მინისტრი გოგა ხაჩიძე აგრესიულ მოხელეთა სიაში მოხვდა

პოლიტიკა

მინისტრი გოგა ხაჩიძე აგრესიულ მოხელეთა სიაში მოხვდა

2012 ივლ 26 20:56:43

”შიდა ქართლის ხუთ სოფელში, მოსახლეობასა და ოპოზიციური გაერთიანების წარმოამდგენლებს გარდა, დაპირისპირებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ისინი  სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ისე ჟურნალისტებს-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მათ მიერ ვიდეოკადრებში ამოცნობილი პირების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამ შეხვედრების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდდნენ.

12 ივლისი, შიდა ქართლი: კარალეთის დევნილთა დასახლება

ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.გია ჭულუხაძე - დევნილთა დასახლების მამასახლისი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

10 ივლისი, შიდა ქართლი: სოფელი შინდისი

ირმა პაპუნაშვილი (ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), მისი შვილი და მეგობრები ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში.

10 ივლისი, შიდა ქართლი: სოფელი ნოქოზი

ილია მინდიაშვილი (რწმუნებული) მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი"ქართული ოცნების" აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება.

10 ივლისი, შიდა ქართლი: სოფელი ვარიანი

იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, ითხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შეხვედრის გამართვას

• 26 ივნისი, შიდა ქართლი: სოფელი მერეთი

ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - მონაწილეობს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ასევე უშუალო მონაწილეა ფიზიკური დაპირისპირების. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - მონაწილეობას იღებენ ფიზიკურ დაპირისპირებაში. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი - ყვირის და მოუწოდებს აქტივისტებს სოფელი დატოვონ. გოჩა გვიმრაძე - მისი სტატუსი დაუდგენელია. ყვირის და მობილიზებას უკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს.

• 22 ივლისი, კახეთი: ლაგოდეხი

გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისაგან აგრესიულად მოითხოვს გაატარონ, რადგან არის მინისტრი, მთავრობის წევრი და უნდა გაუშვან, რათა შეხვდეს "ქართული ოცნების" ლიდერს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევებში ორგანიზებას უკეთებენ და თავადაც მონაწილეობენ შეხვედრების ჩაშლაში, საარჩვენო კოდექსის დაცვისაკენ მოუწოდებს.

”საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებსა მომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში,უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება", -აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ გაანცხადებაში.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა მიუთითებს, მსგავს შემთხვევებში პოლიციის უმოქმედობაა.

”აშკარაა, რომ პოლიტიკური პარტიების შეხვედრებზე ადგილობრივი თვითმმართველობა არ ასრულებს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, პოლიციის უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგო ქმედების - ფიზიკურ ძალადობის აღსაკვეთად კი შემაშფოთებელია,”-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...
  • დაკავებულია ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეროგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, "კურიერის" ინფორმაციით,  დაკავებულია ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და ბორჯომის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.  ჯერჯერობით უცნობია დაკავების მიზეზი.  დეტალები ზუსტდება. წყარო: ... ...
  • აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. როგორც ამას მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები უკვე ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებდნენ, დირექტორი, გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებასაც გეგმავდა. სწორედ ეს წერია დოკუმენტშიც, რომელიც ონლაინ სამსახურს დღის ბოლოს, 19:10 წუთზე დირექტორის თანაშემწემ გაუგზავნა.  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული.  ''ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'' - წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გამოუგზავნეს.  ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს აჭარის მაუწყებელს,  ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას კი ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. 19 თებერვალს  საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა დირექტორმა არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა. ორი კვირაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი - შორენა ღლონტი და მაია მერკვილაძე.  სწორედ ამ პროცესებს პროგნოზირებდნენ ჟურნალისტები და მაუწყებლის მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს სამ წევრს, რომლებიც "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდნენ ბორდში, საინფორმაციო პოლიტიკში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...