რატომ ჩაიშალა სააკაშვილის ვიზიტი

პოლიტიკა

რატომ ჩაიშალა სააკაშვილის ვიზიტი

2012 ივნ 25 10:23:04

პარალელურად, ხალხმრავლობა იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში. დღის მანძილზე ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია სტუმრების ვინაობის შესახებ. როგორც ამბობდნენ, პოლიციის ოფისს თვით ვანო მერაბიშვილი სტუმრობდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შს მინისტრი ლანჩხუთს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ეწვია _ ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას სიები მოუთხოვია, თუ ვინ იმყოფებოდა ოზურგეთში გამართულ აქციაზე და ადგილობრივი ჩინოსნებისთვის პასუხი მოუთხოვია აქციაში მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო. ამას მოჰყვა ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ქალაქს, სოფლებსაც მოედო _ ამ ხმების მიხედვით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე. ეს ინფორმაცია მეტად დამაინტრიგებელი და უნდა ითქვას, საეჭვო გახლდათ _ ძნელია, ხელისუფლება ასე იოლად შეელიოს იმ გამგებელს, რომელიც საარჩევნოდ განსაკუთრებით სჭირდება. გია გოგუაძე სწორედ "მაგარი ხელისა" და არჩევნების "ნაციონალურად" მოგების დიდ მცოდნედ მიიჩნევა.

ჩვენ პარალელურ რეჟიმში ოფიციალურ სტრუქტურებში ვცდილობდით ინფორმაციის გადამოწმებას, მაგრამ იგი არავინ დაგვიდასტურა, მეტიც, სახელისუფლო კულუარებში ყოველივე "ქართული ოცნების" აუხდენელ ოცნებად მიიჩნიეს და ჭორების გავრცელებაც კოალიციის ადგილობრივ ოფისს დაბრალდა.

ლანჩხუთის პარალელურად, ანალოგიური ხმები ოზურგეთზეც გავრცელდა _ იქ თანამდებობიდან ასევე გამგებელი ილია ვაშაყმაძე "გაათავისუფლეს". თითქოს, მას უკვე ადგილზე, ოზურგეთში შეკრებილი ადგილობრივების გამო მოსთხოვეს პასუხი. ერთი საინტერესო დეტალიც _ როცა ლანჩხუთის გამგებლის გათავისუფლების შესახებ ხმები ვრცელდებოდა, გურიის გუბერნატორი მოადგილესთან ერთად ამავე ქალაქში მოსახლეობას ხვდებოდა.

"ეს არის ჭორი, არც ერთი გამგებელი არავის მოუხსნია და არც იგეგმება. ხელისუფლება არ თვლის, რომ ოზურგეთის შეხვედრაზე ბევრი ადამიანი მივიდა და რაიმე საფუძველი არსებობდეს, რომ რეგიონში მმართველი პარტია გავლენებს კარგავს. ან რატომ გადატეხდნენ ჯოხს მხოლოდ გამგებლებზე, თუ რაიმე საერთოდ იგეგმება? მაშინ პასუხს საკრებულოს თავმჯდომარეებსა და სამხარეო ადამინისტრაციასაც მოთხოვენ. ჩვენ კი ვიცით, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა, ამაზე მეტი "მეოცნებე" რომ არ აღმოჩნდა გურიაში გამართულ აქციაზე და მუშაობის ასევე გაგრძელება მოთხოვეს," _ ამბობენ ჩვენი სახელისუფლო წყაროები.

ასეთი უარყოფის მიუხედავად, მთელი დღის მანძილზე, თვით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებიც კითხულობდნენ, მართლა მოხსნეს თუ არა გამგებლები.

თუმცა, დღე ისე დასრულდა, რომ არც მიხეილ სააკაშვილი ჩამოსულა, არც ვანო მერაბიშვილის ვიზიტი დაადასტურეს ოფიციალურად და გამგებლებმაც თანამდებობები შეინარჩუნეს.

ჩვენ კომენტარისთვის გურიაში "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, სოსო ბოლქვაძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო სოსო, რას იტყვით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად თქვენი მხარდამჭერების რაოდენობის გამო ხელისუფლებაში შიგა გარჩევები მოხდა?

