5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე _ რატომ ტოვებენ მერები თანამდებობებს?

პოლიტიკა

5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე _ რატომ ტოვებენ მერები თანამდებობებს?

19 თებ. 2019, 18:27:25

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან წელიწადნახევარში 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე დარჩა. ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურისა და ხულოს შემდეგ უმაღლესი აღმასრულებელი პირის გარეშე მუშაობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც - 2019 წლის 12 თებერვალს კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა.

ამავე დღეს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელიც მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს და 7 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში გირაოთი გაათავისუფლეს.

ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება კორუფციის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს და ზესტაფონის  მერებთან დაკავშირებული  ცნობები შეკრიბა.

ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ახალი მერების არჩევნები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში ჩატარდება.

ზუგდიდი

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ თანამდებობები 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვეს ისე, რომ საზოგადოებისთვის მიზეზები  არ განუმარტავთ.

თუმცა გადადგომას წინ უძღოდა ა(ა)იპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლის დაწყება და 11 სექტემბერს ლაშა გოგიას გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ.

13 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც აღწერილია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ზურაბ კვირკვიას საუბარი ლაშა გოგიასთან და მის მოადგილე გია გულორდავასთან. ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ზუგდიდში დაპირებული ობიექტები აუქციონის წესით ვერ მიიღო მაშინ, როცა საამისოდ მათ ათიათასობით დოლარი გადაუხადა. ჩანაწერში ფიგურირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელიც ჩანაწერის გავრცელებამდე ორი კვირით ადრე თანამდებობაზე შეცვალა ალექსადრე მოწერელიამ. გუბერნატორის  შეცვლა ასევე დაემთხვა სუს-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლის დაწყებას.

გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ლაშა გოგიას გამოკითხვისა და კორუფციაზე ეჭვის მიუხედავად, ზუგდიდის ყოფილი მერი „ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ინარჩუნებდა და აქტიურად იყო ჩართული მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბში.

ლაშა გოგია და გია გულორდავა 1 ნოემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დამარცხდა: მან ზუგდიდის ოლქში ხმათა 33.9%, ხოლო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 49.1% მიიღო.

დაკავების შემდეგ პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამავე საქმეზე 2018 წლის 26 დეკემბერს ბრალი წაუყენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიასაც, თუმცა 27 დეკემბერს გირაო შეეფარდა.

2019 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მარნეული

მარნეულის მერის თემურ აბაზოვის წინააღმდეგ საქმეს ამ დრომდე სასამართლო განიხილავს. მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა მისი დაკავება 2018 წლის 13 ივნისს. მარნეულის საკრებულომ გადადგომის შესახებ აბაზოვის განცხადება ცნობად მიმართვიდან 2 დღეში, 14 თებერვალს მიიღო.

აბაზოვს პროკურატურა მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელ და არადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში 2018 წლის 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ ბოდიშის მოხდას  და საკუთარი შარდის სახეზე მოსმას მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე თემურ აბაზოვისა და ბიძინა ივანიშვილის გინების გამო.

ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ამავე მოქალაქეზე, თემურ აბაზოვთან ერთად, იძალადეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რაგიმ ასკეროვმა, მარნეულის საკრებულოს წევრმა რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.-მ. - მათ ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინათ.

საქმეში ფიგურირებს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვიც, რომლის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ძალადობის მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.  

თემურ აბაზოვი ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დააკავეს და რამდენიმე თვის განმავლობაში დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, 6 სექტემბერს კი პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო.

პატიმრობიდან 6 თვეში თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ჭიათურა

პაატა ნადირაძემ ჭიათურის მერის თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. ნადირაძემ გადადგომის მიზეზად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის, ქალაქის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და  ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებისგან მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დაასახელა.

გადადგომას წინ უძღოდა ჩხუბი რესტორანში, რომელშიც მონაწილე თანამდებობის პირები ჭიათურის მერიიდან, საკრებულოდან და პოლიციიდან ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დაპირისპირების პროვოცირებაში. ინციდენტის შემდეგ პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში მერის წინააღმდეგ განცხადება შევიდა, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

პაატა ნადირაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჭიათურის მერად ამომრჩეველთა ხმების 62.45%-ით აირჩიეს.

ხულო

2018 წლის 17 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა, მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც. გადადგომის დროს გოჩა მელაძე „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა ხულოში.

გოჩა მელაძემ თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადადგომიდან მალევე დატოვა. ზურაბ პატარაძის წასვლა კი თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მამუკა ბახტაძით შეცვლას უკავშირდება. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოსვლასთან ერთად მედიაში არაერთხელ გავრცელდა ვარაუდები რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირების სავარაუდო შეცვლაზე.

საზოგადოებას კითხვები გაუჩინა იმ გარემოებამ, რომ გოჩა მელაძე 17 ოქტომბერს - თანამდებობის დატოვების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, შვებულებაში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ამ დღეს მელაძემ საკრებულოს გადადგომის განცხადებით მიმართა, თუმცა მანამდე პირველ მოადგილედ პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც გოჩა მელაძისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ მერის მოვალეობის შესრულებას ავტომატურად შეუდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ ბერიძემ ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, 16 ოქტომბერს, გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე დატოვა. 

გოჩა მელაძე ხულოს მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 59.58%-ით აირჩიეს.

ზესტაფონი

ამ დრომდე გაურკვეველია ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მიზეზი. მან  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა. კახაბერ მახათაძემდე თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ელგუჯა გვენეტაძემ. ამჟამად მერის მოვალეობას ნუგზარ ფერაძე ასრულებს, რომელიც კახაბერ მახათაძემ თანამდებობიდან წასლამდე მოადგილედ დანიშნა, მანამდე კი ზესტაფონის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო.

კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდნენ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები. ისინი მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და რამდენჯერმე მერის სამუშაო კაბინეტთან მჯდომარე აქციაც გამართეს.

ზესტაფონის ყოფილმა მერმა მმართველ პარტიას 2016-2017 წლებში 90 000 შესწირა, მათ შორის 40 ათასი ლარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომლის პირველივე ტურის შედეგებით მახათაძე ხმათა 54.7%-ით მერად აირჩიეს.

ხუთივე მუნიციპალიტეტში ცესკოს ახალი მერების არჩევნების დანიშვნა, კანონმდებლობის თანახმად, 2019 წლის მაისში მოუწევს, რადგან ყოფილ მერებს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდათ. ცესკომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე უნდა დანიშნოს განკარგულებით.  ახლადარჩეული მერების უფლებამოსილება 2021 წლის შემოდგომამდე გასტანს.

წყარო:




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...