რა კითხვებს არ პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროში და ვინ ამხილა უწყების თანამშრომლები საბოტაჟში

პოლიტიკა

რა კითხვებს არ პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროში და ვინ ამხილა უწყების თანამშრომლები საბოტაჟში

2017 თებ 3 22:22:33

ეკონომიკის სამინისტრო, რომლის თანამშრომლებსაც "პოლიტიკურ საბოტაჟში" ადანაშაულებენ, განცხადებას არ აკეთებს.

საქმე ეხება ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების"  განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი გასაჯაროვდა.

პროექტი, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, სახელმწიფოს მონაწილეობით, მორიგების აქტი უნდა გაფორმებულიყო, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების მოქმედებებით, დაიბლოკა, რის გამოც, "ახალგაზრდა ადვოკატები"  ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს"პოლიტიკურ საბოტაჟში" ადანაშაულებენ.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ყველა კითხვა მოხსნილია, რომელიც ღიად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მთავრობის განკარგულების პროექტის შეუსრულებლობით სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა შეასრულა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთა, დაიცვა გიორგი პაპუაშვილის ინტერესები, არ შეასრულა პრემიერის მითითებები და არ უზრუნველყო როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა.

მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირიან გამეზარდაშვილი და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სოფიო ახალაძე-გულორდავა. მათ სატრატეგიას საქმეზე ახმოვანებდა სამინისტროს იურისტი სვიმონ ფირცხალაიშვილი, რომლის ყველა გამოსვლა საერთო სასამართლოებში, სისტემური დანაშაულებების გამართლებას ემსახურება.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როლანდ ბლადაძის საქმეზე მორიგების პროექტის იმპელემენტაციაზე სდუმს ახალი მინისტრი გიორგი გვახარიაც, რომელიც გამოხმაურების გარეშე ტოვებს მხარის 2016 წლის 12 დეკემბრის მიმართვას და საქმეზე გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დაცვას აგრძელებს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიც.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმეში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი 2016 წლის მაისში გაჩნდა. აღნიშნულს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორმატში, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საკითხის დასმა. პრემიერის დავალებით, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელმაც ვერ შეძლო ქონებაჩამორთმეულის საქმეზე რეალური გადაწყვეტილებების მიღება.

"წარმოდგნილი პროექტით, სახელმწიფო აღიარებს როლანდ ბლადაძის მიმართ ქონების ჩამორთმევის ფაქტს და იღებს პასუხისმგებლობას, როლანდ ბლადაძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დაუბრუნოს ჩამორთმეული ქონება. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გიორგი პაპუაშვილს შესთავაზოს ალტერნატიული ფართი, ხოლო როლანდ ბლადაძე უარს ამბობს სახელმწიფოსთან და გიორგი პაპუაშვილთან სამომავლო დავაზე, მათ შორის ევროსასამართლოში", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები" და დასძენენ, რომ "სამინისტროს პასუხისმგებელმა საჯარო მოხლეებმა შეგნებულად შეაფერხეს მორიგების პროცესი, არ შეასრულეს პრემიერის მითითებები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ საბოტაჟს".

აღნიშნული განცხადების შემდეგ, 23 იანვარს"გურია ნიუსმა" კითხვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

1.      დღეს ორგანიზაცია"ახალგაზრდა ადვოკატებმა" განცხადება გაავრცელეს, რომლითაც სამინისტროს მაღალი საჯარო მოხელეები პოლიტიკურ საბოტაჟში დაადანაშაულეს მთავრობის და პრემიერის დავალებების უგულვებელყოფის გამო. საუბარია მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე მთავრობის განკარგულების პროექტის განუხორციელებლობაზე, რომლის დავის მხარეც გიორგი პაპუაშვილთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროცაა. მომზადდა თუ არა მთავრობის განკარგულების პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, როდის მომზადდა და რატომ ვერ მოხერხდა პრემიერის დავალებების შესრულება? დაგვისახელეთ კონკრეტული მიზეზები.

2.    ორგანიზაციის მტკიცებით, საქმეზე მორიგების პროექტის არსებობის გამო, სწორედ ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობების საფუძველზე, 2016 წლის ივლისში, არაერთხელ გადაიდო როლანდ ბლადაძის სასამართლო პროცესები. თუკი სახელმწიფომ პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ დაზარალებული მოქალაქის ქონებრივ უფლებებში აღდგენა უნდა მომხდარიყო და აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებოდა ეკონომიკის სამინისტროს, არის თუ არა პროცესის გაჭიანურების მიზეზი პოლიტიკური მოტივი?

3.    ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ მთავრობის განკარგულების პროექტით როლანდ ბლადაძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უბრუნდებოდა ჩამორთმეული ქონება?

4.    თუ ამ პროექტის იმპლემენტაცია ვერ ხორციელდება, რას სთავაზობთ როლანდ ბლადაძეს?

