხვევაში მათ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს,

ასევე მოვუწოდებრუსეთს, რომ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დაუბრკოლებლად მისცეს მუშაობის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,"_ ნათქვამია დეკლარაციაში.

ამავე თემაზე:

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თბილისის დეკლარაცია მიიღეს




 ახალი ამბები
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვლება„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...