ნინო ბურჯანაძე: "სურვილი არ მაქვს, იგივე გავაკეთო, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდა ოპოზიცია..."

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: "სურვილი არ მაქვს, იგივე გავაკეთო, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდა ოპოზიცია..."

2012 ივლ 10 21:08:48

რა შედეგი მოიტანა ოპოზიციის არასოლიდარობამ, ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. დღესაც ხელისუფლებაშია სააკაშვილი და საკმაოდ მძლავრად, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას გაზეთში შემოგთავაზებთ.

_ ქალბატონო ნინო, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან თქვენი მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადებები კეთდებოდა, ზოგჯერ პოლიტიკური დიპლომატიის ჩარჩოებს გაცდენილიც, თქვენ გადაწყვიტეთ, ბოლომდე შეგენარჩუნებინათ სოლიდარული დამოკიდებულება. რა არის თქვენი ამ პოზიციის მთავარი მიზეზი?

_ მე მგონი, სწორი იყო ჩემი პოზიცია. დღეს ჩვენ ყველამ საკუთარ წყენაზე და ემოციებზე კონტროლის გაწევა უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ ვებრძვით ისეთ ძალას, რომლის მიმართაც აუცილებელია გარკვეული მინიმალური კონსოლიდაცია მაინც. იცით რა, არაფერ სიკეთეს არ მოიტანდა ის, რომ რადგან ჩემზე რაღაც თქვეს, მე მეპასუხა და კვლავ ხელისუფლებას ეხეირა იმით, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგის კინკლაობა.

რა შედეგი მოიტანა ოპოზიციის არასოლიდარობამ, ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. დღესაც ხელისუფლებაშია სააკაშვილი და საკმაოდ მძლავრად

ელემენტარული სოლიდარობა რომ გამოეცხადებინა ოპოზიციას მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ბურჯანაძეს დაცვა მოუხნა და დაარღვია ყველა კანონი მხოლოდ იმიტომ, რომ დაესაჯა ბურჯანაძე ხმის ამოღებისთვის, ხმა რომ ამოეღოთ მაშინ, როდესაც ბურჯანაძეზე მორალური, სულიერი და მატერიალური ზეწოლა განახორციელეს, როდესაც ჩვენი სრულიად უდანაშაულო წევრები 2009 წლის მარტში, 13 კაცი ერთ ღამეს აიყვანეს და ტელევიზორში აჩვენეს რაღაც სულელური ფილმები, თითქოს ადამიანები იარაღს ყიდულობდნენ, მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. მაშინ არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ რეალური სოლიდარობა არ გამოგვიცხადა. იგივე ხურვალეთში, როდესაც ჩვენ ქვები დაგვიშინეს, არცერთმა ოპოზიციონერმა ხმა არ ამოიღო. ამ ყველაფერმა გაათავხედა ხელისუფლება და გამოიწვია ის, რომ ცალ-ცალკე ყველანი ძალიან დაგვასუსტა.

_ ოპოზიციის არასოლიდარულობის ბრალი იყო ის, რაც 26 მაისს მოხდა?

_ ის, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როცა ხალხის ძალიან დიდი ნაწილი არ გამოვიდა, ეს ხომ ხელისუფლებაზე უფრო მეტად ოპოზიციის ძალიან დიდი დამსახურებაა?

მთელი ოპოზიცია, ცალ-ცალკე თუ ყველა ერთად, აკრიტიკებდა სახალხო კრებას. ზოგი იძახდა, კრება ბუშტივით გასკდებაო, ზოგი იძახდა, კრება ხალხს მოატყუებსო, ზოგი _ კრება კარგია, მაგრამ ბურჯანაძე ცუდია და მასთან არ უნდა მივიდეთო. ამან გამოიწვია ის, რაც უნდოდა ხელისუფლებას, რომ ხალხი არ მისულიყო.

