მიმდინარე მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული იაფფასიანი კამპანიაა _ კობახიძე

პოლიტიკა

მიმდინარე მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული იაფფასიანი კამპანიაა _ კობახიძე

18 ოქტ. 2016, 20:08:21

სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის განცხადებას _ არჩევნების მეორე ტურში გაერთიანდნენ პროდასავლური ძალები და მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს,  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „აგორებული იაფფასიანი კამპანიაა“:

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც არსებითად „რუსთავი2“-ის მეშვეობით ხორციელდება, ამაში ჩართეს ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს, გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.




 ახალი ამბები
  • “დაზარალებულს არ მიუღია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაც კი“ოზურგეთელი სპორტსმენის იური ლომაძის ადვოკატის, ტოგო ჭელიძის თქმით, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. “ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პროცესუალურად საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. ამ კონკრეტული საქმის მიმართ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია შსს მიერ გაკეთებულ ინფორმაციაში გაჟღერებული ორი სიტყვის თანხვედრამ _ „სპორტსმენი“ და „ძალადობა“. ამ ბოლო დროს ბევრი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმისადმი ასოციაცია გამოიწვია ამ ორმა სიტყვამ, რაც არასწორია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და საზოგადობას განვუმარტო, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისის მოვლენებს არაფერი აქვს საერთო სპორტთან, ბრალდებულების სპორტსმენობასთან და ასე შემდეგ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დუმილის უფლებას იყენებენ და მე ვერ გავცდები ამ ფარგლებს, მაგრამ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური საკითხის განხილვას და მიუხედავად იმისა, ბრალდებული სპორტის რომელი სახით იქნებოდა დაკავებული _ ჭიდაობით, ცურვით თუ ჭადრაკით, ეს გავლენას ვერ მოახდენდა მოვლენების განვითარების დინამიკაზე. ამიტომ ჩვენი თხოვნა იქნება, კარგად გავიაზროთ აღნიშნული და ამ საქმეს ჩამოვაშოროთ ეს კლიშეები“, _  აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ტოგო ჭელიძემ. მისივე თქმით, ასევე, კარგად რომ გვესმოდეს ძალადობის რა ფაქტზეა საუბარი, ისევ ბრალდების შესახებ დადგენილებიდან მოგვიყვანს ამონარიდს, რომლის მიხედვითაც, „ერთ შემთხვევაში საუბარია დაზარალებულის ჩვენებაზე დაყრდნობით, რომ საქმეზე ბრალდებული 5 პირი რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ დაზარალებულს, ხოლო  ამავე ბრალდებაში მითითებულია რომ დაზარალებულს არ მიუღია სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაც კი. ახლა კი მინდა დავსვა შეკითხვა, თუ სიმართლეს შეეფერება ინფორმაცია, რომ 5 პირი, მათ შორის ორი სპორტსმენი გამეტებით სცემდა ერთ დაზარალებულს, როგორ მოხდა რომ რამდენიმე საათიანი გამეტებული ცემის შედეგად დაზარალებულს არავითარი დაზიანება არ გააჩნია, რომელსაც მიეცემოდა ნაკლებად მძიმე დაზიანების კვალიფიკაციაც კი? ეს ისე, მსჯელობისთვის და უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის.  როგორც ტოგო ჭელიძე განმარტავს, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა აღკვეთი ღონისძიების უმკაცრესი სახე _ პატიმრობა, მაშინ, როცა ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული საფუძვლები აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისა, შესაძლებელი იყო, მიღწეულიყო გირაოს გამოყენების პირობებშიც. შევეცდები, მოკლედ აგიხსნათ ჩემი ასეთი განცხადების საფუძვლები. პატიმრობის გამოყენებისთვის სასამართლოს სახეზე უნდა ჰქონდეს შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი, ესენია: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების გახორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. პირველი გარემოება თავისთავად გამოირიცხება, რადგან სასამართლოს საქმეში ედო მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა რომ ბრალდებულები პოლიციაში თავიანთი ნებით გამოცხადდნენ და არსად გაქცევას და მიმალვას არ აპირებდნენ. ისინი თავად იყვნენ დაინტერესებული, სწრაფი, ეფექტური, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებით, რათა საქმეზე დროულად დადგენილიყო ჭეშმარიტება. მათ ნდობა გამოუცხადეს სახელმწიფოს, კერძოდ, სამართალდამცავ ორგანოებს და გამოცხადდნენ პოლიციაში. