"პრემიერ-მინისტრის ამ კანდიდატურით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დასრულდა!"

პოლიტიკა

"პრემიერ-მინისტრის ამ კანდიდატურით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დასრულდა!"

2012 ივნ 30 22:10:36

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ეს ცვლილება პირდაპირ  კავშირშია მოახლოებულ არჩევნებთან.

მისივე თქმით, გადაწყდა ის, რომ გამოიკვეთა ლიდერები ანუ "ქართული ოცნების" ლიდერი იქნება ბიძინა ივანიშვილი. "თუმცა ეს გამოკვეთილი არ არის, ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ის სიის პირველი ნომერი, თუმცა ის რჩება ამ კოალიციის ფორმალურ ლიდერად. ხელისუფლების მხრიდან ჩანს, რომ სიის პირველი ნომერი იქნება მერაბიშვილი და იქნება მესამე პოლიტიკური ძალა, ეს არის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", რომლის სიის პირველი ნომერი იქნება გიორგი თარგამაძე, "_ განაცხადა ვეფხვაძემ.

_ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიშობდა, რომ ვანო მერაბიშვილი ოპოზიციაში არ გადასულიყო და ამის გამო პრეზიდენტმა ის უფრო ახლოს დაიყენა.

_ არა, არა ეს არის აბსურდი. მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის დიდი სხვაობა არ არის, ეს ფაქტობრივად ერთი და იგივეა. სხვა რამეზეა აქ საუბარი. როგორც ჩანს, მერაბიშვილის წინ წაწევით ის კვლევები, რომელიც ბოლო პერიოდში ტარდება და რომელიც ადასტურებს, რომ გარკვეული პოზიტივი რაც შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს, ეს არის კორუფციის ნაკლებობა (პატრულში), უნდათ, რომ გამოიყენონ. მაგრამ, ეს არის დაახლოებით იმაზე საუბარი, რომ ხვალ სააკაშვილის პრესპექტივა არის ფაქტობრივად დასრულებული. პრემიერ-მინისტრობის ამ კანდიდატურით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დასრულდა.