სხვათაშორის, მაშინ, ამაში ძალიან აუბა მხარი მაშინდელმა ე. წ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა. იმის ნაცვლად, როგორც ეხლა აკეთებენ "ქართული ოცნების" აქციების რეკლამირებას, აკეთებდნენ სიუჟეტებს, სადაც იძახდნენ დაახლოებით ასეთ რამეს, _ რა ვიცი, რა ვიცი... მაგალითად, იგივე შალვა რამიშვილი, მაშინ მოვიდა "სახალხო კრებაში" და გააკეთა საკმაოდ კარგი სიუჟეტი, იმიტომ რომ უდავოდ ნიჭიერი ჟურნალისტია, მაგრამ სიუჟეტის ლაიტმოტივი ასეთი იყო: რა ვიცი, რა ვიცი, მივა კი ხალხი? რაღაც არა მგონია....

რეალობა არის ის, რომ ამ არასოლიდარობამ დაასუსტა სრულიად ოპოზიცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც. ამან გააძლიერა სააკაშვილი და აქამდე მოიტანა თავი. არავითარი სურვილი არ მაქვს, გავაკეთო იგივე, რასაც აკეთებდნენ ჩემს მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლები. ვერავინ მაიძულებს, რაიმე ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რომელიც დასუსტებს ოპოზიციას და გააძლიერებს ხელისუფლებას. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მინიმალური ხელშეწყობა რომ ყოფილიყო ოპოზიციის მიმართ, ის პარტიები მაინც რომ მოსულიყვნენ, რომლებიც 26 მაისს იძახდნენ, _ ხელს თუ აწევს ხელისუფლება ჩვენს ხალხზე, გამოვალთო, მაშინ სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა.

იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს "ქართული ოცნების" ამხელა აქციები რომ ტარდება, მაგრამ კარგად დააკვირდით, რამდენი პარტიაა "ქართულ ოცნებაში" და რამოდენა, ასე ვთქვათ, მორალური რესურსი, რომელიც უდავოდ აქვს ბიძინა ივანიშვილს და რა ფინანსური რესურსი დგას ამის უკან, პლიუს ტელევიზიები

ჩვენ, "სახალხო კრებამ", რომელშიც ორი პარტია იყო გაერთიანებული, ტელევიზიებისა და ფინანსური რესურსის გარეშე შევძელით, 30 000 ადამიანი შეგვეკრიბა ხელისუფლების საოცარი ტერორის, ერთკვირიანი დაჭერებისა და რამდენიმეკვირიანი ბრძოლის მიუხედავად. არავინ ჩვენ მაშინ მხარში არ დაგვიდგა, თორემ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ რომ მაშინ ნახევარი ოპოზიცია მაინც გამოგვხმიანებოდა და ელემენტარული სოლიდარობა გამოეცხადებინა, სააკაშვილი არათუ მიტინგის დარბევას ვერ გაბედავდა, არამედ დღეს მისი ხელისუფლება აღარ იქნებოდა. ამიტომ, მე ვიმოქმედებ ისე, როგორც ეს საქმეს სჭირდება.

_ რა გარანტია გაქვთ, რომ საჭიროების დადგომის შემთხვევაში, ახალი ოპოზიციური ძალა თქვენს მიმართ სოლიდარული იქნება?

_ იცით, რა, მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს ძალა სხვანაირად იმოქმედებს, რადგან ჩვენ ყველას დავანახეთ ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია არცერთი ფაქტი, იქნებოდა ეს "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდების მიმართ უკანონო მოქმედებები, "ქართული ოცნების" ქონების დაყადაღება თუ სხვა.

სხვათაშორის, როდესაც კონტროლის პალატამ "ქართული ოცნების" და ჩვენს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიწყო, მივმართეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, _ იქნებ ამ საკითხში მაინც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ამ საკითხში მოხერხდა სოლიდარობა. ჩვენ, ჩვენის მხრიდან, არ დავტოვებთ სოლიდარობის გამოცხადების გარეშე არცერთ ფაქტს, რომელიც შეეხება ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო მოქმედებებს და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ასევე იმოქმედებს "ქართული ოცნებაც". წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ყველას მოერევა, რაც არ უნდა ძლერი იყოს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...
  • რა ხდება ბათუმში გამსახურდიას ქუჩაზებათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონებში პოლიცია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას," – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა. ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს