კახა კახიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა (R)

პოლიტიკა

კახა კახიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა (R)

15 თებ. 2017, 23:32:13

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

მინისტრმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ყველა ის სიახლე, რასაც „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შესახებ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტი ითვალისწინებს. მან სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი, გაწერილი რეგულაციები სწორედ ამას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ამოცანაა პენიტენციური სისტემა იყოს ორიენტირებული არა ადამიანის იზოლაციაზე, არამედ რესოციალიზაციაზე. მუდმივად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომელიც მეტად განამტკიცებს ადამიანის უფლებებს პენიტენციურ დაწესებულებებში და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ სარეჟიმო პირობების გაწერასა და შემდგომში მის შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, მოცულობითი პაკეტი წარმოვადგინეთ, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია და ბევრ უპრეცედენტო სიახლეს ითვალისწინებს.  ვცდილობთ მივიღოთ და შემდეგ, პრაქტიკაში გავატაროთ რეგულაციები, რომლითაც ერთის მხრივ, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს, ამავე დროს, მსჯავრდებულს საშუალება მიეცემა ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და აქტიურად ჩაერთოს რესოციალიზაციის პროგრამებში, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში. სისტემა მუდმივად საჭიროებს განახლებას და ამ კუთხით, ჩვენ მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს: სასჯელის მოხდის პერიოდში დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭებას; ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირებას; არასაპატიმრო სასჯელის სახის  - შინაპატიმრობის დანერგვას სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით, მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფას; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; ასევე, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, უვადოდ თავისუფლებააღვეთილი პირისთვის თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის და სხვა საკითხებში ცვლილებებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული ბავშვებთან ერთად დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედებისთვის. მათ საშუალება ექნებათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ამ პროცესის თანმდევი სტრესის შემცირებას. ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, 3 წლის ასაკის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომ, მისი გაყვანა აუცილებელია.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცალსახად დადებითად შეაფასეს და საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა, რეკომენდაციების განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ასევე, დეპუტატებს სასჯელის მოხდის პირობების უკეთ გაცნობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი შესთავაზა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის სოფიო კილაძის შეფასებით, წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები  კიდევ უფრო გააჯანსაღებს პენიტენციურ სისტემაში უკვე მიღწეულ მაღალ სტანდარტს. მისი თქმით, 2012 წლამდე არსებული ვითარების გათვალისწინებით, წარმოუდგენელი იყო ასე მოკლე დროში პენიტენციური სისტემის მსგავსი პროგრესი.  მან ხაზი გაუსვა ამ ცვლილებებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის როლს და მადლობა გადაუხადა უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც კანონპროექტზე იმუშავეს.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე დადებითად შეაფასა სახალხო დაცველის წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოება სამინისტროს მხირდან ფუნდამენტურ, პროგრესულ ცვლილებებს მიჩვეულია, რომელსაც ყოველთვის თან სდევს ჰუმანიზმის პრინციპი. ამასთან, მან დადებითად აღნიშნა, პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭება. თავის მხრივ, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველსა და მის აპარატს სამინისტროსთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

(R)




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...