5.     "ახალგაზრდა ადვოკატების" განცახდებით (აღნიშნულ განცხადებას ადასტურებს 2017 წლის 13 იანვრის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესიც), ეკონომიკის სამინისტროს და გიორგი პაპუაშვილის პოზიციები, ფაქტობრივად, ერთიდაიგივეა. რამ განაპირობა მსგავსი პოზიციების ჩამოყალიბება თქვენს შორის და გრძნობს თუ არა სამინისტრო საზოგადოების წინაშე ქონებაჩამორთმეულის საქმეზე სამოქალაქო პასუხისმგებლობას?

6.    რით ახსნით თქვენი იურისტის, სვიმონ ფირცხალაიშვილის განცხადებებს, რომ გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლის ყველა შუამდგომლობას ეთანხმებოდეს და რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ როლანდ ბლადაძის სარჩელს ცნობდეთ დაუსაბუთებლად?

7.   "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის განცხადებით, 2016 წლის 12 დეკემბერს ახალი მინისტრის მიმართ წარმოდგენილი იქნა ოფიციალური მომართვა როლანდ ბლადაძის საქმეზე რეაგირებისა და შეხვედრის შესახებ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არც მინისტრი და არც სამინისტროს იურიდიული სამსახურის ახალი უფროსი საქმეზე გამოხმაურებას არ აკეთებს. რა არის ამის მიზეზი და რატომ არ ხდება ამ საქმეზე მხარესთან სწრაფი კომუნიკაცია?

ცნობისთვის, ეკომომიკის სამინისტრო აქამდე აცხადებდა, რომ მსგავსი პროქეტი საერთოდ არ არსებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც"გურია ნიუსმა" აღნიშნული პროექტი"ახალგაზრდა ადვოკატებისგან" გამოითხოვა და სამინისტროს გაუგზავნა, უწყებაში ყოველი დარეკვის შემდეგ გვთხოვდნენ, რომ პასუხს დავლოდებოდით.

მიუხედავად უწყებასთან არაერთგზის კომუნიკაციისა, დღემდე პასუხი  ვერ მივიღეთ. ეკონომიკის სამინისტრო აქამდე აცხადებდა, რომ მსგავსი პროექტი საერთოდ არ არსებობს, თუმცა მას შემდეგ, რაც"გურია ნიუსმა" აღნიშნული პროექტი"ახალგაზრდა ადვოკატებისგან" გამოითხოვა, სამინისტროში მუდმივად დალოდებას გვთხოვდნენ.

ეკომომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა უფროსმა თეა ბოლქვაძემ, 11-დღიანი ლოდინის შემდეგ  გვითხრა, რომ"ახალგაზრდა ადვოკატების" საპასუხოდ სამინისტრო კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.

"დებატებში შესვლა სამინისტროს არ უნდა და წერილს ვერ გამოგიგზავნით. ეს კიდევ გამოიწვევს ზედმეტ რაღაცეებს", _ აღნიშნა ბოლქვაძემ ჩვენთან საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვა გრძელდება. მომდევნო სხდომა  20 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო _"ახალგაზრდა ადვოკატები"

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება




 ახალი ამბები
  • "ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება" _ რა გეგმები აქვს ლადო აფხაზავას"უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის" _ წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა. მისივე თქმით,  მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგი, რომელიც დუბაიში დღეს გამოვლინდა, საქართველოში აუცილებლად ჩამოვა: "ვულოცავ  პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს. მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე. ამიერიდან, ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე. მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას. ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!! ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!" _ წერს ... ...
  • მიხეილ ბატიაშვილი: ლადო აფხაზავა გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ყველანი“ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო. დღეს ლადო მსოფლიოს 179 ქვეყნის 10 000 აპლიკანტიდან შერჩეულ 10 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად იდგა სცენაზე. აქ, განათლების გლობალურ ფორუმზე, საკუთარი უნიკალურობით, მსოფლიოს მან კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო! დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა." _ განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. დღეს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.  2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება ... ...
  • მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი გახდაკენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. "პიტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ცუდი ინტერნეტი და 58 მოსწავლეზე მხოლოდ ერთი მასწავლებელი მოდის, იოლი ამოცანა არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება. პიტერმა შექმნა ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები სკოლაში, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა. იტერი ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, თითქმის ყოველი მესამე მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს, ბევრ მათგანს კი სახლში საჭმელი არ აქვს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს", _ წერს მასზე "ბათუმელები". პიტერმა ჯილდოდ მილიონი დოლარი მიიღო. ამ კონკურსზე წელს პირველად მონაწილეობდა საქართველო, რომლის წარმომადგენელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო ათ მასწავლებელში დასახელდა და დღეს, დუბაიში, დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა. ლადომ მოახერხა და ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს საქართველო სხვა კუთხით გააცნო _ იქ მყოფ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და მასტერკლაებიც ჩაატარა. "მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელმა, ლადო აფხაზავამ მის გულშემატკივრებს გუშინ გამოუგზავნა. ამავე თემაზე: რა ხდება დუბაიში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის დასახელებამდე (ვიდეო) "მილიონი ჩემთვის არ მინდა" _ 24 მარტს მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება „ჩემი ქორწინების დღეს დედა გარდაიცვალა“ _ რა ხდება ლადო აფხაზავას პირად ცხოვრებაში (ექსკლუზივი) რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...