ივანიშვილი რესპუბლიკელებზე: "შესაძლებელია ეშლებოდათ, მაგრამ არასდროს ცრუობდნენ"

პოლიტიკა

ივანიშვილი რესპუბლიკელებზე: "შესაძლებელია ეშლებოდათ, მაგრამ არასდროს ცრუობდნენ"

2012 ივლ 19 17:31:25

რესპუბლიკურ პარტიაზე განსხვავებული აზრები ტრიალებს თბილისში, რასაც მე ნაწილობრივ ვეთანხმები. მაგრამ მაინც, ორი სიტყვით, მის პარტიას დავახასიათებ, ეს არის პრინციპული ხალხისგან შემდგარი პარტია. შესაძლებელია, რაღაც ეტაპებზე და რაღაც დროს, მათი პრინციპული პოზიციის გამო, გარკვეული მიუღებლობა ხდებოდა თბილისსა და საზოგადოების ნაწილში, მაგრამ მე გარწმუნებთ რომ...

შესაძლებელია, მათ ეშლებოდათ, მაგრამ ისინი არასდროს ცრუობდნენ. მე ადამიანების ამ თვისებას ძალიან დიდი პატივს ვცემ და ასეთები არიან ძირითადად "რესპუბლიკელები". შეუცდომელი არავინ არის, ვინც საქმეს აკეთებს. მათ არ უღალატნიათ ქვეყნისთვის არასდროს და არასდროს სიცრუეზე არ აუგიათ თავისი პოლიტიკა...

გასაგებია, მე არ დავმალავ, მეც შემიძლია გავაკრიტიკო და გამიკრიტიკებია კიდეც გუნდის შიგნით რაღაც ეტაპზე და რაღაც დროს, შეიძლება, მათი პოზიცია არ იყო მთლად გასაგები საზოგადოების ნაწილისთვის, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ის, რომ შეცდომებს შეიძლება გადაუსვათ ხაზი, რამდენადაც ისინი იყვნენ გულრწფელნი ყოველთვის და მათ მიაჩნდათ, რომ ასე იყო საჭირო. თუმცა, მე ვფიქრობ ერთ გუნდად ჩამოყალიბების პროცესში, გარკვეული კორექტივები შეიტანეს თავის პოზიციებში.

თუ წარსულზე ვიღაცას კითხვები ჰქონდა, ეს იყო ყოველთვის მათი გულწრფელი და გულითადი პოზიცია და არა ღალატი და არაფერი მსგავსი. თუმცა, ასეთი არაფერი გაუკეთებიათ, ცუდი სიტყვები ვიხმარე – ღალატი. ჰქონდათ პოზიციები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი არ იზიარებდა და დღესაც კრიტიკულად უყურებენ. მათ თვითონ რევიზია გაუკეთეს იმ ნაწილს, შესაძლებელია და გადაახალისეს. მაგრამ, დიდად დასაფასებელია ის, რომ ისინი ყოველთვის ზრუნავდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამავდროულად, სამშობლო მათ უყვართ ისე, როგორ ყველა ქართველს," _ ასე დაახასიათა ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" უსუფაშვილის მეთაურობით."

"გურია ნიუსი" წარდგენის შემდეგ, დავით უსუფაშვილთან რანდენიმე საკითხის გარკვევას შეეცადა.

_ ბატონო დავით, საბურთალოს რაიონში "ქართულმა დასმა" ჯონდი ბაღათურია წარადგინა. ამ შემთხვევაში ორი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყრით კენჭა საბურთალოს რაიონში. ამით მმართველი გუნდი ხომ არ ისარგებლებს _ ოპოზიციის ხმების გაყოფით?

_ მე ვიქნები კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოზე. დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებასაც" და მე საბურთალოზე გვექნება ის მხარდაჭერა რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის. ბრძოლა იქნება რთული, რა თქმა უნდა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. კოალიცია და მეც პირადად. რა თქმა უნდა, გვაქვს საბურთალოს მცხოვრებლების იმედი.

რაც შეეხება კონკურენტებს, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტ სერიოზულ კონკურენტს. ბრძოლა უნდა იყოს სერიოზული. ხალხს ჰქონდეს უკეთესი არჩევანის საშუალება.

_ ე.ი. ჯონდი ბაღათურიას კონკურენტად არ მოიაზრებთ?

_ ყველა, ვინც იქნება ოლქში ჩემს გარდა, იქნება კონკურენტი. მე მზად ვარ, სამართლიანი, სერიოზული საინტერესო კონკურენციისთვის.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...