დახარჯა თუ არა თანხები არამიზნობრივად მეუფე იოსებმა _ შემოქმედელი ეპისკოპოსის კომენტარი

პოლიტიკა

დახარჯა თუ არა თანხები არამიზნობრივად მეუფე იოსებმა _ შემოქმედელი ეპისკოპოსის კომენტარი

7 დეკ. 2016, 17:29:43

ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადებაზე, რომლითაც მან შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარი  თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა, მეუფე იოსები კომენტარს არ აკეთებს:

_ არ ვარ დეტალების საქმის კურსში. გავერკვევი და მე თვითონ გავაკეთებ განცხადებას, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას მეუფე იოსებმა.

შემოქმედის ეპარქიის მღვდელმთავარმა არ ისურვა იმ დოკუმენტებზე საუბარი, რომელიც "გურია ნიუსმა" რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და რომლითაც ირკვევა, რომ ეპარქიას ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად აქვს დახარჯული. მეუფემ ჩვენს კითხვას ტელეფონის გათიშვით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში დასაფინანსებელ პრიორიტეტებში რელიგია აღარ იქნება _ამის შესახებ გუშინ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

“ რატომ არ ვაფინანსებთ? ეს არ არის ჩვენი ვალდებულება, ეს იყო კეთილი ნება,  რომელიც წელს არ გამოვიჩინეთ, გინდათ კიდევ უფრო კარგად გითხრათ? არ იხარჯებოდა მიზნობრივად არცერთი თეთრი და ამიტომ არ ვაფინანსებთ.   ჩავატარეთ მონიტორინგი და ვნახეთ, რომ არამინზნობრივ ხარჯვასთან გვქონდა საქმე, თქვენ შეგიძლიათ სპეკულირება  ყველა თემაზე, გარდა ამ თემისა“ _ დაფინანსებაზე უარის თქმის მოტივი ასე განუმარტა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ დეპუტატებს.

აღსანიშნავია, რომ სიორიძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "გურია ნიუსმა" ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა სათაურით _ "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს.

სტატიაში,  საუბარია ეპარქიის მიერ ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

მაგალითად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით,  სხვადასხვა სამშენებლო მასალები შეძენილია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში არსებული მონასტრებისთვის.

უნდა ითქვას ისიც, რომ ანგარიშფაქტურების თანახმად, სამშენებლო  მასალების 99% (ღორღი, ცემენტი, გაჯი, ქვიშა, ურო, მილი ნიჩაბი და ა.შ) თბილისშია შეძენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში გარკვევით არის განმარტებული თუ რას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხები და დაკონკრეტებულია, რომ იგი უნდა მიიმართოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით, შემოქმედის ეპარქიას  სხვადასხვა სახის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა აქვს შეძენილი და არა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია/მონასტრებისთვის.

მაგალითად: 2015 წლის 18 თებერვალს 80 ლარის ღირებულების გაჯი, 24 ლარის წებოცემენტი,  850 ლარის ღირებულების კედლის ქვაბი, 50 ლარის ღირებულების გათბობის ქვაბის მილი, 684 ლარის რადიატორი ალუმინის, 27 ლარიანი რადიატორის კომპლექტი, 80 ლარის ღირებულების რადიატორის ვენტილი, 75 ლარის თეთრი საშრობი, 2.5 ლარის ღირებულების თითბერის სარქველი, 1 ლარის ღირებულების გადამყვანი და 9.2 ლარის ღირებულების მილი, 30 ლარის ღირებულების ბილერის კომპლექტი, 5 ლარიანი ვენტილი, 64 ლარიანი კოლექტორი, 18 ლარიანი თათბერის კოლექტორი, მისი სამაგრი _ 7.8 ლარის ღირებულების და 9.6 ლარის ღირებულების  პაკლი მიტანილია მისამართზე _ თბილისი ბალანჩივაძის 29 (ხილიანი)  კორპუსი 39 ბინა #75 სართული 12.
2015 წლის 7 აპრილს ბალანჩივაძის 39-ში , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ნაყიდი 1126.7 ლარის ღირებულების ლამინატი, 20 ლარის დუბელი, 190 ლარი პლინტუსი და 12.2 ლარის ღირებულების ლამინატის  პარკეტის ქვეშ დასაფენიც მიიტანეს.

