გამგებელს, რომელსაც, "ყოველ შემთხვევაში", სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, არასოდეს უოცნებია

პოლიტიკა

გამგებელს, რომელსაც, "ყოველ შემთხვევაში", სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, არასოდეს უოცნებია

2012 ივნ 20 15:17:33

ბოლო დღეებში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" აქციაზე დიდი რაოდენობის ლანჩხუთელების წასვლის გამო, ლანჩხუთის გამგებელს, გია გოგუაძეს თანამდებობა დაატოვებინეს. "გურია ნიუსთან" საუბრისას, გოგუაძე ამბობს, რომ ის არავის მოუხსნია და სავარძელს მყარად ინარჩუნებს.

_ ბატონო გია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოგხსნეს...

_ რას მერჩიან?

_ ჩვენც ეგ გვაინტერესებს. ახლა მოხსნილ გამგებელს ვესაუბრებით თუ მოქმედს?

_ მოქმედს.

_ გავრცელებული ინფორმაციით, 18 ივნისს, აქციის მეორე დღეს, თქვენ აქციაზე მყოფი ადამიანები დაიბარეთ და საყვედურები უთხარით აქციაზე ყოფნის გამო. ამასთან ერთად, მიეცით გაფრთხილება და სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაემუქრეთ...

_ არა. ტყუილია. ვისაც სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს, არავის ხელს არ ვუშლით. ღმერთმა ყველა თავის გზაზე ატაროს.

_ სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, თუ ის პროფესიონალია, გვერდით არ იყენებთ?

_ არა, გამორიცხულია. თვითონ არ უნდა დადგეს.

_ რატომ არ უნდა დადგეს? თუკი თავისი საქმის პროფესიონალია და არ ეთანხმება თქვენ პოლიტიკურ კურსს, მუშაობის უფლება არ აქვს?

_ სამსახურში? ასეთი ბევრი გვყავს. კოალიციის შტაბის წევრია რომან ბიწაძე, რომელიც ერთ-ერთი აიპ-ის დირექტორის მოადგილეა. იგივე სულაბერიძე, რომელიც ხელშეკრულებით მუშაობს ჩვენთან. ასეთები არიან და გამორიცხულია, რომ მე რომელიმეს საყვედური ვუთხრა. ხმამაღლა თქვან, რომელი ერთი დავიბარე.

_ ბატონო გია, თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს. ხელისუფლებაში იყავით შევარდნაძის პერიოდში, შემდგომ კარგად მოერგეთ სააკაშვილის ხელისუფლებას...

_ მორგებით არ მოვრგებივარ. მე საქმეს ვაკეთებ. მეურნე კაცი ვარ, მიყვარს ჩემი ქალაქი და მასზე ვზრუნავ.

_ თუმცა, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას.

_ მე მაშინ ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ. ვიყავი ერთ-ერთი შპს-ს, კორპორაციის წარმომადგენლობის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოში.

_ და სწორედ თქვენ არ გინდოდათ ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილის ლანჩხუთში შემოშვება. ამის კადრები არსებობს, რასაც, სხვათაშორის, დათა ახალაიაც იღებდა.

_ კარგად ნახეთ კადრები. ასე არ იყო.

_ ვნახეთ და ამიტომაც გეუბნებით... ახლა გინდა თქვათ, რომ იმ პერიოდში სააკაშვილს ემხრობოდით? გულწრფელად გვიპასუხეთ...

_ ყოველ შემთხვევაში, ხელი არ შემიშლია მისთვის. მის პოლიტიკურ მოსაზრებას ვემხრობოდი, მაგრამ იქ რაღაც ისეთი შეხლა-შემოხლა არ ყოფილა.

_ დაზუსტებით შეგიძლიათ გვითხრათ, რომ გია გოგუაძე ამ წუთებში მყარად ინარჩუნებს სავარძელს და მას არჩევნებამდე ხელს არავინ ახლებს?

_ არ გინდათ, რომ შევინარჩუნო?

_ ჩვენ კითხვას ვსვამთ.

_ ჯერჯერობით, ასეა. შემდეგ როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება. მე მზად ვარ ყოველთვის ვემსახურო ჩემს ქვეყანას.

_ მოხსნის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა გია გოგუაძის ხილვა "ქართულ ოცნებაში"?

_ გეკადრებათ? ჯერ ერთი ოცნება არის დიდი ცოდვა, რომ იცოდეთ.

_ მინისტრის სიტყვებს იმეორებთ? თქვენ არ ოცნებობთ?

_ არა, გამორიცხულია. ღმერთმა თქვა, რომ შენი დღეა დღევანდელი დღე, ხვალინდელი ჩემია და მე რასაც გადავწყვეტ, ისე უნდა იყოსო.

_ თქვენ არასოდეს გიოცნებიათ?

_ არა, გამორიცხულია (როგორც ჩანს, ლანჩხუთის გამგებელი, არც გამთლიანებულ და ბედნიერ საქართველოზე ოცნებობს. ავტ.).

_ პირველი ადამიანი ხართ, ალბათ, ვისაც არასოდეს არ უოცნებია. არადა, რამდენი რამ არის საოცნებო, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ეხება.

_ არა, ნამდვილად არ მიოცნებია, _ კიდევ ერთხელ დააზუსტა გოგუაძემ.

დაბოლოს. გიორგი გოგუაძე გვთავაზობს, კარგად ვნახოთ 2003 წლის ვიდეოკადრები, რომელზედაც მაშინ ოპოზიციაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ლანჩხუთში ჩამოსვლაა გადაღებული და რომლის შესახებაც დღემდე უამრავი ჭორი ვრცელდება. ჩვენ ვიღებთ გამგებლის შემოთავაზებას და ეს ისტორიული ვიდეოკადრები ფართო აუდიტორიის წინაშე გამოგვაქვს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...