ოქმი #000037 ანუ კონტროლიდან გამოსული კონტროლის პალატა

პოლიტიკა

ოქმი #000037 ანუ კონტროლიდან გამოსული კონტროლის პალატა

2012 ივნ 14 08:43:35

"ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით, თავისი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების განსახორციელებლად, 2012 წლის განმავლობაში, კუთვნილი კომპანიების _ შპს "ბურჯისა" და შპს "ელიტა ბურჯის" სახელზე 239 ერთეული სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევს მომსახურებას პ.გ. "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს". აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის, პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 2 242 994, 13 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა," _ აღნიშნულია ამ საბუთში.

სასამართლო პროცესზე გიორგი ამირანაშვილმა აბსოლუტურად განსხვავებული აზრი დააფიქსირა: "მთელი საქმეც ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იურიდიულად არ არის დაკავშირებული ამ საქმესთან," _ განაცხადა მან.

თუ ბიძინა ივანიშვილი იურიდიულად არ არის დაკავშირებული ამ საქმესთან, რას ედავება მას კონტროლის პალატა?

"გურია ნიუსმა" ამირანაშვილისთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხა.

_ ბატონო გიორგი, ოქმი რომელზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს თქვენი შედგენილია, სასამართლოზე საკუთარი ხელით შედგენილი ოქმის სიზუსტეს თქვენ იცავთ. ეს არ გიქმნით გარკვეულ უხერხულობას?

_ ვერ ვხდები, რა გინდათ. რამეს ამზადებთ დასაწერად? მე იურისტი ვარ, მაქვს უფლება პროცესზე გამოვიდე. თქვენ რატომ დაინტერესდით?!

_ თქვენი უწყების ოქმებს სხვა სასამართლო პროცესებზე ოქმის შემდგენი ადამიანები იცავენ? კონტროლის პალატას იურისტები არ ჰყავს?

_ რა თქმა უნდა, ჰყავს იურისტები. არ ვიცი, რას გულისხმობთ სხვა სასამართლო პროცესზე, მაგრამ აქ მე გამოვდივარ.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადვოკატები შალვა თადუმაძე და სანდრო ბარამიძე იცავდნენ.

შალვა თადუმაძე, ადვოკატი.

_ ბატონო შალვა, კონტროლის პალატამ შპს "ბურჯისა" და შპს "ელიტა ბურჯთან" გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო ბიძინა ივანიშვილი. რა ხელშეკრულებებზეა საუბარი?

_ ბიძინა ივანიშვილსა და ვინმეს შორის დადებული ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. არსებობს ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია კოალიციის წევრ პარტიებსა და "ელიტა ბურჯს" შორის.

_ რომელ პარტიასთან გაფორმდა ხელშეკრულება?

_ "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები" "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". ეს ის პოლიტიკური გაერთიანებებია, რომლებთანაც "ელიტა ბურჯმა" გააფორმა ხელშეკრულება 27 მაისის ღონისძიების ჩატარებისთვის და აღნიშნულ პარტიებს ავტომობილები მიაქირავა.

_ როდის გაფორმდა და რაზეა საუბარი ხელშეკრულებაში?

_ ეს არის 21 მაისით დათარიღებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, თუ რა მანქანები იქირავეს. საუბარია ჰაილუქსის ტიპის მანქანებზე, რომელიც აღჭურვილია ტელევიზორებით, რუპორებითა და ელექტროსადენებით. აქ აღნიშნულია, რომ პარტიებმა 20 საათით იქირავეს მანქანები. ასევე ისიც, რომ თითოეულ მანქანაში აღჭურვილობიანად გადახდილი იქნა 400 ლარი.

_ რამდენი მანქანა იქირავეს?

_ ამ ხელშეკრულებით, 27 მაისის ღონისძიებისთვის, 12 მანქანა არის ნაქირავები.

_ სასამართლო პროცესზე საუბარი იყო 239 ავტომობილზე.

_ 239 ავტომაქანა _ ეს არის ის არის ავტომობილები, რომელიც "ელიტა ბურჯს" და "ბურჯს" ერთობლივად გააჩნია ავტოპარკში. თითოეულ მათგანს ეს ავტომობილები მიქირავებული აქვს სხვადასხვა პარტიებისთვის. მათ შორის "რესპუბლიკელებისთვის", "კონსერვატორებისთვის", "ჩემი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებისთვის" და ჯარიმას აკისრებენ ბიძინა ივანიშვილს.

_ ეს ხელშეკრულებები როდის არის გაფორმებული?

_ ხელშეკრულებები გაფორმდა იანვარში, მაშინ, როცა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება" არ არსებობდა.

_ საქმეში არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკურმა პირმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა ავტომობილები?

_ რომელი თანხით?! რომელი ანგარიშიდან? სად გადაირიცხა? კონტროლის პალატამ პროცესზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ხომ არის საუბარი კონკრეტულ "ჰაილუქსის" მანქანაზე?! არ ვიცი, სად არის ნაყიდი, მაგრამ, ვთქვათ სავარაუდოდ, რომ ნაყიდია "ტოიოტას" ცენტრში. ვიღაცამ ცენტრში ფული ხომ გადაიხადა?! თუ ვამბობთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის საკუთარი მატერიალური სახსრები, მაშინ ფულის გადახდა უნდა მომხდარიყო პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ, ან მისი საბანკო ანგარიშიდან. სხვა შემთხვევაში, ვერ დგინდება რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის სახსრებით ნაყიდი მანქანა.

