"პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა _ ყველაფერი ერთად!" _ ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკა

"პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა _ ყველაფერი ერთად!" _ ხათუნა ლაგაზიძე

2016 სექ 9 13:10:53

პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. ამის მიზეზად მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა, დავით ჯანდიერმა პოლიტიკური ამბიცია დაასახელა და მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლაგაზიძემ სიაში ჩასმა თავად არ ისურვა, რადგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ მიუწევს გული. 

 რა პროცესები მიმდინარეობდა ბურჭულაძის პარტიაში? რატომ ტოვებდნენ მისი გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით პარტიას? რატომ არ არის ხათუნა ლაგაზიძე გამსვლელ სიაში და რის ფასად გაყიდა მსოფლიო ბანმა საკუთარი რეპუტაცია? _ ხათუნა ლაგაზიძემ ამ კითხვებს პასუხები for.ge-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გასცა.

_  ქალბატონო ხათუნა, პაატა ბურჭულაძემ 12-კაციანი პარტიული სია გამოაქვეყნა. ყველასთვის მოულოდნელად, თქვენ ამ სიაში არ აღმოჩნდით, რატომ?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ, რატომ მივედი პაატა ბურჭულაძესთან და რისი იმედი მქონდა. პირველი და გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ ის, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის იმედგაცრუებელი არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, არის ახალი ძალის მოლოდინში, რომელსაც რეალურად შეეძლებოდა საქართველოში შემოეტანა თანამედროვე, ევროპული მართვის სტილი, ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული კულტურა, დღევანდელ საქართველოში ერთადერთი იყო პაატა ბურჭულაძე თავისი რეიტინგით და ავტორიტეტით.

ის არ იყო პოლიტიკური ფიგურა, იყო საზოგადო მოღვაწე და მას ერთადერთს შეეძლო ეს რევოლუციური მისია შეესრულებინა - პოლიტიკაში შემოეყვანა პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელსაც წარსულს არ უმძიმებს ქართული პოლიტიკური სიბინძურე, რომელთაც აქვთ განათლება და შემართება, რომ ქვეყანა გადაიყვანონ რეალურად სხვა რელსებზე. მე ამ თაობას ვეძახდი 13 ივნისის თაობას, რომელმაც ერთი წლის წინ აჩვენა რა შეუძლია აკეთოს ყოველგვარი ქვენა გრძნობების და მატერიალური თუ პოლიტიკური დაინტერესების გარეშე. თაობა, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ამ ერს ჰყავს ის მომავალი, რომელსაც შეუძლია აშენოს თანამედროვე, ძალიან წარმატებული ევროპული სახელმწიფო.

_ ეს თაობა ბურჭულაძის გვერდით იდგა?

_  პარტიაში, ძირითადად, შემოკრებილი იყო ახალი თაობა საქართველოს ყველა რეგიონიდან. საქართველოში რაც კი ახალგაზრდების საუკეთესო რესურსი არსებობდა -განათლებულები, რეალურად შემართულები, რომ ეშენებინათ ახალი და წარმატებული ქვეყანა, ჩვენთან იყვნენ. მე საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ეს თაობა მოვიდა პაატა ბუჭულაძესთან. ამიტომ, მე მქონდა ვალდებულება ამ თაობასთან, რომ მათთვის გზა გამეკვალა. თუ პაატა ბურჭულაძის პირველ გამოსვლებს დააკვირდებით, ის ამბობდა, რომ მისი ვალიც სწორედ ეს იყო, რომ ახალი თაობა შემოეყვანა პოლიტიკაში.

მე მას პირადად ვეუბნებოდი, თქვენ გაქვთ ისტორიული მისია, რომ პირველი - შეცვალოთ ქართული პოლიტიკური სპექტრი და ახალი სისხლი შემოიტანოთ ქართულ პოლიტიკაში; მეორე - ქვეყანა დააზღვიოთ რევოლუციისგან, თუკი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნება კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე-თქო.

