"მსგავსი არცერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ" _ რა ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში

პოლიტიკა

"მსგავსი არცერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ" _ რა ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში

8 დეკ. 2016, 15:20:13

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი წაქაძის განცხადებით, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა კონკურსით დანიშნულ თანამდებობის პირებს სამსახურის დატოვებას აიძულებს:

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სიბნელე ისადგურებს - ესაა მძიმე რეალობა. განვმარტავ: ნოემბრის ბოლოს სამინიტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც პირველ რიგში მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და, ასევე, უფრო დაბალ თანამდებობებზე დასაქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება, დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები!

ანუ, სახეზეა სრული კატასტროფა - ფაქტი, რომლის მსგავსიც არცერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ.

შეგნებულად არ ვეხები იმ საკითხს, თუ რა ხედვები აქვს ახალ ხემძღვანელობას სამინისტროს მიერ თავისი ფუნქციის უკეთ შესრულების და მომავალი საკადრო პოლიტიკის კუთხით.

იკითხავთ: რა არის ამ ყველაფრის მოტივაცია? ჩემი პასუხია - მინიმუმ, სიბეცე და უაზრო თავდაჯერებულობა - სხვა ახსნა არ არსებობს...

თუმცა მჯერა, რომ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. მე მივიღე გამოწვევა და მზად ვარ, არამხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის, არამედ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოვიყენებ“ _ წერს წაქაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წაქაძის წერილზე კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ განცხადების იძულებით დაწერა დანაშაულია:

ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ შსს-ს ან პროკურატურას. უკვე სასამართლოშიც დამკვიდრდა პრაქტიკა და ასეთი საქმეების დიდი ნაწილი მოხელეთა სასარგებლოდ გადაწყდა“ _ ამბობს ალაფიშვილის და მოხელეებს ურჩევს იაქტიურონ:

თუკი თვითონ არ იაქტიურებთ, სხვა ვერავინ დაიცავს თქვენს უფლებებს. მიმართეთ პროკურატურას, მიმართეთ სახალხო დამცველს, მიმართეთ სასამართლოს!“ _  ასეთ რჩევას აძლევს იურისტი საჯარო მოხელეებს და კანონის შესაბამის მუხლსაც აქვეყნებს:

„მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა _  პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“ _ წერს ალაფიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ამავე თემაზე: სააკაშვილის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ზურა ალავიძის პროტოკოლის უფროსად დაინიშნა

კვირიკაშვილმა "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა




 ახალი ამბები
  • თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია. საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Mელტ Bლოწნ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Fაცეგუარდ", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. „არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ჩOVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ... ...
  • ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა(R)ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა.  მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი", ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული  განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით.  ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდი" პირველ ეტაპზე  ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი),  შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა  და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.  კლინიკა „ბომონდი" დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი" სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა.  თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია.  ... ...
  • ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება _ დეტალებისაქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს. გარდა ამისა,  იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარს შეადგენს. ... ...
  • მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებსმთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა. დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რამე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • "ისტორიული მინიმუმი" _ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7%-მდე შემცირდება მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. „არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა. რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“. „რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?