სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე ზეწოლის ქვეშ არის

პოლიტიკა

სანდრო ბრეგაძე: პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე ზეწოლის ქვეშ არის

2016 აგვ 3 23:41:10

ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ხორციელდება ზეწოლა ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან, გარკვეული უცხოური ორგანიზაციებისგან და საქართველოში აკრედიტირებული ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან. სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდეს.

”ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან მოიგონოს მიზეზი, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ქართველი ერის ნების გამოხატულება და ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა. ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირადად პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალი ჩინის ადამიანებისგან, რომლებიც აზროვნებენ ქართულად, ეროვნულად და რომლებისთვისაც მიუღებელია ის ზეწოლა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი განიცდის” , _  ამბობს სანდრო ბრეგაძე.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ამ საკითხში ასევე აშშ-ს ელჩის, იან კელის ჩარევაზეც საუბრობენ.

”აშშ გახლავთ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მან გაჭირვების ჟამს არაერთჯერ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს, ქართველ ერს, მოწადინებული ვართ, რომ აშშ-სთან საქართველოს ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ თუკი დადასტურდება და არსებობს სერიოზული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ახლანდელი ელჩი, იან კელი ერევა ამ საქმეში და ის ახდენს გარკვეული ტიპის ზეწოლას საქართველოს პრეზიდენტზე, მაშინ თავად აშშ-ს ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილების მიღება თავის დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით, რადგანაც ასეთი ტიპის ჩარევა და ზეწოლები არ წაადგება საქართველო აშშ-ს კეთილ, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას”, _ თქვა ბრეგაძემ.




 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...