მე ამის იმედს მაძლევდა ის, რომ პაატა ბურჭულაძეს მაშინ, ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჰქონდა რესურსი და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მთლიანად ხელისუფლების ხელში აღება თუ არა, პარლამენტში იმგვარი ძალით შეეძლო შესვლა, რომ მის გარეშე მთავრობის ფორმირება შეუძლებელი იქნებოდა. ამავდროულად, თუკი პაატა ბურჭულაძე დიდი შემადგენლობით შევიდოდა პარლამენტში, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა ექნებოდა და სწორედ ამ სამოქალაქო დაპირისპირების, თუ რევოლუციური სცენარის გადაზღვევისკენ იქნებოდა ეს რესურსი მიმართული. ეს იყო ის მთავარი, რის გამოც მე ვიყავი პაატა ბურჭულაძის გვერდით.

_ თქვენ საუბრობთ წარსულზე, ანუ რეალობა შეიცვალა? რატომ?

_ დიახ - დროთა განმავლობაში შეიცვალა. ის, რომ პაატა ბურჭულაძე არ იყო პოლიტიკოსი, ვიცოდით, მაგრამ ის, რომ პაატა ბურჭულაძე ვერ მოერგო პოლიტიკას, ეს დრომ აჩვენა. სამწუხაროდ, ბურჭულაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ ადამიანების გავლენის ქვეშ იყო, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ 51%-ით ჰქონდა არჩევნების მოგების შანსი, რომ ის უკვე იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, მას არ სჭირდებოდა არანაირი დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ მისი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო წარმატებული.

_ მან ძალიან ბევრი ნაციონალი შემოიკრიბა ირგვლივ, ამ გუნდის გავლენაზე საუბრობთ?

_ პაატა ბურჭულაძეს არავითარი გუნდი არ ჰყავს, თუნდაც ერთი კაცი. ამ თვეების განმავლობაში, მას გაუმყარეს რწმენა, რომ საკუთარ გუნდს არ უნდა ენდობოდეს. მე გულწრფელად მეცოდება პაატა ბურჭულაძე, რადგან პოლიტიკაში, ამ უმძიმეს სფეროში, ის არავის არ ენდობა. შესაბამისად, შეუძლებელია მან გუნდი ააშენოს.

რაც შეეხება ნაციონალებს, ივლისის თვიდან ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო. ერთი მხრივ, ის არ ენდობოდა და არ უფრთხილდებოდა საკუთარი გუნდის წევრებს და ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. მეორე მხრივ, პარტიაში გაჩნდა სერიოზული ფინანსური პრობლემები, დაახლოებით ორთვიანი დავალიანება და გაჩერდა პროცესი, რომელიც აქტიურობის პიკში იყო. მაშინ, როდესაც არცერთი პოლიტიკური პარტია არ აქტიურობდა, ჩვენ ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო, შევხვდით ხალხს, შევისწავლეთ პრობლემები და უცებ იწყება სრული ფინანსური კოლაფსი.

_ დამფინანსებლებმა ბურჭულაძეს უარი უთხრეს?

_ რაც ზედაპირზე ჩანდა, ბურჭულაძეს დამფინანსებლებმა უთხრეს უარი. ფინანსური კრიზისის პარალელურად, პარტიის შიგნით დაიწყო საუბრები, რომ ძალიან დიდი სიურპრიზების მოლოდინი უნდა ყოფილიყო. ის გუნდი, რომელმაც პაატა ბურჭულაძესთან ერთად დაიწყო შენება, საერთოდ იქნებოდა გაწეული გვერდზე და ამ სიურპრიზების მოლოდინით ვცხოვრობდით ივლისიდან დღემდე.

აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - პაატას გარემოცვაში პოლიტიკურად გამოცდილი ძალიან ცოტა ადამიანი იყო, მათ ეგონათ, რომ ის, რასაც ისინი სიურპრიზს ეძახდნენ, ჩვენთვის ბოლომდე დარჩებოდა სიურპრიზად. ფაქტობრივად, მათ დაიწყეს თამაში და ამ თამაშით, იმ გუნდის, რომელიც პირველივე დღეებიდან პაატასთან ერთად მოდიოდა, გვერდზე დატოვება უნდოდათ. ეს ძალიან ცხადი იყო, ეს საქართველოა და მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციები ჟონავს. ივლისშივე ცხადი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გირჩთან“ და მის გარშემო ფორმირებულ კოალიციასთან. ამ ფონზე რეგიონებში, თბილისში და ახალგაზრდულ მოძრაობაში ჩვენი პარტიიდან საუკეთესო ბირთვის გადინება დაიწყო.

