"კარდაკარში" მონაწილეების პირადი ანგარიშები დაყადაღებულია!

პოლიტიკა

"კარდაკარში" მონაწილეების პირადი ანგარიშები დაყადაღებულია!

2012 ივლ 26 16:00:39

მას და მის მრავალ თანაპარტიელს სახელმწიფომ მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო იმის ახსნა, რის საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება. ეს ის ხალხია, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კარდაკარში მიიღეს მონაწილეობა და კუთვნილი ხელფასების მისაღებად საქართველოს ბანკში პლასტიკური ბარათები დაამზადებინეს. კონტროლის პალატის გაუგებარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი სახელმწიფოს წინაშე მილიონიანი ვალის მქონე პირებად გამოცხადდნენ.

რომან ბიწაძე "გურია ნიუსთან" ყვება, რომ ბანკში მისულს, ოპერატორი ნიკოლოზ ცინცაძე ჩვეულებრივი თავაზიანობით მოემსახურა, მაგრამ მან ვერ შეძლო ოპერაციის გახორციელება და მენეჯერთან საკონსულტაციოდ შევიდა. გაირკვა, რომ ბიწაძის პირადი ანგარიში დაყადაღებული იყო. ფილიალის მმართველმა მისთვის ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო.

ამ დროს "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდა შოთა ფირცხალაიშვილიც, რომელიც ასევე კარდაკარის პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. მოულოდნელი ახალი ამბის გამო, იგი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით ლანჩხუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვაინეს.

მათ გარდა, დაყადაღებული აღმოჩნდა სოსო ბოლქვაძის, ელგუჯა ჩხაიძის, ლილი ებრალიძის და "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის სხვა თანამშრომელთა ანგარიშებიც.

რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ქმედუნარიანობის შეზღუდვასთან. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს -ჩვენ შეგვეზღუდოს არა მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" დარიცხული ხელფასები, რომლებიც ჯერ საერთოდ არ აგვიღია, არამედ ყველა ლეგიტიმური შემოსავალი. ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით, ფაქტიურად სასიკვდილოდ გამწირა. მაგრამ მათ უფრო შორს გამიზნული გეგმები აქვთ -დააშინონ და იმედი გაუცრუონ ივანიშვილის ყველა მხარდამჭერს, რომ მათ უარი თქვან კოალიციის სასარგებლოდ საქმიანობაზე, _ მიაჩნია "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერს

კოალიციის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ ხვალ "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალთან საპროტესტო აქცია გამართონ. გარდა ამისა, აპირებენ მიმართონ სხვა და სხვა ქვეყნების საელჩოებს და დიპლომატების წინაშე დააფიქსირონ, რომ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმები უსამართლოა. რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ოქტომბრამდე გაგრძელდება და მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ "ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებამდე არ მიეცეთ ფინანსური ოპერაციებით სარგებლობის საშუალება.

"ქართული ოცნების" ზონის კოორდინატორი გელა კვერენჩხილაძე ბანკს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მილიონლარიანი ვალის მქონე პლასტიკურ ბარათს უკანვე აბრუნებს.

რომან ბიწაძე კიდევ ერთ ფაქტს უსვამს ხაზს _ მან დღეს ვერ შეძლო კუთვნილი სესხის გადაფარვა, რადგან "საქართველოს ბანკში" ოპერაციის წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს გადაცილებაში ჩამეთვლება და ახლა უკვე ბანკი დამაკისრებს დამატებით ჯარიმას.

- სახელმწიფომ მე და ჩემისთანები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგვწირა! _ მიაჩნია დაჯარიმებულ პოლიტიკოსს.