ამავე წლის 26 აპრილს ამავე მისამართზე მიტანილია 177 ლარის ღირებულების უნიტაზი, 85 ლარიანი ავზი, 90 ლარიანი უნიზატის საფარი (ნელი ხურვით) და 47 ლარიანი ჩამრეცხი მექანიზმი.
27 აპრილს ხილიანზე მიიტანეს ბიუჯეტის ფულით ნაყიდი 1000 ლარის ღირებულების სარეცხი მანქანა.

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ამავე ბინაში მიტანილია: 480 ლარის ღირებულების საწოლი მატრასით, 500 ლარის ღირებულების გაზქურა, 1200 ლარის ღირებულების ჰაერგამწოვი ღუმელი, 500 ლარიანი ქურა, 300 ლარის ღირებულების გასაშლელი მაგიდა, 370 ლარის  ღირებულების წინა და უკანა ხუნდები, 390 ლარის წყლის რადიატორი.
როგორც გურია ნიუსმა გაარკვია აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს, ბინა, რომელიც 35 კვადრატია, შეძენილია 2014 წელს და მისი მეპატრონე ვინმე ანა მეფარიშვილია.
კიდევ ერთი მსხვილი შენაძენი, რაც დოკუმენტებში ფიქსირება 6540 ლარის ღირებულების მაგიდა და სკამებია.

2016 წლის 21 ივნისს გამოწერილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემოქმედის ეპარქიას, ხარაგაულში შეძენილი აქვს 150 ცალი სკამი და 24 ცალი მაგიდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ის გამონაკლისია, როცა შეძენილი სკამების და მაგიდების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ოზურგეთი, 9 აპრილის ქუჩაა დაფიქსირებული _ იქ, სადაც ეპარქიის კუთვნილი საბანკეტო დარბაზია განთავსებული.

ეპარქიის მიერ ანალოგიურად არის დახარჯული  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან გამოყოფილი თანხებიც, თუმცა, ქალაქ ოზურგეთის მერისგან განსხვავებით, დანარჩენი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისთვის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, როგორც ჩანს პრობლემას არ წარმოადგენს.

უფრო მეტიც, არცერთ მუნიციპალიტეტს დღემდე არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯა ხალხის მიერ გადახდილი გადასახადები, მაგრამ ეპარქიას თანხა ისევ, ყოველგვარი კონტროლის და შემოწმების გარეშე ეძლევა.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე მეუფე იოსების კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელია _ მეუფე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.




 ახალი ამბები
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია2008 წელს, საქართველოში უკუპანტი რუსეთის შემოჭრას და აგვისტოს ომის 12 წლისთავს მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე ეხმაურება. მღვდელმთავრის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არ დასრულებულა. ასევე ეპისკოპოსმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს უცვლელად გთავაზობთ“ ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...
  • "ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით"- ჩოხატაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენესჩოხატაურში, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, ხოლო  გმირებისადმი მიძღვნილი პანაშვიდი  წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში დეკანოზმა მამა თომამ გადაიხადა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავაც დაესწრო. როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა და ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით. „ეს არის  ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას ეს ტრაგედია.  საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის სახით. აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს, მათგან სამი ჩოხატაურელია,  მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ტაძარში აღევლინა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვიყავით მათ საფლავებზე. მათი სახელების და გმირობის უკვდავყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვეთათვის, მომავალი თაობებისთვისაც. ამიტომ მათი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,_ განაცხადა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან ... ...
  • პრეზიდენტი: ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი ქვეყნის ერთობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, გმირების უპატივცემულობაა. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ... ...
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...