 ახალი ამბები
  • შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება, დახმარებას ითხოვსლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე სოციალურად დაუცველ მამედოვების შვიდსულიან ოჯახს, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანია, ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება. მამედოვების ავარიული სახლი ორი ოთახისგან შედგება. ამ სახლის გარდა ეზოში ნახევრად დანგრეული კიდევ ერთი შენობაა, რომელსაც, როგორც ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი გვიხსნის, სამზარეულოდ იყენებს. თუმცა, იმის გამო, რომ ზამთარში აქ წყალი დგება, ხშირად საჭმლის მომზადება ღია ცის ქვეშ უწევს. "სახლში ისედაც სივიწროვეა _ შვიდი სული ძლივს ვეტევით. ეს ორი ოთახი ჩვენთვის საძინებელიცაა, მისაღებიც და სასადილოც, ამიტომ საჭმელს ქვევით ვამზადებ. ზამთარში კი ხშირად გარეთ, ეზოში მიწევს საჭმლის კეთება, რადგან ამ ე. წ. "კუხნაში" წყალი დგება და შიგ ვეღარ შევდივარ. სახლს, ფაქტობრივად, საძირკველი არ აქვს. კიბეც ისეა დაზიანებული, სადაცაა ჩავარდება. მერია სახურავით კი დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ შველის ჩვენს პრობლემას. შენობა სტიქიამ დააზიანა და ავარიულია. როცა წვიმს, წყალი ამოსასვლელ კიბეს ფარავს, ოთახების ქვემოთ მუდმივად წყალი დგას და დანესტილია ყველაფერი. ეზოში, ნებისმიერ ადგილას, ცოტაც რომ ამოთხაროთ მიწა, წყალი ამოდის, ისეა გაჟღენთილი. ფაქტობრივად, დაჭაობებულია აქაურობა. სინესტის გამო ბავშვებიც ხშირად ავადმყოფობენ, უფროსებზე აღარაფერს ვამბობ. ახლაც ორი ბავშვი მყავს ავად _ 120 ლარის წამალი დაჭირდათ. სახლში ქვეწარმავლები შემოდიან, მუდმივ შიშში ვართ, რომ ბავშვები არ დაკბინონ. როგორც კი შებინდდება, მორიელები იწყებენ გამოსვლას, საღამოობით ნადირობა გვაქვს მათზე გამოცხადებული. ვინ იცის, დღეში რამდენს ვკლავთ", _ გვიყვება ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი და ქილაში გამომწყვდეულ მორიელებს გვიჩვენებს. მისი თქმით, მათი ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა: "მერიაში კარგად იციან ჩემი ოჯახის პრობლემის შესახებ. სახლის გადასახური მასალა კი მოგვცეს, მაგრამ ავარიულ კედლებსა და მორყეულ საძირკველს რა მოვუხერხო შიშველი ხელებით?! შემომთავაზეს ქირავნობის პროგრამაში ჩაგსვამთო. 100 ლარს იძლევიან თვეში, აქედანაც 20 ლარი იქვითება და ამ ფასად სად ვიშოვი ბინას?! თანხის დამატების საშუალება არ მაქვს _ ოჯახის არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ და მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და შშმ ბავშვის პენსიაა".  მამედოვების ოთხი მცირეწლოვანი ბავშვიდან ყველაზე უფროსი ექვსი წლისაა, ერთ-ერთი კი შშმ პირია და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებასაც იღებს. "ჩემი ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა _ ვერ საუბრობს, სიარულიც ახლახანს შეძლო მკურნალობის შემდეგ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ოთხივე ბავშვი მცირე ასაკისაა _ ყველაზე უფროსი პირველ კლასშია. სამსახურის შოვნის საშუალებაც რომ იყოს, ბავშვების გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ყურადღება სჭირდება შშმ ბავშვს. მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსიაა. უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ, თუმცა, აქ მხოლოდ ერთ წევრზე გვეძლევა ულუფა. ჩემს მეუღლეს ფეხი ტკივა და ფიზიკურ შრომას ვერ ახერხებს, დედამთილს კი დიაბეტი აქვს და იქეთ საჭიროებს ყურადღებას. საჭმლის ფულს არ ვითხოვთ _ როგორღაც ვახერხებთ თვიდან თვემდე თავის გატანას, უფროსებს კი გვიწევს ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებს მაინც არ მოვაკლოთ აუცილებელი და მათთვის საჭირო. ჩემი ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. არ მინდა, ჩემი შვილები ნესტისგან დაავადმყოფდნენ და მუდმივად ქვეწარმავლების დაკბენის შიში მქონდეს. ნუთუ, არ შეიძლება, რაიმე საშუალება გამოინახოს და დაგვეხმარონ _ ასე განწირულები ხომ არ უნდა ვიყოთ ქვეწარმავლების დასაკბენად?!" _ ამბობს ოთხი შვილის დედა, რომელსაც მძიმე ყოფით პირობებში უწევს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა. მამედოვების პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იყო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში, თუმცა, თავისივე ინიციატივით შეწყვიტა პროგრამით სარგებლობა, ხოლო განმეორებითი შეთავაზებისას უარი განაცხადა. მერიამ სრული სია მოგვაწოდა, თუ რა სახის დახმარება მიიღო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ოჯახმა: "2019 წელს, აგვისტოში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა საბა მამედოვის სარეაბილიტაციო 10-დღიანი კურსი. დახმარების თანხა ბენეფიციარსა და მის თანმხლებ პირზე (ნესტან ტყეშელაშვილი) შეადგენდა დღიურ 35 ლარს. საერთო ჯამში, მამედოვის ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა 700 ლარით. 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ ოჯახს საშეშე მერქნის შესაძენად ანგარიშზე ჩაერიცხა 100 ლარი. 2018 წელს გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2018 წლის ივლისში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 700 ლარის ოდენობით. 2017 წლის მარტში გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაეწია გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2016 წლის ოქტომბერში გაეწია განმეორებით დახმარება ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან 150 ლარით. 2015 წელს ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იქნა მუნიციპალიტეტის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა ბინის ქირა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 2014 წლის სექტემბერში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 800 ლარი. 2014 წელს გადაიხურა საცხოვრებელი სახლის სახურავი. 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაეწია დახმარება საკვებ პროდუქტებზე", _ აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ... ...
  • „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას (R)საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stockholm Food and Wine 2019-ზე დასასწრებად გაემგზავრება. ფართომასშტაბიანი გამოფენა 8-10 ნოემბერს ჩატარდება. ყოველწლიურად ღონისძიებას 30-35 ათასამდე სტუმარი სტუმრობს.  „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. შვედეთის ღვინის ფესტივალი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ინფორმაციისთვის, Stockholm Food and Wine 2019-ის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად  მზარდია, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში  65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. კერძოდ, ექსპორტი შვედეთში გაზრდილია 397%-ით. მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებსა და იმპორტიორებს, რომლებთანაც კავშირების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში.  ... ...
  • მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე. მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ. მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება. ბავშვობა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“. პირველი სიყვარული და ოჯახი... „მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა". მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია. „ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ. შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან". “როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“ „იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“. რაზე ოცნებობს მერი შავაძე? “თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“. 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა! საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება  ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. „მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და  მეტ ინვესტორს,  არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ... ...
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...