საერთოდ გაჩერდა ყველაფერი, რეიტინგმა ვარდნა დაიწყო, პარტიული აქტივობა დავიდა ნულზე. ადამიანები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ - გვითხარით რა გავაკეთოთ, არ გვინდა ფულიო, მაგრამ ყველაფერი გაყინული იყო ამ ერთგვარი სურპრიზის მოლოდინში. ეს სურპრიზიც დადგა - ეს იყო ნაციონალებთან გაერთიანება.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაფორმალურად ეს ინფორმაცია გვქონდა, ბოლო წუთამდე, რეალურად, ამ ინფორმაციას არავინ არ ამჟღავნებდა. არავისთვის არ უკითხავთ უნდოდა თუ არა პაატა ბურჭულაძის იმ ახალ თაობას, რომლითაც ის უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, ნაციონალებთან გაიგივება და შერწყმა. ლაპარაკია იმ ნაციონალებზე, რომლებმაც კი არ მოინანიეს ის, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, არამედ გაიყიდნენ. მაშინ ხომ იყვნენ თანაავტორები, განსაკუთრებით იმ აბსოლუტური უმსგავსობის, რაც სასამართლო და საკანონმდებლო სისტემაში ხდებოდა, მონანიების გამო კი არ წამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობისგან“, წამოვიდნენ იმიტომ, რომ გაიყიდნენ. ერთ ამორალობას, მეორე ამორალობა დაურეთეს ზედ და დღეს ამ არამონანიე, მაგრამ სულგაყიდულ ადამიანებთან მოხდა პაატა ბურჭულაძის ამ უზარმაზარი, მაგრამ უკვე განულებული რესურსის შერწყმა და ამით ბურჭულაძის დარჩენილი რეიტინგის ერთბაშად დაცემა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ადამიანის წავლა პარტიიდან. გამაოგნებელი იყო პაატა ბურჭულაძის დამოკიდებულება ამ ფაქტებზე - ვისაც არ უნდა წავიდესო. თავის დროზე, ეს ხალხი მოდიოდა არა ნაციონალებთან, რომლებმაც 9 წელი ხრეს ქვეყანა და 9 წლის მერე ნაციონალების გაყიდვით სარფიანად მოითბეს ხელი, არამედ მოდიოდნენ პაატა ბურჭულაძესთან. მოდიოდნენ იდეებით, სუფთა ხელებით და ამ ადამიანებს პაატა ბურჭულაძემ ერთბაშად მიუჯახუნა კარი და თქვა, რომ ვისაც ჩემთან არ უნდა, ყველა სუს-ის მართულია და წავიდესო.

სხვათა შორის, „გირჩის“ ამომრჩევლებისთვის ცალსახა და დადებითი დამოკიდებულება არ ყოფილა ამ გაერთიანების მიმართ, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის წევრებთან სკაიპ-კონფერენცია მოაწყო და აუხნა ის მოტივები, რატომ მოხდა ეს გაერთიანება. ამ დროს, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველა წავიდეს, ვისაც წასვლა უნდა, შემოგზავნილები არიანო.

რეალურად კი, შემოგზავნილები ისინი იყვნენ, ვინც ამ თვეების განმავლობაში თავ-გზა აურიეს ბურჭულაძეს.

მას შეეშინდა პარტიაში გაეკეთებეინა ის, რაც ტრადიციულ პარტიებშია - მენეჯერული რგოლი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები გუნდი. პასუხისმგებლობები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები გადაენაწილებინა პარტიის წევრებს შორის. ნახეთ, რომ არცერთი თანამდებობის პირი პარტიაში არ არის.  ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პაატა ბურჭულაძეს საკუთარი თანამშრომლების მიუღებლობა ჰქონოდა.

