სამხედრო წვრთნები ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სიმტკიცეს

პოლიტიკა

სამხედრო წვრთნები ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სიმტკიცეს

4 აგვ. 2016, 20:57:23

პრემიერ-მინისტრი მიესალმება  "Jackal Stone 2016"-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას.

ორმხრივ წვრთნებში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება, გამოიყენება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ ველით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ,,Jackal Stone 2016“- ის წვრთნებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, - ,,ეს წვრთნები დაეხმარება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას".

,"Jackal Stone 2016"-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს წვრთნები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის.

საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, საქართველო ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით - თითქმის 900 ქართველი სამხედრო პირი მსახურობს ამერიკელ მებრძოლებთან და სხვა მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. გარდა ამისა, ქართველ მებრძოლთა ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში.

"წვრთნები - „Jackal Stone 2016“ კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, - ,,ეს წვრთნები გააუმჯობესებს ჩვენი, როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, შეთანხმებულ მოქმედებებს, რათა  წარმატებით გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები“.

მართალია, წვრთნები ისე დაიგეგმა, რომ ასახავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე რეალურ მოვლენებთან. წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებისა და მანევრის შესახებ გაფრთხილებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმისათვის, რომ ადგილებზე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება.

"Jackal Stone" არის ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია კონტრტერორისტულ ოპერაციებში მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული სამხედრო მოქმედების ხარისხის ამაღლება.
თბილისი




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...