„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში იქნება, პარტია სჭირდება პარლამენტს _ უსუფაშვილი

gurianews.com

პოლიტიკა

„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში იქნება, პარტია სჭირდება პარლამენტს _ უსუფაშვილი

2016 ოქტ 6 23:00:09

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ შანსებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში იქნება, რადგან ეს პარტია პარლამენტს სჭირდება:

მე არ ვაპირებ ჩავერთო ამ არც თუ ისე ღირსეულ შეჯიბრში იმის თაობაზე, როცა პოლიტიკური ლიდერები თავად იწერენ შედეგებს და მეტიც, ამით არ კმაყოფილდებიან, სხვებსაც კი უწერენ. მე ყოველთვის ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ თუ ამდენი შეუძლია, რომ დილაობით უცებ გამოიცნოს, რომ ვიღაცამ უკან დაიწია, ვიღაცამ წინ წაიწია, ვიღაცამ მეორეზე. ეს უკვე ცოტა განსხვავებულ ნიჭთან გვაქვს საქმე. იგივე მიხეილ სააკაშვილის სიზმრები, რომელიც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაუძახებს ორ დღეში, ჩამოდი გვიპატრონეო. არც ერთი იქნება და არც მეორე. „რესპუბლიკურ პარტიას“ გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სერიოზულ წარმატებას ამ არჩევნებზე, ეს წარმატება რა კონკრეტული რიცხვით იქნება გამოხატული ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებთ. „რესპუბლიკური პარტია“ იქნება პარლამენტში, პარტია სჭირდება პარლამენტს. მე დარწმუნებული ვარ, საკმარისი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე თვლის ასე და ეს იქნება დადასტურებული მიცემული ხმებით”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?