ნახეთ დღევანდელი სია - პარტიას ჰყავდა ერთადერთი ფორმალურად პასუხისმგებელი ორგანო - გამგეობა და გამგეობის 4 წევრიდან სამი წევრი, გარდა თავად პაატასი, სიაში არ არის. მაშ, სად არის პაატა ბურჭულაძის გუნდი? ვის სიას ჩაუდგა ის სათავეში, ვის შეყვანას აპირებს პარლამენტში ჯერ კიდევ შემორჩენილი ავტორიტეტით?!

_ დღეს ვინ ყავს გვერდით პაატა ბურჭულაძეს?

_ ძალიან რთულია ამის თქმა. მთავარია, რომ პაატა ბურჭულაძემ უღალატა იმ იდეას, რა იდეითაც მოდიოდა ქართულ პოლიტიკაში. ამ შეერთების შედეგად გვერდზე გაიწია ყველაზე საღი ძალები და ვინც მოვიდა მათ ადგილას, უკვე გითხარით.

პაატა ბურჭულაძე დამნაშავეა საკუთარი ხალხის წინაშე, იმიტომ, რომ საზოგადოებაში ერთადერთი მოღვაწე იყო, რომელსაც თავისი პერსონის გარშემო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მობილიზაციის რესურსი და ძალიან დადებითი და ინოვაციური როლის შესრულების შანსი ჰქონდა. მან კი, ეს გაფლანგა და საკუთარ ხალხს ეს იმედიც წაართვა.

_ საერთოდ, ბურჭულაძის მიმართ რამდენად სამართლიანი და ობიექტური იყო ეს ნდობა?

_ სანამ ეს გაერთიანება არ მოხდა, შიგნით ნაციონალების კვალი არ იგრძობოდა და მე ამის თქმა შემიძლია. მაგრამ, ამის შემდეგ მოძრაობას ტოვებს მერაბ მეტრეველი და მე ვრჩები. ჩემზე ხაზგასმას იმიტომ ვაკეთებ, რომ პაატა ბურჭულაძისთვის ჩემი ერთ-ერთი ღირებულება იყო ის, რომ მე არათუ ვასოცირდებოდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ მე ვიყავი ერთ-ერთი სიმბოლო იმ ადამიანისა, რომლის ოჯახზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხორციელდებოდა ზეწოლა და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების საუკეთესო 6 წელი დაკარგა შიშსა და მუდმივ ტერორში. ამ თვალსაზრისით, ერთგვარად ფარი ვიყავი მისი, გარდა იმისა, რომ ერთადერთი ქალი ლიდერი ვიყავი.

_ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ წამოხვედით ადრე და რატომ წამოხვედით დღეს, როცა სიები გამოქვეყნდა? ბუნებრივად ჩნდება განცდა, რომ ვინაიდან, თქვენ არ ხართ სიაში, განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობთ.

_ შეუძლია ყველას შეამოწმოს, რომ გაერთიანების დღიდან, იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული ფეხით სამსახურში დავდიოდი, არც ერთი კომენტარი არ მიმიცია გაერთიანებაზე, არც დადებითი და არც უარყოფითი. არც ეთერში გამოვჩენილვარ სადმე და მით უმეტეს ამ ადამიანებთან ერთად. იმიტომ, რომ მე მათთან ასოცირება არ მინდოდა, ვიცოდი საით მიდიოდა პროცესი, მაგრამ მინდოდა ხელში დამეჭირა ფაქტი, საიდან სად დავიდა პაატა ბურჭულაძე. ეს ფაქტი იყო სია, როგორ სიას დადებდა პაატა ბურჭულაძე. ეს იქნებოდა გაყიდული ნაციონალების სია, თუ ეს იქნებოდა პაატა ბურჭულაძის გუნდის გადარჩენის შანსი. ეს იყო მოტივი, რატომაც დავრჩი. მე მქონდა ვალდებულება იმ ხალხთან, ვისაც ვხვდებოდი პაატა ბურჭულაძესთან ერთად და იმ ხალხთანაც, ვინც მივიყვანე. თუ არსებობდა შანსი, რომ ეს ახალი თაობა მინიმალურად მაინც წარმოდგენილიყო სიაში, ისინი იმ სიაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.

