ჩემო საყვარელო ხალხო! (R)

პოლიტიკა

ჩემო საყვარელო ხალხო! (R)

20 ოქტ. 2016, 17:27:33

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ არჩევნებში. მადლობა იმისთვის, რომ არ დაიზარეთ საარჩენო ყუთთან დაგეფიქისრებინათ თქვენი პოზიცია და უპრეცედენტოდ დემოკრატიულ გარემოში, ხმა მიგეცათ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
მადლობა მათაც, ვინც ჩემს კონკურენტებს მისცა ხმა. ეს თქვენი უფლებაა. ბოლო ოთხ წელიწადში "ქართული ოცნების" გუნდმა შეძლო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები არ იყოფა ჩვენიანებად და სხვისიანებად. სადაც აზრის გამოხატვისთვის არავის ავიწროვებენ. სადაც მთელმა საარჩევნო პერიოდმა პროგრამების ჭიდილში ჩაიარა და არა ურთიერთდაპირისპირებაში.
ვისზე გააკეთებთ არჩევანს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ, 30 ოქტომბერს, სანამ კიდევ ერთხელ გამოხატავთ თქვენს ნებას, კარგად უნდა დაფიქრდეთ, ვინ უფრო შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ ისევ მრავლადაა ჩვენს გურიაში? ვინ უფრო მიიტანს თქვენს სათქმელს ადგილობრივ, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ვის უფრო შესტკივა თქვენზე გული და ვინ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს რეგიონსა და ქვეყანას?
მე ყველა თქვენგანის მაჟორიტარი უნდა გავხდე _ ვინც მე დამიჭირა მხარი, ვინც ჩემს მოწინააღმდეგეს და ვინც საერთოდ არ მოვიდა არჩევნებზე. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ დავკარგოთ თავისუფლება და ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მომავალი, ჩვენთვის, ჩვენი მშობლებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის.
30 ოქტომბერი არის დღე, როცა ერთ ხმასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა ვიაქტიუროთ. კიდევ ერთხელ უნდა დავამყაროთ გურული რეკორდი და ვაჩვენოთ საქართველოს ყველაზე მაღალი აქტივობა.
ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარაფერი შეგვიშლის ხელს, ვაკეთოთ კეთილი საქმეები, აღვადგინოთ სამართლიანობა, ქვეყანა გავხადოთ უფრო მეტად დემოკრატიული და თავისუფალი.
თუმცა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, არ უნდა მოვდუნდეთ და არ ვიფიქროთ, რომ ჩვენი ხმა არაფერს შეცვლის.
30 ოქტომბერს აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე...
ახლა თქვენი და თქვენი ოჯახის თითოეული წევრის ხელშია გურიის მომავალი.
როგორც ყველას, მთელ თქვენს ოჯახსაც გურულად გეტყვით – არ დეიზაროთ!
თქვენი ხმა ჩვენი გამარჯვების გარანტია...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

დიდი სიყვარულითა და
პატივისცემით,
ნინო წილოსანი,
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის
მაჟორიტარობის კანდიდატი

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?