საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები

პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები

2016 ოქტ 6 21:18:54

საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი პლენუმის სხდომა დღეს ქვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხიც ვერ დადგა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე თავმჯდომარეობის კანდიდატურებიც არ დასახელებულა. 

"2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე, მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა", _  აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. 

საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვას არ ეთანხმებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურ მიიჩნევს, კარგია, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვის პროცესი ცოტათი შეჩერდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად გამართლებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლეები - ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე განახლებული პლენუმის პირველ სხდომაზე არ მივიდნენ, გიგაურის თქმით, ზოგადად ფორსირებულ ვითარებაში აღნიშნული სხდომის დანიშვნა არასწორი იყო. 

ეს არასწორი იყო, განსაკუთრებით ახლად დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ჰქონოდათ დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინათ, თუ ვინ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანონით მათ აქვთ უფლება მეტი დრო ჰქონდეთ იმისთვის, რომ დაასახელონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კარგია, რომ ზოგადად ეს პროცესი შეჩერდა. კიდევ ერთი წევრი უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამრთლოში პარლამენტის მხრიდან და ფორმისებულად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა არ უნდა მოხდეს. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს“, _ განაცხადა ეკა გიგაურმა. 

მსგავსი მოსაზრება აქვს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილსაც.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდეს ფორსირებულ რეჟიმში. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისასალმებელია თუ პლენუმი ამ საკითხზე დაჩქარებულ რეჟიმში არ იმსჯელებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდეს ფორსირებულ რეჟიმში რისი მცდელობებიც გარკვეულწილად არსებობდა. ნამდვილად მისასალმებელია თუ პლენუმი ასე დაჩქარებულ რეჟიმში აღარ იმსჯელებს. თავად კანონი განსაზღვრავს ორკვირიან ვადას, როდესაც მოსამართლეს აქვს საშუალება დაასახელოს კანდიდატი. როდესაც ხდება უფლების მინიჭება და ამისთვის დაწესებულია ორკვირიანი ვადა, ნამდვილად არ იქნება სწორი ეს უფლება შეიკვეცოს და ფორსირებულად მოხდეს კანდიდატების დასახელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს ეს გადაწყვეტილება მიღებულია სადღაც სხვაგან. მაქსიმალურად ღია და გასაგები უნდა იყოს პროცესი”, _ განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. 

"აუცილებელია, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული დაწყებული სასამართლოს თავმჯდომარის არჩევით, დამთავრებული სხვა, თუნდაც პროცედურული გადაწყვეტილებების მიღებით, მიმართული იყოს იქეთკენ, რომ აღარ გაღრმავდეს სასამართლოს შიგნით ჯგუფებად დაყოფა, სასამართლოს იმიჯთან დაკავშირებით საზოგადოებაში აღარ იყოს კითხვის ნიშნები და სასამართლომ შეძლოს თავი დაიმკვიდროს როგორც სანდო და ეფექტურმა მცველმა ამ ქვეყნის კონსტიტუციის”, _ აღნიშნა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ იურისტების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით თავმჯდომარის არჩევას "სახელმწიფო გადატრიალების" ტოლფასად მიიჩნევენ.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკური პროცესებმა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. "სახელმწიფო გადატრიალება", "სპეცოპერაცია",  "პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობა", "კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში", _ ასე შეაფასა  ალაფიშვილმა  საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები.

ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განახლებული შემადგენლობის პირველი საორგანიზაციო სხდომა უნდა გამართულიყო. თუმცა ქვორუმი ვერ შედგა. ახლად დანიშნული მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში არ მივიდნენ. შესაბამისად, კვორუმოს 6 კაციანი შემადგენლობა არ დაფიქსირდა და დღეს ჩანიშნული პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა ჩაიშალა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატები, ხოლო არა უგვიანეს ერთი თვისა უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ვადა 14 ოქტომბერს იწურება.

ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო რომ თავმჯდომარედ დაინიშნოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება; ასევე არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინე იმერლიშვილმაც.

ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილისა და მდივნის თანამდებობებია თავისუფალი.