 ახალი ამბები
  • "ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები" _ კვაჭანტირაძეახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები - ეს განცხადება, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ, ყოფილი თანაგუნდელის დავით მათიკაშვილის იმ განმარტების საპასუხოდ გააკეთა, სადაცმათიკაშვილმა განმარტა, რომ კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს, რადგან წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.  პარლამენტის სხდომაზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა. სწორედ ამიტომ, საკითხი ბიუროს სხდომაზე მეორედ დააყენეს. საბოლოოდ კი კვაჭანტირაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.  ​„როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმოერედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომელბმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანეთ და მიიღეთ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს“, – განაცხადა ზვიად ... ...
  • "მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ" - ზვიად კვაჭანტირაძე გადადგა"მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ," - ეს განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრემა, ზვიად კვაჭანტირაძემ, სესიაზე გააკეთა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომის შესახებ მანამდე განაცხადა, ვიდრე ირაკლი კობახიძე მისი გადაყენების საკითხს კენჭისყრაზე მეორედ გამოიტანდა. „ჩემი მხრიდან საკითხი ამოწურულია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან,“ - განაცხადა კვაჭანტირაძემ. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს სესიაზე კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხის მეორედ უნდა დაეყენებინა, თუმცა, კვაჭანტირაძემ განმეორებით კენჭისყრამდე გადადგომის შესახებ თავად განაცხადა. კვაჭანტირაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ყოფილ თანაგუნდელს, რომელმაც მის გადაყენებას მხარი არ ... ...
  • „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი საკუთარ პარტიებში ნახირივით შეტენოს“_ ხუხაშვილი„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ამომრჩეველი, რომელსაც არცერთი პარტია მოსწონს, არჩევანის გარეშე დატოვოს და ნახირივით საკუთარ პარტიებში შეტენოს, ეს უნდა დამთავრდეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. ხუხაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომ ინიციატივა ოდიოზური მოსამართლეების ინტერესების გატარებას ემსახურება. _ ბატონო გია,  სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნება“  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივის ნაკლოვანების შესახებ საუბრობენ, მათი აზრით, აღნიშნული კანონპროექტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ კლანს შესაძლებლობას აძლევს, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა კანდიდატებად მათთვის სასურველი ადამიანები დაასახელონ. თქვენი აზრით, აღნიშნული ინიციატივა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე, რამდენად მართლზომიერად შედგენილია? _ ხელისუფლებამ საზოგადოების ნების საწინააღმდეგო არჩევანი მაშინ გააკეთა, როცა ოდიოზურ მოსამართლეებს გაურიგდა. ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, ბუნებრივია, არსად წერია, რომ ინიციატივა სასამართლო სისტემაში გაბატონებულ კლანზეა მორგებული, მაგრამ ვხედავთ, რომ კანონპროექტი ოდიოზური მოსამართლეების ინტერესების გატარებას ემსახურება. ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო ამოცანად იქცა მართლმსაჯულების სისტემაში კოლექტიური მურუსიძეების შენარჩუნება, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალზე, ბუნებრივია, დადებითად ვერ აისახება.   _ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის აზრით, სასამართლო  სისტემის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა არსებობდეს, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? და ასევე, თქვენი აზრით, პრეზიდენტი ღიად რატომ არ საუბრობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ? _სალომე ზურაბიშვილს მისთვის მოსახერხებელი პოზიცია აქვს არჩეული. რაზეც არ უნდა კომენტარის გაკეთება, ამბობს, ჩემს კომპეტენციაში არ არისო, რაც არის სტატუსით და კაბინეტით, მოგზაურობითა და მარშუტით კმაყოფილი ადამიანის საქციელი. ზურაბიშვილს, რომელიც არაფერს აკეთებს (მთავარია, არაფერი გააფუჭოს), ერთადერთ რამეს ვურჩევდი, გარდერობი განაახლოს.   _ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომელშიც ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ  კლანურ მმართველობაზეა გამახვილებული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფანტაზიები და ჭორები უწოდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თვალში ამგვარი განცხადებები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას კიდევ უფრო აკნინებს. თქვენ როგორ აღიქვით  მწვავე დასკვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებები? _ როგორც ჩანს, იუსტიციის  უმაღლეს საბჭოში ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს. საქმე გვაქვს საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ აბსოლუტურად კატასტროფულ აზროვნებასთან. ყველაზე ბნელ პერიოდშიც კი საჯარო პირისგან ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება წარმოუდგენელი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ განცხადებებით არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არა აყენებენ შეურაცხყოფას, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს.   _მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე  „თიბისი ბანკის“ აიტისამსახურმა კიბერთავდამსხმელების ჯგუფს მიაკვლია და მასალები შს სამინისტროს გადასცა, ბანკის მიმართ ხუთი თვის წინ განხორციელებულ კიბერშეტევის შესახებ  საგამოძიებო უწყებას დამნაშავეები არ გამოუვლენია. როგორ ფიქრობთ, საგამოძიებო უწყება განძრახ აჭიანურებს გამოძიებას თუ საქმის დაუსრულებლობას საფუძვლად ობიექტური მიზეზები უდევს? _აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილის განცხადება საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ასეთი სერიოზული დანაშაულის შესახებ შს სამინისტროს თავად აცნობა, საიდანაც სრული იგნორი მიიღო. როცა საზოგადოება აღნიშნულზე აქტიურად საუბრობს და სამინისტრო კვლავ გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, ბუნებრივია, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები ჩნდება. ფაქტია, რომ სამინიტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას ... ...
  • „წითელზე უნდა დაეჭირათ თუ მწვანეზე, აერიათ" _ მათიკაშვილი კვაჭანტირაძის გადაყენებაზეპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ტექნიკურ პრობლემას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ​გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. „წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა. ცხადია, უმრავლესობის გადაწყვეტილება არის კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით მიღებული და ეს იქნება რეალიზებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, უმრავლესობას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინც იქნება კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც ბატონმა ზვიადმა დატოვა უმრავლესობის რიგები. ანალოგიურად, ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“, – განაცხადა დავით ... ...
  • 67 მომხრე, 8 წინააღმდეგი _ კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს67 მომხრე, 8 წინააღმდეგი - ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.კვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის თქმით, საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან.  გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მწვავე რეპლიკების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

გერმანელებს ჭკვიანი ცოლები არ უნდათ

რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ...

ერთი ვაშლი დღეში სიმსუქნისგან გიხსნით

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი

ბრიტანელმა ექიმებმა, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ...

ბრედ პიტი - ახალი მოდის კანონმდებელი

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

ბრიუს უილისი პაპარაცის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ, ცნობილი ამერიკელი...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...