თინა ხიდაშელი: "საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე აქ არიან"

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: "საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე აქ არიან"

9 აგვ. 2012, 14:36:19

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლის ვადა ჯერ არ ამოწურულა, "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ დამკვირვებლები საეჭვოდ იგვიანებენ.

"არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება ვეღარ მოხდება," _ ეს განცხადება "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 7 აგვისტოს ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის ვადა ამოიწურა და შესაბამისად, გრძელვადიანი დაკვირვება ვეღარ შედგება: "გრძელვადიანი დამკვირვებლების შესახებ სააკაშვილმა პირველად თებერვალში განაცხადა, მოწვევა კი ქვეყნებს აპრილში გაეგზავნათ თან ისე, რომ მოწვევაში არჩევნების თარიღი მითითებული არ იყო. მე ეს მოსაწვევი გერმანიაში ვნახე. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 1 კვირა გავიდა და ჯერ არ ჩამოსულან. შესაბამისად, გრძელვადიანი დაკვირვება ვეღარ შედგება. საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ გვექნება 6- კვირიანი დაკვირვება," _ განაცხადა ფანჯიკიძემ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს _ ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქ-ნ კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედია მონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გახორციელებული წარმატებული მედია-მონიტორინგის პროექტისა.

საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვიონ საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში", _ ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 აპრილს გააკეთა, თუმცა დღეისათვის ცესკოს მონაცემებით საერთაშორისო ორგანიზაციებს IRI-ის გარდა, მათთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

"საერთაშორისო დამკვირვებელებიდან ამ ეტაპზე მხოლოს IRI აქვს შემოტანილი განაცხადი, გუშინ შემოიტანა, და შესაბამისად ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. საერაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომ განაცხადებით და შესაბამისი საბუთების წარდგინებით მოგვმართონ არჩევნებამდე არაუგვიანეს 7 დღისა, რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ 10 დღით ადრე უნდა მოგვმართონ და ცესკო 2 დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი აკრედიტაციის თაობაზე" - აცხადებს ცესკოს სპიკერი ეკატერინე აზარაშვილი გურიანიუსთან საუბარში.

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კი თვლის, რომ დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან და წინასაარჩევნო პროცესსაც აკვირდებიან: "IRI -ს გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე აქ არიან, მე შევხვდი მათ რამდენჯერმე. აქ არის ასევე რამდენიმე სხვა ორგანიზაციაც , ბევრი დამკვირვებელია-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმე ორგანიზაცია უკვე თვეა,მართლაც აქ არის. ჩეხები არიან ჩამოსულები, რამდენიმე ევროპული ორგანიზაცია, არასამთავრობოები. საკმარისია თუ არა ეს დამკვირვებლები? რა თქმა უნდა - არა. ისინი არ არიან ხედვადი ქართული მედიისთვის, ვგულისხმობ ნაციონალური მასშტაბის მედიას, რომელიც ხელს არ უწყობს ამ ორგანიზაციების პოპულარიზაციას; ამიტომაცაა, რომ საზოგადოებაში მათ შესახებ ინფორმაცია არ არის.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მათი საქმიანობა იყოს უფრო გამჭვირვალე ყველასთვის, იმიტომაც, რომ პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების თემა გაიხსნას საარჩევნო დაკვირვებასთან მიმართებაში, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. იმედი გვაქვს, რომ ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლასთან ერთად, ეს პრობლემა მოგვარდება," _ აცხადებს თინა ხიდაშელი "გურია ნიუსთან" საუბარში.

1 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტმა" კი განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით იმყოფება და უკვე სამი თვეა აკვირდება წინასაარჩვენო ვითარებას.

"ახალი მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძე დარწმუნებულია, რომ სექტემბრისთვის დამკვირვებლები უკვე საქართველოში იქნებიან. მას მიაჩნია, რომ მსოფლიოს მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინეტერსი ძალიან დიდია და შესაბამისად, ეს ინტერესი დამკვირვებელთა რაოდენობაზეც აისახება.

"ახლა, შესაძლოა დასავლეთის ქვეყნებში ისეთი პერიოდია, რომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აქ აპირებს დამკვირვებლების გამოგზავნას და რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს, დაბეჯითებით ამბობენ, რომ იქნება ძალიან მომზადებული და ხალხმრავალი სადამკვირვებლო მისია. და ეს იქნება იმაზე გრძელვადიანი, ვიდრე აქამდე ყოფილა."

ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ სადამკვირვებლო მისიების ჩამოუსვლელობა "იქნება ძალიან მძიმე რამ საქართველოს სინამდვილეში" თუმცა, პესიმისტური განწყობისათვის საბაბს ვერ ხედავს.

ჯერ კიდევ 28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა რომ ამერიკა არჩევნების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში გამოგზავნის მონიტორინგის ჯგუფებს, რომლებიც არჩევნებს NDI და IRI-ს ეგიდით დააკვირდებიან. შეერთებულმა შტატებმა ამისათვის 2 მილიონი დოლარი გამოყო. ბასის განცხადებით, 3 გრძელვადიანი დამკვირვებელი NDI-დან და 12 დამკვირვებელი IRI-დან არჩევნებს ივლისიდან ოქტომბრამდე დააკვირდება. კენჭისყრის დღეს კი, ამ ორ ორგანიზაციას დამატებით ეყოლება NDI –ს _ 20, ხოლო IRI -ს _ 30 დამკვირვებელი.

ცესკო 1 ოქტომბრისთვის მხოლოდ ეუთოდან დაახლოებით 400 დამკვირვებელს ელოდება.

"ეუთო აპირებს, რომ საკმაოდ დიდი შემადგენლობით დააკვირდეს არჩევნებს, მანამდე იყო წინასწარი შეფასების ჯგუფი ჩამოსული; ასევე, აპირებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ჩამოვიდეს კიდევ დამატებითი ჯგუფი წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად და შემდეგ უკვე ჩამოვლენ გრძელვადიანი დამკვირვებლები და მოკლდევადინი დამკვირვებლები _ მათგან დაახლოებით 400 დამკვირვებელს ველოდებით," _ აცხადებს ცესკოს სპიკერი ეკატერინე აზარაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.

ცესკოდან მოწოდებული ინფორმაციით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი _ დაახლოებით 2 ათასი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 1800 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, ცოტა ნაკლები იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩვენებზე , თუმცა, საზოგადოება დღემდე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ორივე ზემოხსენებული არჩევნები გააყალბა.

არის თუ არა საკმარისი 2 ათასი დამკვირვებელი? ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე გადამწყვეტია, რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან ისინი საქართველოში.

2000 დამკვირვებელს საკმარისად მიიჩნევს თინა ხიდაშელიც, თუმცა გარკვეული პირობით: "თუ მართლა დამკვირვებელია და საქმეს აკეთებს, თუ ყველა თანაბარი პასუხისმგებლობით მოკიდება საქმეს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად საკმარისია," _ აცხადებს ის "გურია ნიუსთან" საუბარში.

20 ივლისს ცესკომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია დაამტკიცა.

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს:

1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი;

2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია;

3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება

ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის

საქმიანობაც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?