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის მოლოდინს ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მათგანი არ არის წარსულში ნასამართლევი; არ არიან რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში შემჩნეული; უფრო მეტიც, სასამართლოს წინაშე იდო ჩვენ მიერ მიწოდებული უამრავი დახასიათება და შუამდგომლობა ბრალდებული პირების შესახებ, მათ შორის ჭიდაობის ფედერაციის, მეზობლების, ვეტერანი სპორტსმენების და ბევრი სხვა, რომლებიც დადებითად ახასიათებდნენ ბრალდებულ პირებს და სასამართლოს სთხოვდნენ მხედველობაში მიეღოთ მათი თხოვნა და არ გამოეყენებინათ პატიმრობა, მით უმეტეს, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს გააჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გართულებები, რომელიც საჭიროებს სპეციალურ რეჟიმზე ყოფნას და ექიმის ზედამხედველობას.  რაც შეეხება მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლას, ეს ნაწილიც დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან გამოძიების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ საქმეზე დაკითხული იყო ყველა მოწმე, შეგროვებული იყო ყველა საკვანძო მტკიცებულება, გარდა ამისა, როცა აღნიშნულ მოტივს უთითებს გამოძიება პატიმრობის გამოყენების საფუძვლად, ვალდებულია, სულ მცირე, სასამართლოს დაუსაბუთოს, თუ კონკრეტულად, რა მტკიცებულების მოპოვებას გეგმავს გამოძიება და როგორ შეიძლება აღნიშნულს ხელი შეუშალოს ბრალდებულის არა საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების ქვეშ ყოფნამ. რაც, რა თქმა უნდა, არ იყო წარმოდგენილი და დასაბუთებული ბრალდების მხრიდან. საქმეში იყო  მხოლოდ უბრალო პოზიცია ვარაუდის დონეზე, რომ შეძლება ასე მომხდარიყო და სასამართლოც დაეთანხმა აღნიშნულს. ჩემი ღრმა რწმენით და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ ყოფილა განპირობებული კანონიერ საფუძვლებზე დაყრდნობით, არამედ ეს გაკეთდა სახელმწიფოს სახის შენარჩუნებისთვის, რათა, როცა გავიდოდა ტელევიზიით ან სხვა საინფორმაციო წყაროს მეშვეობით ინფორმაცია, რომ ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებული 5 პირი იქნა დაკავებული, იქვე მეორე წინადადება გაჟღერებულიყო _ ხუთივე მათგანს სასამართლომ პატიმრობა „მიუსაჯა“. მაღალმა საჯარო ინტერესმა და სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე. მე არ მინდა ახლა ამის გამომწვევი მიზეზების განხილვაში შევიდე და გავცდე ჩვენი მსჯელობის საგანს, მინდა მხოლოდ ჩემი, როგორც იურისტის და სამართალმცოდნის პოზიცია დავაფიქსირო ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ იური ლომაძისა და სხვათა მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახე პატიმრობა იყო შეუსაბამო და დაუსაბუთებელი“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ტოგო ჭელიძემ. “გურია ნიუსი“ აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და მკითხველს მიაწოდებს უახლოეს ... ...
  • „კორონა ვირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები!“ _ დავით ჭიჭინაძე„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორანა ვირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“ _ ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა,  დავით ჭიჭინაძემ,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს,  რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარმოადგინა. ცვლილებების  თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება. „ჯერ კიდევ საგანგებოს გამოცხადებას  მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები ეკონომიკაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობა არ ითვალისწინებს.  ამ გადავადებებით კი, მართლაც უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ. რადგან, პრემიერმა გახარიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მისი განცხადება, რომელიც პარლამენტის ამ მაღალი ტრიბუნიდან ორჯერ გააკეთა, ადამიანებისთვის გარანტი გამხდარიყო! და  ბანკებს და მიკროსაფინანსოებს მართლა პროცენტის დარიცხვის გარეშე გადაევადებინათ შემოსავლების გარეშე დარჩენილებისთვის  სესხები“, _  აცხადებს დავით ჭიჭინაძე და დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს : „იქნებ პარლამენტმა მაინც გაითვალისწინოს ადამიანების მდგომარეობა და იძულების წესით მაინც  მოხდეს ფორს-მაჟორის ამოქმედება, თორემ ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოდებიან ... ...
  • დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეადღეს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 159 წელი გავიდა. ვაჟა-ფშაველა, ნამდვილი სახელი და გვარი- ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, 1861წელს, ჩარგალში, ახლანდელ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიბადა. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  წელს პანდემიიდან გამომდინარე „ვაჟაობა“ არ აღინიშნება და ბუმბერაზ პოეტს ინტერნეტსივრცეში იხსენებენ. ამის შესახებ ინიციატივა ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა: “წელს ვაჟას დაბადების თარიღს, 14 ივლისს ვერ ვიზეიმებთ, გასაგები მიზეზების გამო… ვერც დიდი სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა“ გაიმართება, უკვე მესამედ! წელს ვერ შევძლებთ წინასწარ დაგეგმილი სცენარით, რიტუალური სანახაობებით, მაყურებლებით, პოეზიისა და უბრალოდ გართობის მოყვარული ვიზიტორებით დატვირთული ღონისძიება გავიმეოროთ, მაგრამ წელს შეგვიძლია ვაჟა-ფშაველას დღესასწაული ვიზეიმოთ ისე, როგორც არასდროს ყოფილა ჯერ! წელს, 14 ივლისს, დიდი პოეტის დაბადების ოფიციალურ თარიღზე, შეგვიძლია ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ და მსოფლიოს ქართველობამ ისე, რომ ეს დღესასწაული იყოს ყველასი! ამისთვის საჭირო არ არის სცენარები, რეჟისორები, მოსაწვევები და ა. შ. ამისთვის საჭიროა ვაჟას, მისი პოეტური სიტყვისა და აზრის სიყვარული მხოლოდ! ჩვენ შეგვიძლია 14 ივლისს, ერთი დღით, მთელი სოციალური ქსელი ვაჟას ლექსებითა და ფრაზებით ავავსოთ! ჩავწეროთ პოეტის რომელიმე ლექსი, ჩვენი საყვარელი სტროფი და ავტვირთოთ ჩვენს გვერდზე! რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი! ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს გაგვიზიაროს სიმღერა ვაჟას ლექსზე, ზოგმა ვაჟას პროზიდან, ან ლიტერატურული წერილებიდან ფრაზები, აბზაცები და ასე შემდეგ! შეგვიძლია ისიც, რომ რაიმე აქტუალური საკითხის განხილვისას ჩვენი აზრი კომენტარში ვაჟას ფრაზით გადმოვცეთ. ვერაფერი მოხდება ისეთი ამ ქვეყანაში, მისი სიბრძნე რჩევად და წამლად არ გამოდგეს! ჩავაბათ ამ აქციაში ბავშვები, დედები, მამები, ბებო-პაპები. ყველა პროფესიის და ეროვნების ნაცნობ-უცნობები! რაც მეტი ვიქნებით, უფრო უკეთესი! ეს დღე დაემსგავსება ერთ დიდ აქციას ,,საქართველო და მსოფლიო კითხულობს ვაჟას და საუბრობს ვაჟას ენით“! მოდით, ვცადოთ და დავრწმუნდებით რა სახალისო და სასიამოვნო იქნება იმ დღეს ვირტუალურ სამეგობროში შემოსვლა! როგორ დაიკარგება შური, ბოღმა, სიძულვილი და როგორი ერთიანები ვიქნებით დიდი პოეტის სიტყვის ზეიმში ყველა, ვინც ამ აქციას შეუერთდება! 14 ივლისი დადგება თუ არა, მეც მოგილოცავთ ლექსით, ჩემებურად! გაავრცელეთ და გადაეცით ყველას, მე მგონია, რომ ვაჟას საქართველო დიდია და მისი სიტყვის და აზრის მიმდევარი ბევრი! მოდით, ვიდღესასწაულოთ ერთად!” ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველა 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელ პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-დან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩადიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნერგა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახერხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე, რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა. სემინარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. „ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“ (დავით კლდიაშვილი). მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე. მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეორე მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი (დ. 1869, სოფელი სორკი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 მარტი, 1957, სოფელი ჩარგალი). ... ...
  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ  რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, სურს საარჩევნო უბნებზე არეულობის და ქაოსის შექმნა და ესაა მიზეზი, რის გამოც ის მემორანდუმს ხელს არ აწერს და მის კანონში ასახვას ითხოვს.   „საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, ათ მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, რომ ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ და ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი პარტიული აქტივი არ შევიდეს იქ, ამ რადიუსში. მემორანდუმის კანონში ასახვა კიდევ ცალკე რაღაც ახლი საოცარი მესიჯბოქსია",-განაცხადა მამუკა ... ...
  • თალაკვაძე - ოპოზიციას: ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგელი„როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია. „ ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ -  როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი",- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ აღასრულებს. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 120-30-ზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. „ერთი მაგალითი მარტო ის კმარა, რომ 120/30-ზე იყო თქვენი ინიციატივა -  პროპორციულთან მიახლოებული სისტემა 2020 წელს. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად, მერე ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. პირიქით მოხდა, კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ ოპოზიციამ თქვენს საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი, ხალხს ეუბნებოდით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რომლის გამოც, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების გადახდა უწევს. „გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას? სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და  საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ,  რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა არჩილ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...