კვირიკაშვილმა "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა

პოლიტიკა

კვირიკაშვილმა "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა

2016 ნოე 22 18:15:35

როგორც "გურია ნიუსის"  წერდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად  გიორგი კვირიკაშვილმა ზურაბ ალავიძე დაასახელა.

ალავიძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელი გახლდათ, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ზურა ალავიძემ 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მათემატიკური სკოლა-ინტერნატი; 1993-1998 წლებში თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი;  2007-2009 წლებში სწავლობდა  გრენობილის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლეს სკოლაში;

1996 წელს დაიწყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მენეჯერად; 1998 წელს  სახაზინო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, ერთ წელიწადში კი _  1999 წელს  ხაზინის დეპარტამენტის დირექტორი გახდა.

2005 წელს დაინიშნა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ;   2008-2009 წლებში იყო  „ბესიკის ბიზნესცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

2009 წლის სექტემბერში დაინიშნა  ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ და ამ პოსტზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

2011 წელს  დაინიშნა კომპანია „დარიალ ენერჯის“ დირექტორად.

ზურა ალავიძე, რომლის შესახებაც ინტერნეტში ბევრი საინტერესო ინფორმაცია იძებნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. მან აღნიშნულ პარტიას, როგორც „დარიალ ენერჯის“  დირექტორმა  2012 წლის ივლისში 35 000 ლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ ალავიძის გვარი და კომპანია რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევაში ფიგურირებს.  2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ  „მწვანე ალტერნატივა“ გამოაქყვენა ანგარიში _   „ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები“, რომელიც ეხება  კორუფციულ სქემებს ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სფეროში. კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ის ქმედებები, რომელსაც სახელმწიფომ მისთვის სასურველი კომპანიებისთვის ახორციელებდა:

„კომპანიების სასარგებლოდ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს შორის გამორჩეულია „დარიალჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული აქტები. შპს „დარიალი ენერჯის“ მიერ წარმოდგენილ „დარიალის ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გასცა.

„დარიალი ენერჯის“ მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ჰესის გარკვეული ნაწილი განთავსებული იქნებოდა ყაზბეგის ეროვნული პარკში, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით15. ფაქტიურად, „დარიალი ენერჯი“ ითხოვდა ნებართვას კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორცილებისათვის. გარემოს დაცვის სამინისტრომ ვერ გაბედა ამ აშკარა კანონდარღვევაზე (დაცულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა) დათანხმება.

ამიტომ, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯერ მთავრობამ გამოსცა განკარგულება, ხოლო მოგვიანებით (მას შემდეგ რაც დარღვევებით გაიცა მშენებლობის ნებართვა) პარლამენტმა შეიტანა კანონში ცვლილება. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 18 ნოემბერს გამოსცა N2247 განკარგულება, რომლითაც სს „დარიალი ენერჯის“ გამოუყო ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დარიალის ჰესის მშენებლობისათვის 87737 კვ.მ მიწის ფართობი მშენებლობის ნებართვის აღებამდე.

ამრიგად, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას (რადგან საკითხის გადაწყვეტა საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა) და სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო“, _ ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად,  საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს, ზაზა ნანობაშვილს გარკვეული კითხვები გააჩნდა, თუ რამდენად მართებული იყო „ტყითსარგებლობის  წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების გამოყენებით დაცული ტერიტორიის ნაწილის გადაცემა ჰესის მშენებელი კომპანისათვის, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც კომპანიას და ენერგეტიკის სამინისტროს სურდათ.

„ხაზგასასმელია, რომ განკარგულების ტექსტი გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა (იმ დროს მას ნიკოლოზ ჭახნაკია ხელმძღვანელობდა) კომპანიის წარმომადგენლების მეშვეობით მიიღო.

საკითხის ამგვარი გადაწყვეტა სამართლებრივად იმდენად არასწორი იყო, რომ პროცესში პარლამენტიც ჩაერთო: ენერგეტიკის სამინისტროს ინიცირებით, 2012 წლის 13 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესა ხებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ყაზბეგის ეროვნულ პარკს 20 ჰექტარი ტერიტორია ჩამოეჭრა.

კანონმდებლობის თანახმად, დაცული ტერიტორიის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილების უფლება პარლამენტს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს წარდგინებით შეეძლო, ისიც კანონით გათვალისწინებულ საგანგებო შემთხვევებში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა).“ _ ვკითხულობ „მწვანე ალტერნატივას“ მასალებში.