_ ვერაფერს გეტყვით. ის კი ფაქტია, რომ პრეზიდენტს შუხუთში ელოდნენ და არ ჩამოსულა. მე არავისი ცუდი და მოხსნა არ მინდა და ნაწყენიც დავრჩი, თუ ამის გამო ვინმეს სამსახურიდან უშვებდნენ. ათასნაირი ჭორი გავრცელდა _ თითქოს პოლიციაში შს მინისტრმა დაიბარა, პასუხი მოითხოვა... ეს კი არა, ისიც ითქვა _ სტადიონთან ჩაიყვანეს, ცხვირ-პირშიც მოხვდათო და ასეთები. ვერ ვხვდები, ვის და რაში დასჭირდა ამ ინფორმაციების გავრცელება.

_ სახელისუფლო კულუარებში ფიქრობენ, რომ ჭორები თქვენმა კოალიციამ გაავრცელა...

_ არა, გამორიცხულია! ჩვენც გარედან გავიგეთ. სიმართლე გითხრათ, ეს ინფორმაცია პოლიციიდან გამოვიდა, მიიტანეს ხმები ქალაქის მერიაში და იქიდან გავრცელდა. ჩვენ რა შუაში ვართ?

სულ ბოლოს ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ლანჩხუთში ჩამოუსვლელობის მიზეზი მისი შეუძლოდ გახდომა გახდა, რის შემდეგაც მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. არადა, რაღაც მიზეზი უნდა ყოფილიყო, თორემ ვიზიტის ჩაშლას ნამდვილად ვერ "გაამაგრებს" და სასაცილოა ვერსია, თითქოს პრეზიდენტს სიმართლეს უმალავდნენ და გურული "მეოცნებეების" ზუსტი რაოდენობა რომ გაიგო, ვიზიტი გადაიფიქრა. ჩვენი კარგად ინფორმირებული წყაროს თქმით, სწორედ პრეზიდენტის ვიზიტის მოულოდნელი ჩაშლის გადასაფარად გავრცელდა ხმები გამგებლების გათავისუფლების შესახებ.




 ახალი ამბები
  • "ევროპული საქართველოს"ლიდერებს თავს დაესხნენ"ევროპული საქართველოს" ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ.  უგულავას თქმით, შემთხვევა საქართველოს ეროპორტში მოხდა. "მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი,"_წერს გიგი უგულავა სოციალურ ... ...
  • რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის განცხადებაზე„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“,_ აღნიშნული ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • გენერალ-ლეიტენანტი: "თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული ძალა რეგიონში"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული ძალაა, პრეზიდენტმა კი გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს. „რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ამაზე ვფიქრობ, თვითონ გააკეთებს განცხადებას. თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული შეიარაღებით და მოდერნიზაციით რეგიონში, მინდა ავღნიშნო, რომ მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ის,  რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯავანის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღებასა და შეიარაღებასთან“,_ განაცხადა ... ...
  • ღარიბაშვილი: "მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება"საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს. „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები- ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება. არ ვიცი რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას. როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“,_განაცხადა ... ...
  • 20 წლის წინ საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე დაკრძალესქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე1999 წლის 11 დეკემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ოზურგეთელი ნინო კუკულაძე, რომელიც ახლოს იცნობდა აკაკი ბაქრაძეს საინტერესო ამბავს წერს სოციალურ ქსელში.  “12 დეკემბერს, დილით, პანთეონში მისულ ჭირისუფალს აკაკი ბაქრაძის საფლავი ყვავილებით დეკორატიულად მორთული დაგვხვდა. მესაფლავეებმა გვაუწყეს, რომ ეს ვიღაც ქალბატონმა გააკეთა, რომლისთვისაც ვინაობა მათ არ უკითხავთ. სამი თვის შემდეგ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ეს ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი ყოფილა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს ყოველივე დიდი მწერლის სიყვარულითა და მადლიერების ნიშნად გააკეთა. მოგვიანებით აკაკი ბაქრაძის საფლავზე მარმარილოს დიდი თეთრი წიგნი დაიდგა (არქიტექტორი - ილო ყავლაშვილი, მოქანდაკე - ზაურ ჯოხაძე), რომლიდანაც მზის სხივები შავი მარმარილოს ორნამენტების მეშვეობით იშლება. მარმარილოს დიდ თეთრ წიგნს აკაკისეული წარწერა ამშვენებს : " მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სწამს სულის უკვდავება და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა ისევ მოხდება". აკაკი ბაქრაძე 6 დეკემბერს დილის 7 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან რამდენჯერმე მთაწმინდის წყალი მოითხოვა და სულმობრძავმა სიამოვნებით დალია. მე ვფიქრობ, რომ აკაკი ბაქრაძის სამუდამო განსასვენებელი მაინც მთაწმინდის პანთეონში უნდა იყოს... “- წერს ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს