მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში ყოველთვიური სახელფასო ხარჯები 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა - IDFI

პოლიტიკა

მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში ყოველთვიური სახელფასო ხარჯები 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა - IDFI

2016 ივლ 20 19:01:47

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს მუნიციპალიტეტში არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. 

გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა. 

"გურია ნიუსი" ორგანიზაციის კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

 "ორგანიზაციის მიზანი იმის გამოკვლევა იყო, თუ რამდენად გაიზარდა მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა და თავად ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა რიცხვი. ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებდა სხვადასხვა რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ კვლევებს. წინამდებარე ანგარიში შეიცავს როგორც უკვე გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე იმ რეგიონებში არსებული მდგომარეობის ანალიზს, რომელთა შესახებ ორგანიზაციას ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტს აძლევს უფლებას, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. ცხადია, მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრონ, თუ რა ტიპის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის, თუმცა მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

რეგიონებში ჩატარებულმა აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა გაიზარდა, მკვეთრად გაიზარდა იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობაც და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება, თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება  კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით  დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო (2014 წლის) არჩევნების შემდეგ:

  • ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) არსებულ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა 84 ერთეულით (695-დან 779-მდე) გაიზარდა;

  • მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36540-დან 44772-მდე) გაიზარდა;

  • დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდის შესაბამისად, შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152,6 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე (11126350.24 ლარიდან 15371502.81 ლარამდე); შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა;

  • თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა ყველაზე დიდი რაოდენობით (29 ერთეულით) დაფუძნდა რაჭა-ლეჩხუმში, ერთადერთი რეგიონი, სადაც მსგავსი პირების რაოდენობა შემცირდა ( შიდა ქართლია - ცალკე ა(ა)იპად დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ იურიდიულ პირში გაერთიანდნენ), თუმცა ამას დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, სხვა რეგიონების მსგავსად, მათი რაოდენობა შიდა ქართლშიც გაიზარდა;

  • ყველაზე მეტად ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1713 ერთეულით) და გურიაში (984 ერთეულით) გაიზარდა; ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი სამცხე-ჯახავეთსა (347 ერთეულით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (408 ერთეულით) აღინიშნა;

  • ზოგიერთ შემთხვევაში, თვითმმართველ ქალაქსა და თემში დაფუძნებული ა(ა)იპისა და საქალაქო სამსახურების ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა (ფოთი, მესტია, ონი, ცაგერი), რაც აბსოლუტურად მიუღებელია და იწვევს მუნიციპალური მწირი რესურსების არაეფექტიან ხარჯვას;

  • მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში სახელოვნებო და სასპორტო მიმართულების ორგანიზაციები (სპორტულ სახეობათა, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის შემსწავლელი სკოლები) ცალ-ცალკე ა(ა)იპებად არიან დარეგისტრირებულები, რაც ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მუნიციპალურ საბიუჯეტო დანახარჯებს. ხაშურის მაგალითის გამოყენება, სადაც ბაღები ერთ ა(ა)იპში გაერთიანდნენ, უზრუნველყოფდა გაცილებით ეფექტიან მენეჯმენტს და ფინანსურ-ადმინისტრაციული დანახარჯების ოპტიმიზაციას;

  • კვლავ პრობლემად რჩება ა(ა)იპებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება-დასაქმების პროცესის გაუმჭვირვალობა და გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობა; ბათუმში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან ზოგიერთი დასაქმებულის გათავისუფლებამ გააჩინა კითხვები გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფუძველთან დაკავშირებით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურიდიული დახმარების ცენტრმა, გათავისუფლებულ მოქალაქეთა დაცვის მიზნით, სასამართლო დავა დაიწყო და უმეტეს შემთხვევაში დავა ორგანიზაციის სარჩელების დაკმაყოფილებით დასრულდა.

  • პრობლემური აღმოჩნდა მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროული და სრულყოფილი სახით მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ვადა დაარღვიეს, გამოგზავნილი საჯარო ინფორმაცია კი არასრულყოფილი და არასისტემატიზირებული აღმოჩნდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოზიციით, მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით - ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

არასაჭიროებისამებრ გაზრდილი კადრების რაოდენობა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 25%-მეტი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, როგორც ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცოტა ხნის წინ გამოქვეყვებულმა მონაცემებმა ცხადყო.

მუნიციპალურ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში გაზრდილ შტატებსა და ბიუჯეტის არაეკონომიურ ხარჯვაზე წლებია საუბრობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. მიუხედავად ამისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები არ ცვლიან მანკიერ პრაქტიკას", _ აღნიშნულია კვლევაში.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...
  • მდინარაძე: "ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა"უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო გიგა ბოკერიას მიდგომა იყო პოლიტპატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ. „პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები",_  განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.   ... ...
  • „რა დროს პარონია, წყალს მივყავართ ახალსოფლელები" _ ხმაური სოფლის საერთო კრებაზეხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საერთო კრება. ტერიტორიული ერთეულის ცენტრში, შენგელიების უბანში შეკრებილი ახალსოფლის მოსახლეობა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, ვალერიანე ფოცხვერიას იმ პრობლრმებზე ესაუბრებოდა, რაც ახალსოფლელებს პრიორიტეტად მიაჩნიათ. კერძოდ, ეგრეთ წოდებულ რიონის  გაღმა სახნავ-სათესი ფართობის მიმდებარედ წყალსაწრეტი არხის მოწყობა. დარჩენილი თანხით მოსახლეობას სურს, ბორანის მიმდებარედ, სოფლის მინი სტადიონის ახლოს, სკვერი მოეწყოს. ახალსოფლის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი, რეზო ივანიაძე ,,გურია ნიუსთან"  თანხის განაწილების საკითხს აკონკრეტებს: _ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ახალსოფელზე 16 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 6 000 ლარი არხის მოწყობას დასჭირდება, დანარჩენი თანხით- სკვერი.  რაც შეეხება, მოსახლეობის საკარმიდამოებში წყალსაწრეტი არხის გაჭრას, რაც არანაკლებ თავსატკივარს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, მერთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მუნიციპალური ხარჯებით და მოსახლეობის ფიზიკური ჩართულობით გადავჭრათ.                           პრიორიტეტების შერჩევისას ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნაწილი არხების მოწყობას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი ბორანის მშენებლობას. ,,რა ჯანდაბად გვინდა საწრეტი არხი, თუ გაღმიდან მოსავალი ვერ გამოვიტანეთ. სოფელი გაღმა საყანე ფართობში მოწეული მოსავლით იკვებება. მდინარე რიონმა ბორანი წაგვართვა და ჩემი მეზობლებიდან ზოგმა დახვნა-დათესვა ვერ შეძლო, ზოგმა მოწეული მოსავლის გამოტანა,"_ გაცხარებული საუბრობდა ახალსოფლელი ზინა ბუცხრიკიძე. მას ემოციურად გამოეპასუხა თანასოფლელი კახა წულაია: ,,თქვენ რა გენაღვლებათ, ეზოებში წყალი არ გიდგებათ. რა მეპარონება, როცა პატარა გაწვიმებისა რამდენიმე ოჯახი  წყალს მივყავართ". მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობა დაამშვიდა და ბორანის მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ... ...
  • შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს" მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" კუთვნილ 2200 ლარს. სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა,“_ წერია გავრცეებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...