"აქციებიც იქნება, საკნებიც და სხვაც" _ დავით თარხან-მოურავი

პოლიტიკა

"აქციებიც იქნება, საკნებიც და სხვაც" _ დავით თარხან-მოურავი

2016 ოქტ 9 14:20:40

კომპანია GFK-ს და TNS-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი გამოეხმაურა. დავით თარხან-მოურავი, რომლის პარტიაც მესამე პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეგზიტპოლების მიხედვით ბარიერს ლახავს, გამოკითხვის შედეგებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ თუ არჩევნების საბოლოო შედეგად რიცხვები არ შეიცვლება, ხელისუფლება ამას გადაყვება.

ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგები, ჩვენი პარტიის 7 ათასმა აქტივისტმა ინსტრუქტაჟი გაიარა, გვაინტერესებდა, ვინმე ეგზიტპოლებთან დაკავშირებით თუ შეეკითხებოდა. ყველამ ხმა მისცა და არცერთს ეგზიტპოლების მკვლევარებმა შეკითხვა არ დაუსვეს. მე ვამბობ, რომ ეგზიტპოლები არის სიყალბე. ცუდი ის კი არაა, რომ "რუსთავი2" ამას აკეთებს, ამას ისედაც შეჩვეული ვიყავით, ცუდი ისაა, რომ ხელისუფლებაც იმავეს აკეთებს. ეს არის ტესტი, ელოდებიან ჩვენ რას გავაკეთებთ. მე ვეუბნები ხელისუფლებას, ამაზე უგნური ნაბიჯი არაფერი შეიძლება მოიფიქროთ. თუ გაბედავთ და ეს შედეგები დარჩება, პირობას ვაძლევ, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება. აქციებიც იქნება, საკნებიც და სხვაც“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა, 




 ახალი ამბები
  • რებეკა ჰარმსი: „კრიტიკული მომენტი დგება თბილისში“თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი არ დაუჭირა. გულდასაწყვეტია. კრიტიკული მომენტი დგება  თბილისში. პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ქვეყანა დიდი ხანი ემზადებოდა“,_ ამბობს ჰარმსი.     ... ...
  • თბილისში აფეთქება მოხდაგლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.     ... ...
  • ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება„ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედაქალაქში ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა და გადაცემა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, _ ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ყოფილმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან გააკეთა "მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები იმიტომ, რომ პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. მე თვითონ ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის, რომ მათი მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა. გუშინდელი კენჭისყრის მიმართ იყო ძალიან დიდი მოლოდინი და შესაბამისად, შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ", - განაცხადა ... ...
  • „უნდა ვიპოვოთ გამოსავალი”_ ევროკავშირის ელჩი თალაკვაძეს შეხვდაევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცლერი, პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონის ჩავარდნის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ მან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა. „შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების შორის ნდობას. მომხდარმა პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის წინაშე დაგვაყენა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის ლიდერს. კონსულტაციები გაგრძელდება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც და ჩემს სხვა კოლეგებთანაც“,_ განაცხადა ელჩმა. პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროკავშირი ელჩის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. თალაკვაძე მზადყოფნას გამოხატავს, რომ   ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, წარმატებით ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: “კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემ მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ“ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა “ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დაასრულა. მან მედიასთან შემდეგ სახის კომენტარი გააკეთა: „მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა. დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან“, _ განაცხადა კარლ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?