საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება - გიორგი მარგველაშვილი

პოლიტიკა

საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება - გიორგი მარგველაშვილი

2016 ივლ 10 01:08:58

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და NATO ჩამოყალიბდნენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზეც.

ამასთან, NATO - საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან.

"NATO -ს სამიტზე დაფიქსირდა საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა NATO -ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და 8-9 ივლისს ვარშავაში, საქართველოს დელეგაციის მუშაობა შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამიტის მომზადებაში მონაწილეობდა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ რეალური ინსტრუმენტები მიიღო იმისათვის, რომ გააძლიეროს და გააღრმავოს ინტეგრაციის პროცესი.

"სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ჩამოვყალიბდით ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით მისიის შემდგომ ნაბიჯებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთს კიდევ ერთხელ სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა. უმნიშვნელოვანესია ის, რომ NATO შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიას იწყებს და ამ დისკუსიის ბუნებრივი და შემადგენელი ნაწილი საქართველო იქნება,"_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საქართველო და NATO ჩამოყალიბდნენ ასევე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობაზე, სამხედრო განათლების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ასევე NATO - საქართველოს ერთობლივი ცენტრი "ჯეიტეკი" იქნება დაკავშირებული NATO- ს ტრანსფორმაციის სარდლობასთან.

"საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ნათელი ხედვა ფინანსურ თანამშრომლობასა და ქვეყნების ჩართულობასთან დაკავშირებით.
მინდა, ასევე, მოგახსენოთ, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეწვევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, რაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის კიდევ ერთი ნათელი ნაბიჯი იქნება", _ 
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკეც შეაფასა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, NATO პირველ რიგში ღირებულებითი კავშირია. ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებული არიან და ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან NATO-ში გაერთიანებას, ერთიანდებიან არამარტო სამხედრო დაცულობის თვალსაზრისით, არამედ, იმ ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა დემოკრატია და პიროვნული თავისუფლებები. 

"ამ თვალსაზრისით, არჩევნები ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის განმტკიცების თვალსაზრისით.
NATO-ში დარწმუნებულიები არიან, რომ შემდეგი არჩევნები, კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის თვალსაზრისით.
ეს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების ირგვლივ, ვერთიანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცების ირგვლივ", _
 აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2014 წლიდან, მაშინ, როდესაც საქართველომ გადადგა რეალური ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ნათლად გამოჩნდა, რომ შავი ზღვის სტატუსი, ევროპული თანამშრომლობის ზღვის სტატუსი უნდა გახდეს და საქართველო ამას ყველა მაღალ ფორმატში და ფორუმზე აფიქსირებს.

"თუმცა, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ რეალურად 2014 წლის შემდეგ შავ ზღვაში უსაფრთხოების ფორმატი შესუსტებულია და სტაბილურობა გაუარესებულია.
დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი პარტნიორები და ალიანსი ძალიან სერიოზულად იაზრებენ შავი ზღვის მნიშვნელობას გლობალურად - ევროპული და აზიური სტაბილურობისათვის.
განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში, ბუნებრივია, ენიჭება საქართველოს. ქვეყანას, რომელიც, თავისი პორტებიდან არაერთ, ალბათ, ათეულ ქვეყანას ზღვაზე გასასვლელს აძლევს.

შესაბამისად, იმ დისკუსიაში, რომელიც დაიწყება NATO-ში შავი ზღვის სტაბილურობის თემაზე სტრატეგიულ დაგეგმვაში, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება, როგორც ამ დისკუსიის მონაწილე სუბიექტს

აქედან გამომდინარე, განისაზღვრება ის კონკრეტული ფუნქციები, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაღრმავების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტიდან ბრუნდება.

"მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია. ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება. 

ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღრმავებთ და ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან.

ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისა. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




 ახალი ამბები
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...