საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შენარჩუნების საფრთხეა _„ახალგაზრდა ადვოკატები“

პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შენარჩუნების საფრთხეა _„ახალგაზრდა ადვოკატები“

2016 ოქტ 19 15:42:01

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, შეიძლება ისევ ვერ შედგეს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასამართლოში მოხდეს მხოლოდ ფორმალური ცვლილებები, რეალური ძალაუფლება კი კვლავ შეინარჩუნოს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა პირებმა.

"ვინ გახდება სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, დამოკიდებული იქნება სასამართლოს რეალურ სურვილზე, სურს გააგრძელოს რეფორმირება თუ მხოლოდ შემსრულებელ სასამართლო შტოდ. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აქტიურად ლობირებს მოადგილის, ზაზა თავაძის კანდიდატურას, რაც არასათანადო პირობებში ამყოფებს სასამართლოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატს - ირინა იმერლიშვილს. ორგანიზაცია მოითხოვს, გიორგი პაპუაშვილმა, პირდაპირ თუ ირიბი ფორმით, შეწყვიტოს სასამართლოს მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მოემზადოს პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სასამართლოში ნეპოტიზმის ფაქტებთან და ყოფილი პოლიტიკური გუნდის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დასაქმებასთან, კოლოსარული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო ხარჯებთან, არამედ პასუხი აგოს სახელმწიფოსთან სამართლებრივ კონფლიქტში - მოქალაქე როლანდ ბლადაძის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე - აჭარის ა/რ პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და მიტაცებულ ბინაში ოჯახთან ერთად, ცხოვრების გაგრძელებაზე", _ აცხადებს კაიკაციშვილი.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს ხელისუფლებას და მოითხოვეს, ხელი შეუწყოს სამართლიანობის დამკვიდრებას და თანასწორუფლებიანობის აღგენას საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში.

"საქართველოს არც ერთ მოქალაქეს აღარ უნდა დარჩეს განცდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბოლოსდაბოლოს, საქართველოს მთავრობამ სამართლიანობა უნდა აღადგინოს სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ საკუთრებასთან დაკავშირებით. ვიდრე სახელმწიფო ამ საყოველთაო საქმეზე უმოქმედოდ იქცევა, ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ ექნება სამართლიანობის განცდა. სახელმწიფოს უმოქმედობამ ახალი სისტემური დანაშაული არ უნდა შექმნას, რაც არც არის საზოგადოების დღევანდელი მოთხოვნა.

"ახალგაზრდა ადვოკატები" მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხზე მიმართავს და ცალსახა პოზიციას აფიქსირებს, რომ მთავრობამ არ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წელს დაშვებული ელიტური კორუფციის ფაქტი, როდესაც სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, სასამართლოს ყველა მოსამართლეს უძრავი ქონებები საჩუქრად გადაეცა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად, "მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის მე–11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია "მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად ქალაქში (რაიონში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს". მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ახალი მოსამართლეების მიმართ თანაბარი სოციალური დაცვის გარანტიები შექმნას, თუმცა "აუცილებელი საცხოვრებელი ფართით" უზრუნველყოფა, არ ნიშნავს მოსამართლისთვის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში ქონების გადაცემას. ასეთი საცხოვრებელი ფართი, მოსამართლეს შესაძლებელია გადაეცეს დროებით სარგებლობაში იქედან გამომდინარე, რომ ბინის ქირა, შესაძლებელია, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადით, მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებთან იყოს დაკავშირებული", _ ამბობს კაიკაციშვილი.

მისივე განცხადებით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ის სტანდარტები და მიდგომები, როდესაც მოსამართლეების დამორჩილება ძვირადღირებული ქონებებით შეძლო. ეს გახლდათ, მსოფლიოს მასშტაბით, არნახული ელიტური კორუფციის ფაქტი. შესაბამისად, წარმოუდგენელია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი და შემდგომი მოსამართლეების მიმართ წინა ხელისუფლების სტანდარტი დავუშვათ – მათი სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, ლეგიტიმაცია გავუკეთოთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მიდგომებსა და პრაქტიკას.  ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა მოხდება და მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, ხელისუფლება ახალი სტანდარტებით იხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურაა დასახელებული - ზაზა თავაძე და ირინე იმერლიშვილი. ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი. ხოლო ვინ წარადგინა ზაზა თავაძე, ამის შესახებ ჯერჯერობით სასამართლოში განმარტებები არ გაკეთებულა.

საკონსტიტუციო თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევის თაობაზე პლენუმის სხდომა ხვალ, 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა დასახელდა

დაუჭერს თუ არა პლენუმი მხარს ირინე იმერლიშვილის კანდიდატურას

საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები

პოლიტიკური პროცესების გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე - რა შემთხვევაში მოხდება "სახელმწიფო გადატრიალება"




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...