უწყებათაშორისი კომისია ამომრჩევლის მოსყიდვასა და პოლიტიკურ მექრთამეობას ვერ ხედავს

პოლიტიკა

უწყებათაშორისი კომისია ამომრჩევლის მოსყიდვასა და პოლიტიკურ მექრთამეობას ვერ ხედავს

2012 აგვ 12 12:33:26
ორგანიზაციის განმარტებით, პროგრამა Sammer Job-ის მონაწილეებს მმართველი პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობას ავალდებულებდნენ, ხოლო დედაქალაქის თითქმის ყველა სკოლამ ივნისის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5000–დან 10000–ლარამდე მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ გამოგზავნილი საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია სტუდენტური პროგრამა Sammer Job-ის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ვერ ხედავს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში სახელფასო პრემიების დარიცხვის ფაქტს, ადასტურებს და შემთხვევას პედაგოგთა სტიმულირების მიზნით განხორციელებულ სამთავრობო ღონისძიებას უწოდებს. ამის შესახებ კომისიის მიერ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გამოგზავნილ წერილშია საუბარი, რომელსაც ხელს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თამარ კინწურაშვილი აწერს.

„კომისიამ შეისწავლა 2012 წლის 7 ივნისს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბატონ დიმიტრი შაშკინს არც პირდაპირი, არც ირიბი მინიშნება არ გაუკეთებია იმის შესახებ, რომ დასაქმების პროგრამა მმართველი პარტიის ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობდა. სამინისტრომ აღნიშნული პროექტის მიმართ სტუდენტების მზარდი ინტერესის გამო მიიღო გადაწყვეტილება იგი საერთო ნაციონალური მასშტაბით განეხორციელებინა და მომავალშიც გეგმავს მის განხორციელებას. რაც შეეხება წერილში მითითებულ მეორე საკითხს, გაცნობებთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტს, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ინსტიტუციონალურ განვითარებას, აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვას, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. 2010 წელს ამ მიზნით ასიგნებები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო, 2011 წელს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან, ხოლო 2012 წელს კი – როგორც სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან. რიგ შემთხვევაში, ეს თანხები სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა, გარკვეულ შემთხვევაში – პედაგოგთა სტიმულირების მიზნით პრემიებს, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავებას და სხვა ღონისძიებებს,“ – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის წერილში.

სტუდენტების პარტიულ აქტიურობებში გამოყენების ვარაუდი 2012 წლის 7 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის პროგრამაში რეგისტრირებულ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა, რა დროსაც მინისტრმა პროგრამაში ახალდარეგისტრირებულებს პროექტის მნიშვნელობა და სახელშეკრულებო პირობები გააცნო.

მინისტრმა სტუდენტებთან საუბარში ირიბად მიანიშნა, რომ პროგრამის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ სხვადასხვა აქტიურ ღონისძიებებში მიიღებდნენ მონაწილეობას, რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც მმართველი პარტიის თბილისის რაიონული კოორდინატორების გააქტიურება და არსებული ინფორმაციით, კოორდინატორებმა მიიღეს დავალება, პირველ ეტაპზე, აღწერონ სოციალურად დაუცველი სტუდენტების რაოდენობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სამინისტროსგან, სტუდენტებთან დადებული ხელშეკრულების მოწოდებაც მოითხოვა, თუმცა სამინისტროს საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუცია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია არ დაინტერესებულა დასმული საკითხები მიუკერძოებლად განეხილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბეშუმში მომხდარი ინციდენტის დროს, წითელ მაისურებში მყოფი ახალგაზრდები სწორედაც პროგრამა Sammer Job-ის მონაწილეებს შეადგენდნენ, ხოლო კომისიამ მეორე საკითხის შეფასებისას, მართალია, ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებისთვის გაცემული თანხები დაადასტურა, თუმცა შეფასება არ გამოთქვა, წინასაარჩევნოდ განხორციელებული ქმედების მართლზომიერებასთან დაკავშირებით.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...