ლევან იზორიას, ნაცმოძრაობის მომხრეებმა, ჩხოროწყუში მეგრულად ლაპარაკი მოთხოვეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში"ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ლევან იზორია ადგილობრივ მცხოვრებლებს ხვდება, სადაც ასევე იმყოფებიან ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც"ნაციონალური მოძრაობის" სავარაუდო კანდიდატის, გოჩა ლემონჯავას მომხრეები არიან. ისინი ხელს უშლიან იზორიას შეხვედრის ჩატარებაში და ეუბნებიან, რომ ჰყავთ რაიონში უკვე კარგი კანდიდატი გოჩა ლემონჯავა და არ აქვთ სურვილი, მოუსმინონ ქართული ოცნების კანდიდატს. მიუხედავად ინციდენტისა, ლევან იზორიას არ დაუტოვებია შეხვედრა და მის მომხრეებთან აგრძელებს მუშაობას.