შეღავათები ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს

პოლიტიკა

შეღავათები ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს

1 აგვ. 2016, 16:08:23

თავდაცვის სამინისტროს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის შედეგად, ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პროექტ ARMY CARD-ში ჩართულ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ახალი სახელფასო ბარათები გადასცა. ბარათები პირველ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს დაურიგდათ. უახლოეს პერიოდში ARMY CARD უწყების ყველა წარმომადგენლისთვის დამზადდება.

ღონისძიება 2016 წლის 26 ივლისს, ვაზიანის მე-IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა,

რომელსაც პროექტ ARMY CARD -ის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის თითოეულ მათგანს პერსონალური მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ მივმართეთ ყველას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვერდით დადგომოდნენ შეიარაღებულ ძალებს, მათ ოჯახებს, განსაკუთრებით კი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ოჯახებს. მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გუშინ, დღეს, ხვალ ჩვენი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის საკუთარ სიცოცხლეს წირავენ. უკვე 26 კომპანია მონაწილეობს ამ პროექტში და ყველა მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის საამაყო უნდა იყოს, თუ მათ კარზე იქნება სტიკერი, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და რომელსაც ჰქვია "მადლობა ერთგულებისთვის", _ შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნახავთ კომპანიებს, რომელსაც აწერია _ აქ გმირები მსახურობენ. ეს არის სოლიდარობა, რომელსაც საზოგადოება სამხედროების მიმართ იჩენს. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჯერ არ არის პროექტში ჩართული, თუნდაც მცირე წვლილი გაიღოს იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ იცოდეს, რომ მისი ოჯახი დაცულია", _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მნიშვნელოვანია, რომ ARMY CARD სამხედრო მოსამსახურეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. თავდაცვის სამინისტროს, "საქართველოს ბანკსა" და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

"ეს არის თავდაცვის სამინისტროს პროექტი, რომელიც გამიზნულია შეიარაღებული ძალების თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. "საქართველოს ბანკი" არჩეული იქნა კონკურსში. ჩვენ შევთავაზეთ საინტერესო მიდგომები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პარტნიორ მერჩანტებთან ერთად უზრუნველვყოთ ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ფასდაკლებები. მათ ამ ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა სახის ბენეფიტები და მგზავრობისას შეღავათები ექნებათ", _ განაცხადა "საქართველოს ბანკის" დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

სამხედროებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებსა და მათ შვილებს საშუალება ექნებათ, საბაკალავრო პროგრამებსა და ტრენინგკურსებზე დაწესებული სწავლის საფასურის მხოლოდ 50% გადაიხადონ. საინტერესო შეთავაზებები აქვთ პროექტში მონაწილე სხვა კომპანიებსაც.

"გვაქვს პატივი მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სამსახურში მყოფი პირების მხარდასაჭერად და ამით ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოთ მათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პროექტში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიხარულით ჩაერთო. იმედს გამოვთქვამთ, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებს, ხელს შევუწყობთ განათლების მიღებაში და ამით ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს", _ განაცხადა "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" რექტორმა ილიას ჩილოღლუმ.

"კლინიკა ხერხემალი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციასა და კომპლექსურ მკურნალობაზე სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა", _ ამბობს კლინიკა "ხერხემალის" დამფუძნებელი, ნინო ფალიანი-კაციტაძე.

ARMY CARD სადებეტო პლასტიკური ბარათია. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადახდისას მომხმარებელს გარკვეული თანხა ე.წ. ჩასჰ Bაცკ-ის სახით უკან დაუბრუნდება. ARMY CARD ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

"მადლობა სამსახურისთვის" _ ეს პროექტ ARMY CARD -ის მთავარი გზავნილია. პროექტის მთავარი მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან მეტი ყურადღების გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი პროექტში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ერთგულებისთვის.

(R)




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?