კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება და განსაკუთრებული მადლობა ივანიშვილს _ პრემიერმა ოთხი წელი შეაფასა

პოლიტიკა

კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება და განსაკუთრებული მადლობა ივანიშვილს _ პრემიერმა ოთხი წელი შეაფასა

17 ნოე. 2016, 19:40:09

"მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება. გულწრფელ მადლობას ვუხდი მას ყველა თქვენგანის სახელით.

ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს." _ ეს განცხადება მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე გამართულ ბოლო სხდომაზე  გიორგი კვირიკაშილმა გააკეთა და  გასული ოთხი წელი მიმოიხილა.

"რაც ყველაზე მეტად მეამაყება არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით. აქეთკენ იყო მიმართული ჯანდაცვის ძირეული რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ემკურნალა უფასოდ და დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა.

მიღწევაა ის, რომ ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და უბრალოდ ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში არავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ. მედია არის თავისუფალი - ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაცდა არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას.

პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა იქნება ეს დემოკრატიის თუ ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლები.

ასევე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს ჩვენს ქვეყანაში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო არაერთი სერიოზული გამოწვევა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ყოველთვის ჩვენ ერთად ვუმკლავდებოდით ასეთ გამოწვევებს.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მეამაყება ჩემი გუნდის თითოეული წევრთან ერთად განვლილი თითოეული დღე ამ ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც უნდა გახდეს ფუნდამენტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარღვევის, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზების, სივრცითი მოწყობის განვითარების, მმართველობითი სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და შეცვლის. ეს უდაოდ იქნება თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტი კეთილდღეობა და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ხდება და მოხდება.

ის უდიდესი ნდობა, რომელიც მოსახლეობამ გასულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" გამოუცხადა, თავისთავად იყო ძალიან დიდი წარმატება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გარდავქმნათ თითოეული ადამიანის კეთილდღეობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თვალშისაცემი, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილებების მოტანაში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე!" _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. გავრცელებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ... ...
  • ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ, უცხო ენაში სუკეთესო შედეგი აჩვენაოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა, ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენაში (ინგლისური) მაღალი შეფასება დაიმსახურა. მაქსიმალური 80 ქულიდან,  გიორგი მეგრელიძემ- 79, მარიამ კილაძემ- 78, მარიამ ჩხატარაშვილმა - 76, მარიამ დავიდოვამ- 75, ნინო სუხიაშვილმა- 70 ქულა მოიპოვა. _სხვების შედეგებიც არ არის ურიგო. პირველი სკოლა ამაყობს  ამ ბავშვებით. ველოდებით გრანტებს - ამბობს სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს თითოეულ ... ...
  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს12 აგვისტოს, 12 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო  გეგმებს გაეცნობა. ღონისძიების მიზანია ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში (SESA) მიმდინარე  პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. წარმოდგენილი იქნება „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები”. შეჯამდება დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები და სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისები ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. სააგენტოს დაგეგმილი აქვს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება, ასევე, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs). პროექტი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემდგომ განვითარებას. ღონისძიებაზე მოწვეული არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.          მისამართი:  ქ. თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი 6;  „რესპუბლიკა“ (მე-3 ... ...
  • გიორგი შაქარაშვილი სცემეს და მდინარეში გადააგდეს- ვიდეოკონსტრუქცია გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, სასიკვდილოდ სცემეს და მდინარეში გადააგდეს_ ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ ... ...
  • იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნაიმერეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახლდათ, რომელსაც დღეიდან, 2020 წლის 11 აგვისტოდან გრიგოლ დალაქიშვილი იკავებს.   მას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გრიგოლ დალაქიშვილი 2017 წელს ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოადგილედ დაინიშნა. მანამდე  იგი ,,ქართული ოცნების"  იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...