_ თქვენ იცით, ვის მიერ არის 239 მანქანა შეძენილი?

_ არ ვიცი. მე ვიცი, რომ ეს მანქანები არის "ბურჯის" და "ელიტა ბურჯის". სავარაუდოდ, ეს მანქანებიც მათი შეძენილია.

_ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ივანიშვილს ადანაშაულებს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნისთვის საკუთარი მატერიალური სახსრების გამოყენებაში.

_ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა ეს ავტომობილები ნაყიდი. იგი ვერ ჩაითვლება შემოწირულობად "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მიმართ, რადგან იმ დროს ეს პოლიტიკური პარტია არ არსებობდა.

სასამართლო იხილავს 7 ივნისის ოქმს, რომელიც კონტროლის პალატამ შეადგინა. პირველ რიგში, საკითხავია, აქვს თუ არა ივანიშვილს 7 ივნისის მდგომარეობით საკუთარი პოლიტიკური ან საარჩევნო მიზანი?! კანონმა შეცვალა სიტუაცია და თქვა, რომ პოლიტიკური მიზანი არ არის მნიშვნელოვანი, უნდა გქონდეს საარჩევნო მიზანი. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი, როდესაც იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და რომელიმე პარტიის სტრუქტურის თანადებობის პირი ანუ საარჩევნო მიზანი 7 ივნისის მდგომარეობით არ გააჩნია? მე შეიძლება ვთქვა, რომ მინდა საქართველოს პრეზიდენტობა, მაგრამ ეს არ არის ჩემი საარჩევნო მიზანი, სანამ არ დავრეგისტრირდები პრეზიდენტობის კანდიდატად. ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო მიზანი ვერ იქნება დადგენილი, რადგან სუბიექტების დარიგისტრირება ჯერ-ჯერობით არ ხდება.

_ გიორგი ამირანაშვილმა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ავტორია, განაცხადა: "მთელი საქმეც ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იურიდიულად არ არის დაკავშირებული ამ საქმესთან."

თუ კონტროლის პალატამ იცის, რომ იურიდიულად ივანიშვილი ამ საქმესთან კავშირში არ არის, მაშინ რას ედავებიან?

_ სასამართლო ამირანაშვილის ამ სიტყვების შემდეგ, ვალდებული იყო შეეწყვიტა საქმის წარმოება. გახსოვთ, ალბათ, მივუთითე, თუ ამირანაშვილი ცვლის თავის ოქმში მითითებულ პირობებს და ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური და საარჩევნო მიზანი, რომელიც არ არის დოკუმენტებით გამყარებული, შევწყვიტოთ საქმის წარმოება,-მეთქი.

_ იგივე ამირანაშვილმა მოსამართლე დარასელიას ისიც უთხრა, თქვენც და მეც, კარგად ვიცით, რომ ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი დგასო.

_ ნამდვილად ასე უთხრა მოსამართლეს და ოქმშიც არის დაფიქსირებული. საინტერესოა, საიდან იცის მოსამართლემ და ამირანაშვილმა?! ვერავინ იქნება დარწმუნებული, რადგან მე გახლავართ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და მე ვიცი, რომ დოკუმენტებით "ბურჯი" და "ელიტა ბურჯი" არ არის ივანიშვილის კუთვნილება. საქართველოში არც ერთი შპს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილება არ არის.

_ სასამართლოზე ამირანაშვილმა კონკრეტულად "ქართუ ჯგუფიზე" მიუთითა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ჯგუფის მფლობელია.

_ მიმაჩნია, რომ მათ კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ. ისინი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ ფიზიკურ და იურიდიულ პირს..

_ კონტროლის პალატამ სასამართლოზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც სასამართლოზე იყო წარმოდგენილი, არარეალურია. რას ნიშნავს არარეალური ხელშეკრულება?

_ ამ შემთხვევაშიც კონტროლის პალატა გასცდა თავის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულება არის თუ არა რეალური, ამას მხარეთა მიმართვის საფუძველზე სამოქალაქო სასამართლო ადგენს. კონტროლის პალატას ამის შეფასების უფლება არ აქვს.

მონიტორინგის სამსახურმა წარმოადგინა მტკიცებულება, სადაც "ელიტა ბურჯს" "კონსერვატიულმა" პარტიამ გადაუხადა თანხა. თუ ეს ხელშეკრულება არარეალურია, საქმეში გადახდის ქვითარი საიდან დევს?!

_ საქმეში არ დევს ხელშეკრულება, რომელიც კოალიციასთან _ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის" არის დადებული. სად არის ეს ხელშეკრულება, საქმეში რატომ არ დევს?

_ კონტროლის პალატა გვეუბნება, ხელშეკრულება გაფორმებულია კონსერვატორებთან, რესპუბლიკელებთან, მრეწველებთან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის" გააკეთა შემოწირულობაო. მრეწველები, რესპუბლიკელები და კონსერვატორები "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" არ არისო?! აქაც კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ. კოალიციას პარტიისგან ვერ განასხვავებენ.

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა "ქართულ ოცნებაში" გააკეთა შემოწირულობა. როგორ უნდა დახარჯონ "ოცნების" თანხა რესპუბლიკელებმა, მრეწველებმა, კონსერვატორებმა?! ეს პარტია ამ თანხას ვერანაირად ვერ დახარჯავს.

კონტროლის პალატის შედგენილი ოქმი მიმართულია ერთი მიზნისკენ, _ უნდათ, დააჯარიმონ ბიძინა ივანიშვილი.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...