საკრებულო, "თარომინგრეული" გამგეობა და... სამოქალაქო მონაწილეობა

პოლიტიკა

საკრებულო, "თარომინგრეული" გამგეობა და... სამოქალაქო მონაწილეობა

16 იან. 2011, 17:33:18
მოქმედი კანონმდებლობა სამოქალაქო მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელების უმთავრეს და ამოსავალ პრინციპად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობა ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა და, რაც მთავარია, საზოგადოების წარმომადგენელთა პრაქტიკული ჩართვა მათ საქმიანობაში.
როგორც ცნობილია, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ახალი მოწვევის თვითმმართველობების ორგანოთა დაკომპლექტების შემდეგ, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა; შესაბამისად, უკვე შესაძლებელია გარკვეული დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება. ამჟამად მკითხველს ვთავაზობთ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მონაწილეობისა და გამჭვირვალობის კუთხით არსებული სიტუაციის ჩვენეულ ანალიზს; კერძოდ, ანალიზი შეეხება იმას, თუ რამდენად აქცევდნენ ყურადღებას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ახალი მოწვევის თვითმმართველობის ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართვისა და მათი ინფორმირებულობის საკითხებს, რამდენად გრძნობდნენ ისინი თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი მოსახლეობის წინაშე.
მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რასაც კანონი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, _ ესაა ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით. მკითხველისთვის რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, აღვნიშნავთ, რომ ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი არსია, საკრებულო, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია, მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ საკრებულოს დადგენილებების პროექტები რეგულარულად გამოაქვეყნოს; ამასთან, გამოქვეყნებიდან არანაკლებ ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რომ ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია კიდევ ერთი კანონისმიერი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მექანიზმი _ საკრებულოს ვალდებულება, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს თავისი მომავალი სხდომის შესახებ (სხდომის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგი).
რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით?
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მეტნაკლები სტაბილურობით კვლავ აგრძელებდა ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნების დაცვას _ ოღონდ, საკრებულო ნორმატიული აქტის პროექტებსა და ცნობას ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, ძირითადად მუნიციპალიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აკრავდა (იშვიათად ადგილობრივ პრესაშიც აქვეყნებდა); შესაბამისად, ფორმალური თვალსაზრისით, აქ ასევე მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო საკრებულოს სხდომის შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციული მონაცემების ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადების (მოსახლეობის ინფორმირების) საკითხი.
აშკარად სასიკეთო კუთხით შეიცვალა ამ მხრივ სიტუაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. თუკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულო ისე იქცა ისტორიის კუთვნილებად, რომ ერთი ნორმატიული აქტის მიმართაც კი სრულყოფილად ბოლომდე ვერ განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება და ისე ამოწურა თავისი უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა, რომ ვერა და ვერ გაერკვა, საერთოდ, რა "ხილი" იყო ადმინისტრაციული წარმოება და რა მნიშვნელობა/დანიშნულება ჰქონდა მას, სამაგიეროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ მოკლე ხნის განმავლობაში მოახერხა სრულყოფილად (და, რაც მთავარია,  კანონის შესაბამისად) დაენერგა ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თავიდან პრობლემები იყო თავად საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და ადგილობრივ პრესაში მხოლოდ ცნობა ქვეყნდებოდა ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით ეს ხარვეზიც გამოასწორა _ ნორმატიული აქტის პროექტების გამოქვეყნების საკითხში საკრებულომ აქტიურად დაიწყო (და დღემდე სტაბილურად აგრძელებს) თავისი ვებ-გვერდის გამოყენება, რის შესაძლებლობასაც კანონი ითვალისწინებს. ადმინისტრაციული წარმოების საკითხის სრულფასოვნად მოწესრიგებამ თავისთავად განაპირობა ის, რომ საკრებულო იცავს ასევე მისი მომავალი სხდომის შესახებ სავალდებულო ინფორმაციული მონაცემების ერთი კვირით ადრე გამოქვეყნების კანონისმიერ ვალდებულებასაც. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ იგი, თავის სხდომამდე დაახლოებით ორი-სამი დღით ადრე, თითქმის ყოველთვის სტაბილურად ახდენს სხდომის დღის წესრიგში შემავალი ნორმატიული აქტის პროექტების საჯარო განხილვას. შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე და საკრებულოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება პასიურობს და ნაკლებად ესწრება საჯარო განხილვებს, ცალკე მსჯელობის საგანია, მაგრამ საკრებულოს მცდელობა და ძალისხმევა რომ ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია, ეს უდავოა.

საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნება
როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების უმთავრეს გამოხატულებას მის მიერ სამართლებრივი, განსაკუთრებით კი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მიღება წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს ნორმატიული აქტები მოსახლეობაზე, მის ინფორმირებაზე უნდა იყოს გათვლილი. ისიც უდავოა, რომ რიგით მოქალაქეებს უპრობლემოდ უნდა მიუწვდებოდეს ხელი მათზე და თავისუფლად უნდა შეეძლოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული აქტების გაცნობა. ამის ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი გზა მათი გამოქვეყნებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონიც სწორედ ნორმატიული აქტის დადგენილი წესით გამოქვეყნებას უკავშირებს მის ძალაში შესვლას. ადგილობრივმა საკრებულოებმა იმგვარად განსაზღვრული წესით უნდა მოახდინონ თავიანთი დადგენილებების ოფიციალური გამოქვეყნება, რაც მოსახლეობას მისცემს მათი თავისუფლად გაცნობის საშუალებას.
მოდით, ვნახოთ, რა სიტუაცია გვაქვს საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნების მხრივ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, რამდენად ხდება მათი გამოქვეყნება "დადგენილი წესის" შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ თუკი საკრებულოს ნორმატიული აქტების დადგენილი წესის შესაბამისად გამოქვეყნების საკითხი მუდმივად პრობლემური იყო წინა მოწვევის საკრებულოებში, გამოქვეყნების საკითხი საბოლოოდ მოწესრიგდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი "ნორმატიული აქტების შესახებ". საქმე ისაა, რომ ამ კანონის თანახმად, ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე პირველად გამოქვეყნება (იხ. მუხ. 26.1). მართალია, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ საკრებულო უფლებამოსილია სხვა საშუალებებითაც გამოაქვეყნოს თავისი ნორმატიული აქტები, მაგრამ ოფიციალურ გამოქვეყნებას, რომელსაც იურიდიული შედეგები უკავშირდება, მაინც "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნება წარმოადგენს.
როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოც თავიანთ დებულებებში განსაზღვრავს საკრებულოს დადგენილებების გამოქვეყნების დამატებით საშუალებებსაც; ეს დამატებითი საშუალებები, ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, ძირითადად ითვალისწინებს ნორმატიული აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნებას საკრებულოს ვებ-გვერდსა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (იხ. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებები, მუხ. 108.4). შესაძლოა, ეს დამატებითი საშუალებები არ იყოს ისეთი ეფექტური, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს მოსახლეობას შესაძლებლობით თავისუფლად გაეცნოს ნორმატიულ აქტებს და გაცილებით უფრო სასურველი იქნებოდა დამატებით მათი ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნება, მაგრამ გასაგებია, რომ ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული; რაც მთავარია, როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დადგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნების წესი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვა
სამოქალაქო მონაწილეობის რეალურად უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი _ ესაა საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება. 
ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების პერიოდში გახორციელებული საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ ორივე მუნიციპალიტეტში სრულყოფილად განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან მიმართებაში: კერძოდ, ორივეგან დადგენილი წესით გამოქვეყნდა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი და ცნობა ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე. ყველა დაინტერესებულ პირს ორივე მუნიციპალიტეტში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკრებულოში წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო ბიუჯეტის პროექტის სამდღიანი საჯარო განხილვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ იყო გავრცელებული ადგილობრივი პრესის საშუალებებში; შესაბამისად, საჯარო განხილვისას ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეეძლო დასწრება და განხილვაში მონაწილეობის მიღება.

რამდენად ხელმისაწვდომი იყო საჯარო ინფორმაცია?
როგორც წესი, კანონი ნებისმიერ მსურველ და დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. ამასთან, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ. კანონი მხოლოდ სამ გამონაკლის შემთხვევას იცნობს, როდესაც საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს ათ დღემდე ვადისა. კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, თუ მის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამ სამი გამონაკლისი შემთხვევისა გარდა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს.
ბუნებრივია, საინტერესოა, როგორი იყო საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გასული ოთხი წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია.
აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებისას რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ან კანონდარღვევას არ შევხვედრივართ _ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველნაირად ცდილობდა დროულად მოეწოდებინა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. თუმცა იგივეს თქმა არანაირად არ შეიძლება ამ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ რგოლზე (გამგებელი/გამგეობა) _ გამგეობა თითქმის ყოველ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ამისი საფუძველი) საჯარო ინფორმაციის გაცემისას ათდღიან ვადას ითხოვდა და უმეტეს შემთხვევაში ამ ათდღიან ვადასაც მნიშვნელოვნად არღვევდა; იყო შემთხვევები, როდესაც გამგეობა ოც დღეზე მეტი ხნითაც აცილებდა კანონით დადგენილ ვადას. ასე, მაგალითად, 2010 წლის 26 ნოემბერს წერილობითი განცხადებით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ჩვენთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოცემული ბრძანებების ასლები; ინფორმაცია, როგორც იქნა, 16 დეკემბერს მივიღეთ (ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეში საკრებულოს თავმჯდომარე ჩაერია), ინფორმაციის დაგვიანების მიზეზი კი გამგეობაში ასე აგვიხსნეს _ გამგეობის იურისტს თარო ჩამოენგრა და ბრძანებების "პაპკა" იატაკზეა მიმობნეული, თავს და ბოლოს ვერ მიაგნებ, ისეთ დღეშიაო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სანამ "თარომინგრეული" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა "გრენლანდიას" (უკაცრავად, სარესტავრაციო თაროს) კვლავ გაამაგრებდა და ბრძანებების "პაპკასაც" ისე დაალაგებდა, როგორც საჭიროება მოითხოვდა, არც მეტი, არც ნაკლები, სრული ოცი დღე და, პარალელურად, ლოდინით გულიც გაილია. არადა, ძვირფასო მკითხველო, თავად განსაჯე, როგორი საქმეა, როდესაც ინფორმაცია, კანონის თანახმად, დაუყოვნებლივ გეკუთვნის და ამ დროს გამგეობა შენს მიერ მოთხოვნილი, წესით და რიგით, უკვე "მზა" ფორმით არსებული დოკუმენტის ასლის მისაღებად საუკეთესო შემთხვევაში ათ დღეს, ხოლო უმეტეს შემთხვევაში კი _ კიდევ უფრო მეტ ხანს გალოდინებს, თან, როდესაც ყოველივე ამას არა გამონაკლისის, არამედ სისტემატური ხასიათი გააჩნია. თქმული თანაბრად ეხება როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. თუმცა რას იზამ, როგორც ჩანს, გამგეობებს არამარტო ოზურგეთსა და ჩოხატაურში, არამედ, ზოგადად, საქართველოში დღემდე არ გამოუჩნდა ისეთი პატრონი, რომელიც პასუხს აგებინებს ასეთი ხანგრძლივი ვადით "თაროს ჩამონგრევის" შემთხვევებში.
მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გასული ოთხი წლის განმავლობაში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული სიტუაციის ზოგადი ანალიზი.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი




 ახალი ამბები
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...