ნახეთ ჩემი ფეისბუქპოსტები, ყველაზე კრიტიკულ მომენტში მე ვრჩებოდი იქ, იმიტომ, რომ ვალდებულება მქონდა ახალგაზრდა თაობისთვის გზა გამეკვალა. პრინციპული საკითხი იყო, რომ სია მათთვის არ დაგვეთმო მთლიანად და პაატა ბურჭულაძის შემორჩენილი ჯგუფიდან ახალი სახეები მოხვედრილიყვნენ პარლამენტში. წარმოდგენილი სია კი მეტყველებს იმაზე, საიდან სად დავიდა პაატა ბურჭულაძე.

რაც შეეხება სიის გამოქვეყნებამდე პარტიიდან ჩემს წამოსვლას, ამით მათ ექნებოდათ გამამართლებელი საშუალება, რომ ხათუნა, ან ის ადამიანები, რომლებიც რეალუარდ იყვნენ ახალი სახეები, თავად წავიდნენ პარტიიდანო. ამიტომ, მე მჭირდებოდა ფაქტი, რა ფაქტითაც საკუთარ ამომრჩეველთან ვისაუბრებდი.

ასე რომ, ჩვენ კი არ ვუღალატეთ პაატას, პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა - ყველაფერი ერთად! ჩვენ კი არ გამოვიქეცით, არამედ ეს იყო პაატა ბურჭულაძის პირადი არჩევანი - ნაციონალების სია, ხოლო როგორ კომპლექტდებოდა ეს სია, ეს ცალკე ისტორიაა და არანაკლებ მნიშვნელოვანი.

_ ვინ დააკომპლექტა სია?

_ პარტიული სიის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა პავლე კუბლაშვილს და კრიმინალური, ქუჩური უნარ-ჩვევების მქონე პირს გოგა კალაძეს, იგივე „კალოშას“. ეს არის პიროვნება, რომელიც ძალისმიერი მეთოდით და შიშის ქვეშ ცდილობს წესრიგის დამყარებას პარტიაში და დღეს ის აჭარის სიის პირველი ნომერია. პაატას სია არის ნაციონალების და კრიმინალური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების ზეწოლის შედეგად შედგენილი ნაზავი. თუკი ისინი, თუნდაც, მანდატების ნაწილს აიღებენ პარლამენტში, ეს იქნება რეალური საშიშროება. შესაძლოა, მე, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფთხოება ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენო, მაგრამ მინდა ქვეყანა ავარიდო ამ ძალიან დიდ გამოწვევას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე არაფრისგან არ დაუხევიათ უკან და შეიძლება არც ახლა დაიხიონ. ამიტომ, მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება.

_ თქვენ თვლით, რომ თქვენს მიმართ ანგარისწორების საფრთხე არსებობს?

_ როგორც გითხარით, ეს გუნდი რეალურად, საკუთარი წარსულით არის საშიში და იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ სახის ინტერვიუს ნახავენ, შესაძლოა, ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე განახორციელონ ტერორი. ამიტომ, თხოვნით მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს და მათაც დავაკისრებ თანაბარ პასუხისმგელობას, თუკი ისინი არ უზრუნველყოფენ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიმაჩნია, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა გაყიდული ნაციონალებით და ქუჩასთან დაახლოვებული ადამიანების უშუალო ჩარევით და ზეწოლით, მათ შორის პაატა ბურჭულაძეზე. ამასთან, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარდა უსაფრთხოებისა, ჩემს წინააღმდეგ განხორცილდეს შანტაჟიც ბურჭულაძის პარტიის მხრიდან.

მე, ყველგან სადაც ვიყავი: საჯარო სტურქტურებში, არასამთავრობო სექტორში თუ პაატას პარტიაში, ჩემს უპირველეს ამოცანად მიმაჩნდა გამეუმჯობესებინა ადამიანების და ქვეყნის მდგომარეობა და უსაფრთხოება. მე ხელს ვერ შევუწყობ იმგვარი ძალის მოსვლას, რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილი, საფრთხის შემქმნელი იქნება მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ მივდივარ ასეთ რისკზე დღეს და ამომრჩეველს ვაძლევ საშუალებას დაინახოს, ვინ ცდილობს დღეს ბურჭულაძის სახელის გამოყენებით პარლამენტში მოსვლას.




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...