კიდევ ერთი უპრეცენტენტო სამართლებრივი აქტი, რომელიც იქნა მიღებული კომპანია „ფერის“ (დარიალ ენერჯის პარტნიორი)  სასარგებლოდ, იყო მთავრობის განკარგულება N460 „მდ. ალაზანზე ხადორი-2 ჰესის მშენებლობის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისგან გათავისუფლების შესახებ“.

ამ განკარგულების გამოცემამდე 1 თვით ადრე, 2009 წლის 22 მაისს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის N292 ბრძანებით შპს „ფერი“-ს უარი ეთქვა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე, ვინაიდან სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიში ძალზე უხარისხო იყო.

ნიკა გილაურის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, კი „საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ საქმიანობა დაიწყოს დაუყოვნებლივ“.

„რა საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესს უკავშირდებოდა 1,8 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა, ყოვლად გაუგებარია. ხელისუფლების გაუმჭვირვალე და საეჭვო ქმედებებს განეკუთვნება ამავე კომპანიის სასარგებლოდ ხდის ხეობაში „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც. ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგების გათვლის გარეშე, შპს „ყაზბეგი ჰესის“ მესაკუთრეთა სურვილის დასაკმაყოფილებლად, სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურებმა (ადგილობრივი თვითმმართელობა, ეკონომიკის სამინისტრო, პრეზიდენტი), შეთანხმებულად, სულ ერთ კვირაში, მიიღეს გადაწყვეტილება მდინარე ბროლისწყალზე ახალი, არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენების შესახებ (მათ შორის, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაც ‒ N 04/06/02, 2012 წლის 4 ივნისი).

ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებს გადაწყვეტილების მიღება ორჯერ მოუწიათ. 2013 წლის გაზაფხულზე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა გაიცა, რასაც ამ სამინისტროზე სერიოზული ზეწოლა მოჰყვა პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. ასევე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კომპანია „ფერის“ გაუგრძელდა „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის შესახებ მემორანდუმის მოქმედების ვადა, რომელიც დარღვეული იქნა უხარისხო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გამო მშენებლობის ნებართვის მიუღებლობით,“ _ წერია ორგანიზაციის დასკვნაში.

ამავე კვლევაში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბლოკავდა „ქართული ოცნების“ ყველა ინიციატივას, თუმცა უმოკლეს პერიოდში ეთანხმებოდა ხოლმე მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდის იმ პროექტებს, რომლებიც გარემოს დეგრადაციასა და კომპანიების ინტერესების ლობირებასთან იყვნენ დაკავშირებული.

„ქართული ოცნების“ მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის სინქრონულ ქმედებებს შეეწირა კიდევ ერთი ძეგლი ‒ ბუნების ძეგლი ხდის ხეობა. კომპანია „ფერის“, მთავრობისა და პრეზიდენტის ძალისხმებით (გამოცემული აქტების საფუძველზე), მანამდე გაუგრძელდა მემორანდუმის პერიოდი, სანამ არ მიიღო ამ ხეობაში „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობის ნებართვა.

„ჩვენს კვლევაშიც გამოიკვეთა, რომ ის კომპანიები, რომელთა სასარგებლოდაც საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა მთავრობა, მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ მნიშვნელოვან თანხებს გასცემდნენ. ასე მაგალითად, შპს „ფერიმ“ მმართველ პოლიტიკურ პარტიას ‒ „ნაციონალურ მოძრაობას“, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას 50 ათასი ლარი შესწირა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს უკვე აკრძალული ჰქონდათ შემოწირულობების მიღება კომპანიებისგან. ამ შემთხვევაში, შპს „ფერისთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ასოცირებული პირები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველები: ზურაბ ალავიძე, სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორი ‒ 2012 წლის 30 ივლისი, 35 ათასი ლარი; ლაშა იორდანიშვილი, სს „დარიალი ენერჯის“ ყოფილი დირექტორი, შპს „ყაზბეგი ჰესის“ თანამფლობელი - 2012 წლის 10 ივლისი, 40 ათასი ლარი; ამავე დღეს იოსებ მჭედლიშვილი (შპს „ფერის“ 96%-იანი წილის მფლობელი) ‒ 2012 წლის 10 ივლისი, ‒ 60 ათასი ლარი.“ _ წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ვრცელ ანგარიშში, რომელიც როგორც ზემოთ ავღნშნეთ ერთადერთი არაა.

ჩვენ ამ დეტალების გადამოწმებას ალავიძესთნ რამდენჯერმე შევეცადეთ, თუმცა უშედგოდ _ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და გაგზავნილ სმს შეტყობინებებს არცერთხელ არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...