წერილი რედაქციას _ "ქართული ოცნების" ჩოხატაურის შტაბი ჟურნალისტთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება

პოლიტიკა

წერილი რედაქციას _ "ქართული ოცნების" ჩოხატაურის შტაბი ჟურნალისტთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება

22 ივნ. 2012, 07:07:43

მიმდინარე წლის 14 ივნისის "გურია ნიუსის" #47-ში გამოქვეყნებული იყო ჟურნალისტ ნატო გოგელიას ინტერვიუ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც ჟურნალისტი ერთ-ერთ შეკითხვაში აღნიშნავს, ჩოხატაურის რაიონული შტაბის მუშაობის შესახებ და თითქოს საზოგადოების სახელით, რჩევას აძლევს ბატონ ბიძინას, რომ გადახედოს შტაბის შემადგენლობას, გამომდინარე, პრაქტიკულად, მათი უმოქმედობის გამო.

კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის შტაბი გამოთქვამს შეშფოთებას, ჟურნალისტის, ნატო გოგელიას რიტორიკასთან დაკავშირებით, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ის შეფასებები, რასაც ჟურნალისტი მოიაზრებს, ძალიან ჰგავს სახელისუფლო ტელევიზიების მიკერძოებულ შეფასებებს და მიმართულია კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის შტაბის დისკრედიტაციისკენ.

ცნობისთვის, კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურმა შტაბმა დადებითად შეაფასა ჩოხატაურის შტაბის მიერ დღემდე გახორციელებული საქმიანობა.

კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის შტაბი აქტიურად ითანამშრომლებს გაზეთ "გურია ნიუსთან". რაც შეეხება ჟურნალისტ გოგელიასთან ურთიერთობას, თუ კი ის კვლავაც გააგრძელებს ჟურნალისტიკის ეთიკის კოდექსის დარღვევას, კერძოდ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის შტაბი, ხელს აწერს 11 ადამიანი

დავიწყებ იმით, რომ რეგიონის ოფისებში არსებული არცთუ სახარბიელო მდგომარეობის არსებობა ბიძინა ივანიშვილმა თავად დაადასტურა. ივანიშვილს გარემოცვის გადახედვას დიდი ხანია, ურჩევენ და კარგი იქნება, კოალიციის ჩოხატაურის შტაბი ხანდახან საზოგადოებაში არსებული განწყობებით და სოციალური ქსელითაც თუ დაინტერესდება, სადაც რიგითი ადამიანები ამის შესახებ ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს.

ამ წერილის შინაარსი და პათოსი, სხვისი არ ვიცი და მე "ნაციონალების" განცხადებას მაგონებს, როცა ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე, მმართველმა გუნდმა თითქმის ანალოგიური უსტარი "გამოაცხო" და ურთიერთობის გაწყვეტით მხოლოდ იმის გამო დამემუქრა, რომ სიმართლე ვთქვი.

მიკვირს, როცა სამართლიანი შენიშვნა იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ, ასე აბრაზებთ.

საინტერესოა რას გულისხმობთ ცენტრალური შტაბის დადებით შეფასებებში _ 27 მაისს, როცა "ქართული ოცნება" დედაქალაქში აქციას მართავდა, ოფისი რომ დაკეტეთ და ამბის გასაგებად მოსულ ადამიანებს კარზე ბოქლომი დახვდათ დადებული?!

იქნებ, იმას გულისხმობთ, ჩოხატაურელი საჯარო მოხელის  ქმედებები, როცა იგი, ჩოხატაურის ცენტრში, "შუა თითის" დემონსტრირებით მიესალმა ჟურნალისტებს, თითქმის მთელმა საქართველომ დაგმო თქვენი ოფისის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად დაგირეკეთ და შეფასების გაკეთება გთხოვეთ?!

იქნებ, იმას გულისხმობთ, როცა აქციის წინა დღეებში, თქვენს ოფისში, თქვენი წევრები "ჩიფსების" ჭამით და ლუდის სმით რომ იყვნენ გართულები?

თუ ეს ფაქტები არ გახსოვთ, ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები, ჩვენ ოფისში შეგიძლიათ ნახოთ.

არ ვაპირებ, კიდევ მოვიყვანო კონკრეტული მაგალითები, გეტყვით მხოლოდ ერთს _ მე, როგორც ჟურნალისტი, ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედებებზე ყოველთვის მიუკერძოებლად ვწერდი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. თქვენ კი ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ადამიანები ხართ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვთ და ამიტომ, ბევრი რამ მოგეთხოვებათ, პირველ რიგში კი, ადამიანების გვერდით დგომა. სამწუხაროდ, მე ვერ ვიხსენებ კონკრეტულ ფაქტს, როცა თქვენ რაიმე პრობლემის შესახებ საკუთარი ინიციატივით გამოთქვით მოსაზრება და მოვლენები შეაფასეთ.

ნატო გოგელია




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?