კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის” განცხადება პოლიციის თანამშრომლის მიერ უკანონო თვალთვალის ფაქტზე

პოლიტიკა

კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისთვის” განცხადება პოლიციის თანამშრომლის მიერ უკანონო თვალთვალის ფაქტზე

2012 ივლ 30 11:48:13

რომელშიც ჩაწერილი სხვადასხვა ინფორმაცია და მოხსენებითი ბარათები ადასტურებს, რომ პოლიცია უხეშად და უკანონოდ ერევა წინასაარჩევნო პროცესში. ამ მასალით ირკვევა, რომ პოლიცია სასამართლოს სანქციის გარეშე აწარმოებს თვალთვალს და აგროვებს ინფორმაციას სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, მათ შორის, ამ ადამიანების პერსონალური მონაცემების (პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები) თაობაზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პოლიციის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაში ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანთა მონაცემები, რომელთაც უყენიათ სატელიტური თეფშები, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი, რომელიც "ხელმძღვანელობს ანტენების შემოტანას", აგრეთვე, ერთ-ერთი ოპოზიცური გაერთიანების, ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ”კომპანიაში დასაქმებული პირების” ვინაობა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელი ურატაძე ამ "შრომატევად" სამუშაოს ასრულებდა არა საკუთარი ინიციატივით, არამედ თავისი ხელმძღვანელობის დავალებით. თუკი აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ძალოვანი უწყება ეწევა ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას და, ფაქტობრივად, ასრულებს პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას, რომელიც ემსახურება არა კანონის დაცვას, არამედ მმართველი პარტიის ინტერესებს.

ჩვენ გადავამოწმეთ პოლიციელ შმაგი ურატაძის მიერ მოგროვებული ინფორმაცის ნაწილი, რის შედეგადაც დადასტურდა პოლიციელის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნამდვილობა. კოალიციას არ გაგვაჩნია არც შესაძლებლობა და არც უფლებამოსილება, ჩავატაროთ სრულფასოვანი გამოძიება პოლიციელის ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მასალა ვერ ჩაითვლება პოლიციის უკანონო საქმიანობის უტყუარ მტკიცებულებად. მიუხედავად ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოს თაობაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ საჭიროდ, ჩვენამდე მოსული მასალა თითქმის უცვლელი სახით (გარდა ჩიპში არსებული მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციისა) გაგვეხადა საჯარო.

მივმართავთ უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიას: მასალაში არსებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი სასწრაფო შესწავლა. ბუნებრივია, შეუძლებლად მიგვაჩნია, ასეთი გამოძიების ჩატარება დაევალოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგანაც ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია სწორედ მათ უკანონო, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაზე. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის ელექტრონული ჩიპის გადაცემის შემთხვევაში არ მოხდება მასზე არსებული ინფორმაციის განადგურება ან შეცვლა. ამიტომ მოგმართავთ წინადადებით, უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის და დადებს აღნიშნულ საკითხზე თავის დასკვნას. ხოლო ჩვენ მზად ვართ, ასეთ კომისიას გადავცეთ აღნიშნული ჩიპი და ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.

გთავაზობთ იმ ტექსტურ ფაილებს, რომელიც პოლიციელის ჩიპზე იყო ჩაწერილი (ფაილის ფორმატია word 2007 ანუ docx):

აცანა _ ავტორიტული პირები

აცანა

ბიზნესმენები

ყოფილი თანამშრომლები

ოპოზიცია ლიდერები

პრობლემატური პირები

საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები

სია ბენდე

სია შმაგი

ადგილობრივი ინდმეწარმეები




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...