რა სტადიაშია ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საქმე

პოლიტიკა

რა სტადიაშია ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საქმე

2012 აგვ 13 19:18:25

სასამართლომდე, აუდიტის სამსახურმა ივანიშვილის თანხის ანგარიშზე დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ეს, კოალიციის იურისტების განმარტებით, "უკანონო მოთხოვნა", არ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, მოტივით, რომ ამ თანხის მიზანშეწონილად ხარჯვა არ დადასტურდა, სასამართლომ ივანიშვილი დააჯარიმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განმარტებით, "ქართული ოცნების" ლიდერს, აღნიშნული თანხა დღესაც სახლში აქვს და შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოზეც წარადგინეს, თუმცა, სასამართლომ ეს მტკიცებულებები არ გაიზიარა.

ივანიშვილის ადვოკატი, სანდრო ბარამიძე, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ მეთოდებით სააკაშვილის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი დრო წასულია.

_ ბატონო სანდრო, რამდენად მყარი იყო მტკიცებულებები, რომლებიც წარადგინეთ და თუ მართლაც სახლში ჰქონდა ივანიშვილს ფული, რატომ არ დაემორჩილა აუდიტის სამსახურის მითითებას და რატომ არ დააბრუნა ანგარიშზე?

_ მყარი რას ნიშნავს? ეს ფული ივანიშვილს, უფრო სწორედ მის მეუღლეს, სახლში რომ ჰქონდა, ეს ნოტარიუსმა დაადასტურა და ვიდეოფირზეც აღიბეჭდა. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ დააბრუნა, რატომ უნდა დაებრუნებინა? კონტროლის პალატას არავითარი კანონიერი უფლება არ აქვს, ასეთი რამ მოსთხოვოს ვინმეს, მათ შორის ივანიშვილს.

_ სანამდე შეიძლება გაგრძელდეს, თქვენი მტკიცებით, მსგავსი უკანონო მოთხოვნები ან რა ბერკეტებია ამ ტენდენციის შესაჩერებლად?

_ პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სასამართლომ ეს თანხა ივანიშვილის მიერ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გახორციელებულ "უკანონო შემოწირულობად" მიიჩნია. როგორ არის ეს შემოწირულობა, თუ ეს თანხა კვლავ ივანიშვილების ოჯახში იმყოფება და იქედან არ გასულა?

ბერკეტების რა გითხრათ... ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ის არის, რომ მაქსიმალურად გავაპიაროთ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ეს დარღვევები და, რაც მთავარია, დაველოდოთ 1 ოქტომბერს. მე ხალხის იმედი მაქვს _ ხალხი ბრძენია! ასეთი მეთოდებით სააკაშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ მისი დრო ისტორიულად წასულია. ისტორიულ გარდაუვალობას ვერავინ აღუდგება წინ, მათ შორის ვერც სააკაშვილი.

_ გასაგებია, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია და დაკვეთებს ასრულებს, მაგრამ სადღაც ხომ გადის ზღვარი? როგორ ფიქრობთ, არსებობს ეს ზღვარი?

_ არა, ზღვარი ამ რეჟიმის თავგასულობას არ აქვს. სხვა დრო რომ ყოფილიყო, მასობრივ დაჭერებსა და მკვლელობებზეც წავიდოდნენ. უბრალოდ, ახლა 21-ე საუკუნეა და ინფორმაციის გავრცელების დღევანდელ ეტაპზე ამას ვერ მოახერხებენ.

_ ამ ფაქტების შესახებ დღემდე არ არსებობს შესაბამისი რეაგირება და განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რას ნიშნავს მათი დუმილი? ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი რაღაცეებზე თვალს ხუჭავს?

_ ყველაფერი არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. თუ ხალხი მივა არჩევნებზე და უშიშრად გააკეთებს არჩევანს, მოქმედ რეჟიმს ვერაფერი უშველის. მისი დრო წასულია!!!

_ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ყურადღებას აქცევს დასავლეთის რეაქციებს, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ესეც ფაქტია და ისიც, რომ დასავლეთი საეჭვოდ დუმს.

_ დასავლეთი, ისევე, როგორც ჩვენ ყველანი, არჩევნებს ელოდება. შედეგი განაპირობებს მათ რეაქციასაც. თუ სააკაშვილის რეჟიმმა მასობრივად გააყალბა არჩევნების შედეგები, ყველას მოუწევს სათანადო რეაქციის გაკეთება. დასავლეთს მეტ-ნაკლებად სტაბილური საქართველო სჭირდება. ამიტომაც, იგი ვერ დაუჭერს მხარს ისეთ რეჟიმს, რომელმაც მასობრივად გააყალბა არჩევნები, რადგან ასეთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება.

_ გაყალბებაში რას გულისხმობთ? საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სუფრები, პარტიული დაბარებები, პატიმრების სიები, ზეწოლა, ტერორი _ ეს და სხვა ბევრი მსგავსი ფაქტი უკვე დაფიქსირდა. როგორც ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლება უშუალოდ არჩევნების დღეს არ ეცდება გაყალბებას...

_ გეთანხმებით, რომ ნორმალური და ყველასთვის თანაბარი საარჩევნო გარემო ისედაც არ გვაქვს. მაგრამ გაყალბებაში, უწინარეს ყოვლისა, კენჭისყრის დღეს არსებულ სიტუაციას და ხმების დათვლისა და არჩევნების შედეგების შეჯამებას ვგულისხმობ. თუ სააკაშვილმა ისე დათვალა ხმები, როგორც ეს 2003 წელს შევარდნაძემ გააკეთა, იგი ისევე ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც შევარდნაძემ ვერ შეინარჩუნა.

_ ანუ, რევოლუცია მოხდება?

_ მე ამას ხალხის მიერ საკუთარი ხმებისა და საკუთარი არჩევანის დაცვას ვუწოდებდი. რევოლუციები საქართველოს არ სჭირდება!

_ თუმცა, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავთ.

_ ჩემი სურვილია, რომ ყველაფერი არჩევნებმა გადაწყვიტოს და ყველა შეეგუოს სამართლიან შედეგს.

_ ისევ ივანიშვილის თემას რომ დავუბრუნდეთ _ აპირებს თუ არა იგი ჯარიმის გადახდას?

_ არა.

_ შესაბამისად, დააყადაღებენ მის ქონებას.

_ ვნახოთ. ხელისუფლების მხრიდან მორიგი უკანონობის ჩადენის შესაძლებლობას მე ვერ გამოვრიცხავ.

_ მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით რა ხდება? თქვენ ამბობდით, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებდით. რა სტადიაშია საქმე?

_ მოქალაქეობის ჩამორთმევის ნაწილში ჩვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ. რაც შეეხება ნატურალიზაციის თაობაზე ხელისუფლების უკანონო უარს, ესეც სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა, საქმის განხილვას სასამართლო ჯერაც არ შედგომია. როგორც ჩანს, არჩევნებამდე წინსვლა რომელიმე მიმართულებით არც გვექნება. რაც შეეხება სტრასბურგს, საჩივარს იქ მხოლოდ მას შემდეგ შევიტანთ, როდესაც ამოვწურავთ შიდა ინსტანციებს. მაგრამ, ალბათ, ყველას ესმის, რომ სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს საქართველოს სასამართლოშიც, თუ 1 ოქტომბერს ჩვენთვის სასურველი შედეგი დადგა.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...