 ახალი ამბები
  • ფანჩატურში ახალი სკამი გაჩნდაქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს _  ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა. ხუთშაბათს ფანჩატურში ერთი სკამი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკამი ე.წ. ჭადრების ბაღიდან მოიტანეს ბავშვებმა. ამ ეტაპზე მარტო ერთი სკამია მოტანილი. სკამები და მაგიდა ადგილობრივებმა აიღეს.  “მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა ... ...
  • გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტზე, გიორგი ჩხაიძეს დავით ცერვაძე ჩაანაცვლებს ცერცვაძე გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს წლების წინ ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან დღემდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს "სატისის" დირექტორია. ცერვაძის დანიშვნის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია "გურია ნიუსთან" საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკა გალდავამც დაუდასტურა. გალდავამ, ასევე, დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ კომპანიის გურიის სერვისცენტრში სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც ... ...
  • „თიბისი ბანკთან“ ასეთი სახის ურთიერთობა ეკონომიკას დააზარალებს“_ გია ჯანდიერი“ხელისუფლების მხრიდან ისეთ ბანკთან, როგორიც „თიბისია“ ასეთი სახის ურთიერთობა ქართული ეკონომიკისთვის და თავად „თიბისი ბანკის“ მომხმარებლებისთვის ძალიან ცუდია, რადგან მიმდინარე პროცესები „თიბისი ბანკსა“ და ეკონომიკას დააზარალებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“  „ახალი ეკონომიკური სკოლა_საქართველოს“ დამფუძნებელმა გია ჯანდიერმა.     მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ისეთ რისკზე არ წავიდოდა, რაც კანონს უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.  „ვნახოთ, მომავალში პროცესები როგორ განვითარდება. ჯერჯერობით, მხოლოდ ეჭვები არსებობს იმის შესახებ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული, მაგრამ „ეროვნული ბანკი“ ისეთ რისკებზე არ წავიდოდა, რაც კანონის უზენაესობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, _  აღნიშნა ... ...
  • გურული მონადირეების საპროტესტო შეკრებადღეს, თორმეტი საათისთვის მერიის შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში ნადირობის მოყვარულმა გურულებმა მორიგი, წინასწარ დაანონსებული  აქცია გამართეს და ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლითაც მათ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობა ეკრძალებათ. გარდა ნადირობისა, აქციაზე შეკრებილებმა, პარკის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის მოპოვების მხრივ შექმნილ პრობლემებზეც გააკეთეს აქცენტი. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არალანჩხუთელებიც იმყოფებოდნენ, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართობზე  კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ნადირობის მოყვარულებს.  „სამინისტრომ თითქოს მოლაპარაკების გზა არჩია ჩვენთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც  ექვსი თვე მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი მაინც ვერ დაიდო. ჩვენ ვითხოვთ დაესვას ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი და ტრადიციული გამოყენების ზონაში სამომავლოდ დაიშვას ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, კანონში შევიდეს ცვლილება; განისაზღვროს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით, საშეშე მერქნის მოპოვების დროდ ზაფხულის პერიოდი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე;  მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის, ლანჩხუთის ტერიტორიაზე მკაცრი და ტრადიციული ზონის საზღვრები;  გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც ეწევიან ფერმერულ საქმიანობას. ჩვენი ეს მოთხოვნა სოციალური ქსელის საშუალებითაც გავავრცელეთ რამდენიმე დღის წინ.  მთავრობის წარმომადგენლები  მოლაპარაკებების დროს კატეგორიულები არიან და დაცული ტერიტორიის  საზღვრების გადახედვაზე უარს ამბობენ. ამ ტერიტორიას სანადიროდ მარტო ადგილობრივები იყენებენ, აქ სანადიროდ ჩამოდიან ჩოხატაურიდან, ოზურგეთიდან, აჭარიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან. ამ დროს კი მთავრობა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებმა  ავდგეთ და თოფები ჩავალაგოთ. მიდა ვთქვა, რომ არც ერთი მოლაპარაკება, რომელიც აქამდე გვქონდა მთავრობასთან, არ იძლევა იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ ეს პრობლემა სამართლებრივი გზით მოგვარდება. გვეუბნებიან, მკაცრი ზონის საზღვრებს ვერ შევცვლით, ტრადიციული გამოყენების ზონაში ვერ დავუშვებთ ნადირობას და საერთოდ, უარს ამბობენ  კანონში ცვლილების შეტანაზე. თუკი ეს მოლაპარაკებები მთავრობასთან ისევ გაგრძელდება, მაშინ კეთილი ინებონ და ეს შეხვედრა საჯარო გახადონ, ღია ეთერის საშუალებით, რომ ყველამ დაინახოს რეალურად რას გვთავაზობენ“, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან პატარაიამ. აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შემდგომში სწორედ პატარაია იქნება მათი ინტერესების გამომხატველი კომისიაში, რომელიც  კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შექმნილია და მოლაპარაკებებს აწარმოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე გოგი ფაცურია შეხვდა და გადაწყდა, რომ მონადირეების ჯგუფთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, სადაც მოხდება  მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საკითხების ... ...
  • “მთელი ნასაკირალი გლოვობს“ - ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჩაქვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. 19 წლის ნათია ართმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალიდან იყო. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმში გააგრძელა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. “მთელი ნასაკირალი გლოვობს, ყველანი დამწუხრებულები ვართ. წუხელ, გვიან გადმოასვენეს ნათია მშობლიურ დაბაში.  წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყო", _  გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესო ქათამაძემ. დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ნათია გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე იყო. “სკოლაში ძალიან აქტიური და წარჩინებული მოსწავლე იყო. პირველივე წელს ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ყველანი გაოგნებული და დამწუხრებულები ვართ“, _ თქვა ზაზა ცეცხლაძემ. ამ ეტაპზე ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე არავინ საუბრობს. “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ნათია მეგობართან ერთად მტირალას მთაზე აპირებდა ასვლას, გზაში კი ავტოავარია მოხდა. ნათია ჰყავს დედა, მამა და ერთი და. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...