ცოდნის შემტანი და სამუშაოს მაძიებელი დასაქმების მინისტრი: "ფიშტ, საცერივით გაქრა!“

პოლიტიკა

ცოდნის შემტანი და სამუშაოს მაძიებელი დასაქმების მინისტრი: "ფიშტ, საცერივით გაქრა!“

28 ივლ. 2012, 22:22:58

მისივე თქმით, სოფლებში ის ცოდნის შეტანას აპირებს ხალხში, რადგან კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია, სწორედ ამიტომ, დასაქმების სამინისტრო განათლების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად პროგრამებს შექმნის, რომლებიც მოსახლეობას პროფესიულ-ტექნიკური განათლების მიღებაში დაეხმარება.

მისივე თქმით, დღეს ბიზნესი ეძებს სამუშაოზე ხალხს, მაგრამ ვერ პოულობს.

_ მე, პირადად ოცი დღეა მოსული ვარ ბიზნესიდან. ვეძებ ხალხს, მაგრამ ვერ ვნახულობ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს იმ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა. მივეცი ბიზნესი გასაკეთებლად ერთ, ორს, სამს. სად წავიდა ეს ფული? ფიშტ, საცერივით გაქრა, იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის ბიზნესის კეთება, _ თქვა დასაქმების მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, თუმცა, ის ნამდვილად ვერ გაგვაგებინა, როდის, რატომ და სად ქრება საცერი!

პაატა ტრაპაიძემ შემდეგ საკუთარი აღმოჩენის შესახებ გააგრძელა საუბარი: _ შეიძლება გითხრათ, ამ ორი წლის განმავლობაში რა აღმოვაჩინე. პრინციპში, ეს შორიდან ვიცოდი, მაგრამ, რეალურად ხალხთან საუბარში, ჩემთვის უკვე ცნობილია, რა პრობლემა არის მთავარი. მსოფლიოს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ადამიანი, რომელსაც 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს და მიმაგრებულია მიწასთან, არ ითვლება უმუშევრად. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ესენი უმუშევრები არიან, ისინი, უბრალოდ ვერ მუშაობენ ნაყოფიერად თავის მიწაზე და ვერ იღებენ იმ საჭირო დოვლათს, რომელიც ეყოფა მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ მიჩვეულები რას ვიყავით? გულახდილად ვისაუბროთ _ იყო ჩაის კულტურა და მანქანებით ჩაის კი არა, ტოტებს ვკრეფდით, ვაგზავნიდით რუსეთში. აი, ძალიან ბევრი საუბრობს, ჩვენთან იყო საკონსერვო ქარხნები, გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც კეთდებოდა საწყობებისთვის. დიდ საბჭოთა წარმოებაში მთავარი იყო ჩაგედო ვაგონში კონსერვი, გაგეგზავნა სადღაც ციმბირში, იმას მოეწერა ხელი შენთვის, რომ მიიღო ის კონსერვი და არც კი ფიქრობდი, გაიყიდება, არ გაიყიდება. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ცოდნის არქონა, ცოდნის არქონა სოფლის მეურნეობაში. ჩვენ დღეს ვერ ვაკეთებთ და ვერ ვქმნით პროდუქციას, რომელიც კონკურენტუნარიანია საქართველოს ბაზარზეც კი. ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ რა პროდუქციასაც ჩვენ ვქმნით, მას ვერ ვფუთავთ, ვერ ვინახავთ სათანადო საწყობებში, მაცივრებში და ა.შ.

მეორე, მესაქონლეობის განვითარების კუთხით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ჩემის აზრით, მიმართულება გურიაში. ამ კუთხით არ არიან წესიერი ვეტერინარები თითოეულ ორ-სამ სოფელზე. ახლა შევთახმდით რამდენიმე სოფლის რწმუნებულთან, უნდა ჰყავდეს, რისი ბრალია? ცოდნის. ჩვენ ვერ ვიყენებთ 2 500 კვადრატულ მეტრს, ისე ნაყოფიერად, როგორც იყენებს მაგალითად ისრაელის მოქალაქე, ისე, როგორც კვიპროსის მოქალაქე, ისე, როგორც ბალტიისპირეთის მოქალაქე. _ გვითხრა მან და საფიქრალი დაგვიტოვა _ უცოდინარები ვართო, რომ ამბობდა, ვის გულისხმობდა _ ყველას საკუთარი თავი ჩათვლით, თუ მარტო ჩვენ, "წესიერი ვეტერინარების" გარეშე დარჩენილ სოფლელებს? ალბათ, მარტო ჩვენ, თორემ თვითონ რომ ცოდნა არ ჰქონოდა, მინისტრად ვინ დანიშნავდა? ახლა არ გაიხსენოთ, ზოგი მინისტრი ფურს დედალ ძროხას რომ ეძახდა, იმიტომ ვერ იყო შესაბამისი სამინისტროს გამგეო!

ტრაპაიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, როცა დანიშნეს, გურიიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ:

_ ორი ზარი მივიღე გურიიდან, იცით, გულახდილად გეტყვით _ პაატა, ახლა მაინც რა გახდა 1500-ლარიანი თბილი ადგილი ჩემთვისო (საინტერესოა, დასაქმების მინისტრს ვინმემ თუ სამუშაო სთხოვა, რატომ გაუკვირდა? აბა, რა უნდა ეთხოვა, უმაღლესში მომიწყვე შვილიო?! რედ). ეს სიმართლეა იცით, იმიტომ კი არ ვსაუბრობ, რომ ყველგან ასეა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ადამიანებმა უნდა გაიგოს ერთი რამ, პოლიტიკაზე ლაი-ლაის და "იმ, მათხუარმა რეიგანმა, რა თქუაო", ნახევარი სოფლები სხედან ერთად და საუბრობენ ერთმანეთში. ჩვენ უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ვმუშაობთ. ვინ აკეთებთ, რომელი ქვეყანა აკეთებს ამას? ხუთ-ხუთი საათი, ექვს-ექვსი საათი ვსხედვართ რესტორნებში და ვსვამთ ამ მჟავე ადესას (ცოდნა რომ ვერ დაინახა ჩვენს თავებში, ეს არ იკმარა მინისტრმა და "ადესაც" დაგვიწუნა! ისე, ბატონო მინისტრო, "ადესის" გარდა, გურულები ხანდახან ჩხავერსაც ვსვამთ, ალადასტურსაც, სხილათუბანსაც, ცოლიკაურსაც. თუ "კარმიდამო ჩემს" წაიკითხავთ, კიდევ ბევრ გურულ ვაზს გაიცნობთ და მარტო "ადესაზე" არ ჩაიციკლებით, თუმცა, არც კარგად დაყენებული "ადესაა" მაინცდამაინც ასე სალანძღავი. რედ.). გეკითხებით, მარტივად. გულახდილად ვთქვათ. მე, გეუბნებით ჩვენი მთავარი პრობლემა არის ცოდნა. მთავარი არის ცოდნა და ჩვენ პირველ რიგში უნდა შევიტანოთ ხალხში ცოდნა, _ "ადესის" ლანძღვის მერე ისევ ცოდნას "მიაწვა" მინისტრი.

_ და "ამ ცოდნის შეტანას" როგორ აპირებთ?

_ ეხლავე, გეტყვით. უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდით ყველა სოფლის რწმუნებულთან, რომ თითოეული სოფელს უნდა მიუდგე ინდივიდუალურად. არ შეიძლება, ის, რაც ბახვისთვის არის კარგი, იყოს შემოქმედისთვის კარგი. რაღაცა საერთო იქნება, მაგრამ რაღაც სპეციფიკური იქნება, ხომ? ჩვენ გვჭირდება, ცალ-ცალკე, მთელ საქართველოში, გეოგრაფიულად შესწავლა. ჯერ უნდა აღვწეროთ ეს ხალხი, რომელიც დაწყებულია და საკმაოდ ადრე დასრულდება ეს პროცესი. ასევე, უნდა გაკეთდეს ანალიზი. თუ ამოცანა ნათელი არ არის, შენ გადაწყვეტის გზებს ვერ ნახავ. ჩვენ პირველი ეტაპი მაქსიმალურად ჩქარა უნდა გავაკეთოთ, რომ ზუსტი დიაგნოზი დავსვათ, რომ თითოეულ სოფელს რა ჭირდება. ამის შემდეგ უნდა აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ხალხი, იგივე ახალგაზრდები, იგივე ჩვენი ასაკის ხალხი (როგორ უნდა "აღმოვაჩინოთ" ამდენ უცოდინარში ეს ნიჭიერი ხალხი ან სად იმალებიან მანამ, სანამ მთავრობა არ "აღმოაჩენს", მინისტრს არ უთქვამს. რედ). სულ მალე გამოჩნდება, ჩვენ ვქნით ელექტრონულ ბირჟას, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის თქვენც, მე, მაგალითად სამუშაოს მაძიებელი ვარ, უფრო უკეთესი მინდა, ნუ გგონიათ ახლა მინისტრობა... დღეს თავის ტკივილია. მეც, ვიქნები სამუშაოს მაძიებელი, თქვენ, თითოეულმა, კვალიფიკაცია უნდა ჩაწეროთ იქ, გამჭვირვალე იქნება ყველა ადამიანისთვის. 1 სექტემბრიდან სახელმწიფო, ახლა იძულებით წესით, ვერ დანიშნავს ვერც ერთ ადამიანს თავის თანამდებობაზე, თუ არ გაიარა ჩვეულებრივი კონკურსი. ნეპოტიზმის ამბები, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობლის შვილი, ძმაკაცის შვილი და ასე შემდეგ, ეს დამთავრდება, მაგრამ, რაღაცა მაინც იქნება, საქართველოში კი არა, მსოფლიოში ვერ მოისპობა ეს ბოლომდე. როდესაც აიყვანს სამსახურში 100 კაციდან ერთს, ის დაწერს რატომ აიყვანა და რით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, _ თქვა მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...