"ქართული ოცნების" ახალი გუნდი _ დეპუტატობის კანდიდატთა ბიოგრაფიები

პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ახალი გუნდი _ დეპუტატობის კანდიდატთა ბიოგრაფიები

2016 ივლ 13 18:24:27

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას მომავალი  საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

ღონისძიებას, რომელიც საგურამოში, ილია ჭავჭააძის სახლ-მუზეუმში გაიმართა,   მთავრობის წევრები, დეპუტატები,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში  თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

1. თამარ ჩუგოშვილი - მას იცნობს ჩვენი საზოგადოება როგორც გამოცდილ იურისტსა და შეუპოვარ უფლებადამცველს. თამარი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის  მაგისტრის ხარისხის მფლობელი, არის მრავალი ნაშრომის ავტორი. 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი დამსახურება და თავდაუზოგავი შრომა, რომელიც მან გასწია თომას ჰამერბერგთან ერთად,  და დღეს მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორისაც კი.

2.   გიორგი გახარია - ის არის ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. გიორგი არის ფართო განათლების ადამიანი, გამოირჩევა პრინციპულობით, ლიდერის თვისებებით. გიორგი გახლავთ ბიზნესომბუცმენი და ის, რომ მან ბიზნესის წამომადგენლებთან მოახერხა სრულიად განსხვავებული, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ  მისი შემოსვლა ჩვენს რიგებში დიდი შენაძენია არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკისთვისაც.

3.   ირაკლი კობახიძე - ირაკლის უკვე ყველა კარგად იცნობს. ის ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანია. ირაკლის იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიაში. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად და პროექტების მენეჯერად, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. ირაკლი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

4.  აკაკი ზოიძე - გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის  7 წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც   მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. ბატონი აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.

5.  არჩილ თალაკვაძე - არჩილსაც, ვფიქრობ, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. არჩილი არის მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში. ამჟამად გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რასაც წარმატებით ართმევს თავს. არჩილმა გადაწყვიტა, რომ შემოუერთდეს ჩვენს საპარლამენტო გუნდს და უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში.

6. თამარ ხულორდავა - გახლავთ სამართალმცოდნე, ამჟამად  არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად. ის იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი. მისი, როგორც იურისტისა და მენეჯერის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება ნამდვილად წაადგება ჩვენს გუნდს.

7. ირინა ფრუიძე  - იგი პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმია. მას ყველა იცნობს როგორც ,,რა, სად, როდის" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტანს.  და, დარწმუნებული ვარ, მისი ინტელექტიც და პროფესიაც ერთნაირად გამოგვადგება . იგი გახდა მეორე შვილის დედა და მინდა ყველაფერი ერთად მივულოცო მას.

8. კახა კუჭავა - სამართალმცოდნეა, გახლავთ ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. ის ბიზნესიდან შემოდის პოლიტიკაში და მინდა წარმატებები ვუსურვო მას ამ ახალ ამპლუაში.

9. მამუკა მდინარაძე - მამუკა გახლავთ სამართლის დოქტორი. მას იცნობენ როგორც წარმატებულ ადვოკატს, იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე და საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი. მამუკა არის სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო პროექტის „საადვოკატო გამოძიების სამსახური" ავტორი.

10. მარიამ ჯაში  გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის  მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. მარიამი იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან წარმატებით ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს, რომელსაც უკვე ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

11. ნინო გოგუაძე   გახლავთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ახალგაზრდობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ნინო უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. 6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ამჟამად გახლავთ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" თავმჯდომარე.

12. რომან კაკულია - მას აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ  სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით, ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ დეპარტამენტის კოორდინაციით თითქმის ყველა სამინისტროში დღეისათვის მიმდინარეობს  ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტები რომლებიც აძლიერებენ და მხარს უჭერენ  ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ევროკავშირთან დახლოებისათვის და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებუილების შესრულებაში.

13.  სოფო კილაძე - სოფო გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი, იურისტი. არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და იყო შსს აკადემიის პრორექტორი. სოფო წარმატებული ადამიანია, და ვფიქრობ, რომ პოლიტიკაშიც იტყვის  თავის სიტყვას.

14. სოფო ქაცარავა -  უცხო ენების სპეციალისტია,  იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში.

15. სოფო ჯაფარიძე   - მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელარასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

(R)



 ახალი ამბები
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...
  • რა ხდება ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზებათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონებში პოლიცია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას," – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა. ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს