ზეწოლა ხმების მოსაპოვებლად კვლავ გრძელდება

პოლიტიკა

ზეწოლა ხმების მოსაპოვებლად კვლავ გრძელდება

23 ივლ. 2012, 13:25:38

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული კახა მეგრელიშვილი ქალაქში დასაქმებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს იბარებს და ეუბნება, პრობლემური გყავს დეიდა, მამიდა, ბიძა და ა.შ. და გააჩერეო. წყაროს თქმით, რა თქმა უნდა, პრობლემურობაში პოლიტიკურ შეხედულებები იგულისხმება.

მსგავს ინფორმაციებს "გურია ნიუსს" არა ერთი საჯარო მოხელე აწვდის.

_ რა ვქნა, ჩემი ბიძია თუ ოპოზიციას უთანაგრძნობს, როგორ მოვიქცე? ან ბაბუამ თუ თავისი პოზიცია გამოხატა და სადღაც ქალაქში, მეზობლებში დააფიქსირა საკუთარი აზრი, სად ვდიო?

_ დამიძახეს და მითხრეს, შენი და განსხვავებული აზრის ყოფილა და გააჩერეო. რომ ვუთხარი ჩემს დას, გაგიჟდა, ეგეთი ბრალდება მეკუთვნის, სააკაშვილის ჩამოსვლაზე იმდენ ხალხი რომ მომყავდაო? – ეს დატუქსული საჯარო მოხელეების გამონათქვამებია.

საინტერესოა ერთი დეტალიც _ უშიშროების ყოფილი უფროსის ოზურგეთში, სამხარეო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა კი გურიის სამაშველო სამსახურის უფროსის შალვა ბოლქვაძის სიმამრი აკაკი ჭელიძე "კოალიცია ქართული ოცნებასთან" მეტად დაახლოებული პირია _ კონკრეტულად ის ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ადიკო ივანიშვილთან ახლობლობს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში "ინფო 9"-ის ჟურნალისტების მძღოლია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში გავრცელებული ინფორმაციით, შალვა ბოლქვაძესა და მის სიმამრს შორის, ამის გამო, სულ დავაა. ამბობენ იმასაც, შალვას სიმამრი იქ თავისით კი არ "აღმოცენდა", არამედ სპეციალურად არის "ჩანერგილიო". თუმცა, მსგავს ინფორმაციებს აკაკი ჭელიძე "გურია ნიუსთან" უარყოფს და ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ის დღეს "ინფოს 9"-ის მძღოლია.

"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად კახა მეგრელიშვილს დაუკავშირდა.

_ ბატონო კახა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით თქვენ ატარებთ სპეციალურ თათბირებს, სადაც საჯარო მოხელეებს ავალდებულებთ, რომ მათი ოპოზიციური შეხედულების ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები, მეზობლები ხელისუფლების მხარეზე უნდა გადმოიყვანონ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

_ არანაირად არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. მომიყვანეთ და მანახეთ, ვინც ეს გითხრათ.

_ ბატონო კახა, ამას ვერ გავაკეთებთ ჩვენი რესპონდენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

_ აბა, მაშინ რა ვქნა? მე გეუბნებით, რომ არ არის სიმართლე, _ გვითხრა მეგრელიშვილმა.

"გურია ნიუსთან" საუბარში უშიშროების ყოფილი უფროსის სიმამრი აკაკი ჭელიძე აღნიშნავს, რომ ის ბოლო წლებში აკვაპარკ "ციცინათელაში" მძღოლად მუშაობდა, ახლა კი "ინფო 9-ს" მძღოლია ჩოხატაურში.

_ რა შუაშია ადიკო ივანიშვილთან ახლობლობა ან მეგობრობა ჩემს სამსახურთან? არ ვარ ადიკოს მეგობარი, ორჯერ თუ მყავს ნანახი. არც ჩემი სამსახურის გამო ვდაობ ჩემს სიძესთან, ეგეც რა შუაშია? მე ჩემი ოჯახი მაქვს და მას _ მისი. ვმუშაობდი "ციცინათელაში" მძღოლად და ახლა "ინფოს-9"-ს მძღოლი ვარ. სხვა ალტერნატივა არ მქონდა, მაქვს ოჯახური პრობლემები და ვმუშაობ, რა არის ამაში გასაკვირი? – გვითხრა ჭელიძემ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...
  • რატომ გამოიძახეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეხანძრე-მაშველებითბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახნძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მეხანძრეები იმ მიზეზით გამოიძახეს, რომ სადარბაზოში დენის მრიცხველებთან კვამლის სუნი იდგა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სერიოზული არაფერი ... ...
  • რა გადაწყვეტილებები უძღოდა წინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასსაქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენებას უსმენენ. პრემიერმა კორონავირუსის შეჩერების მიზნით ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და განმარტა  გადაწყვეტილებები, რაც წინ უძღოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. „დღეს საქართველოში არსებობს  297 000 სტაციონარი სულ 17 594 საწოლზე. აქედან სპეციალიზირებული დანიშნულების ჰოსპიტალები რომ გამოვაკლოთ რჩება დაახლოებით 10 000 საწოლი. აქედან ინტენსიური თერაპიის საწოლი ქვეყანაში არსებობს 2290, მაგრამ რესპირატული დაავადებებისთვის სასუნთქი აპარატებით აღჭურვილი გვაქვს  1749 საწოლი, რომელიც იყო ტექნიკურად მზად რომ ემკურნალა კოვიდ პაციენტებისთვის. დღეს ქვეყანაში გვყავს 488 რეანიმატოლოგი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურეობა. ინფექციონისტი დღეს ქვეყანაში გვყავს 256. დღეში შეუძლია 853 პაციენტის მართვა. სასუნთქი აპარატების, საწოლების, ექიმების რაოდენობით ვხედავდით, რომ ქვეყანას შეეძლო ამ რაოდენობის პაციენტების მართვა. ეს იყო პერიოდი, როდესაც გამოჩნდა ქვეყანაში ასე თუ ისე ნორმალურად დასაბუთებული საერთაშორისო პროგნოზები, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა რომ შიდა გავრცელების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდეგი იყო ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და აშშ-ს დააავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა რომ ქვეყანაში პირველი გავრცელების შემთვევიდან 5-6 კვირაში იქნებოდა 3000 შემთხვევა. ამ შემთხვევაში ინფიცირებულების მკურნალობის რაოდენობას, იგულისხმება ინფიცირებულების 20%. ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მოგვიწია“,_ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?