სკანდალური აუდიოჩანაწერები და ბოკერიას კომისიის აპოლიტიკური პასუხი პოლიტიკურ გათავისუფლებაზე

gurianews.com

პოლიტიკა

სკანდალური აუდიოჩანაწერები და ბოკერიას კომისიის აპოლიტიკური პასუხი პოლიტიკურ გათავისუფლებაზე

2012 აგვ 15 17:57:51

...თუ შენს პოხონდრიებზე ივლი, შენი ახირებული და პრინციპული პოზიციების გამო, ეგ შენი თემაა, ახალგაზრდა გოგო ხარ და მე მაგას არ გირჩევ"...

ასეთი "მამაშვილური" დარიგება მისცა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის, "ახალი ტალღის" დირექტორმა, დავით მჭედლიშვილიმა თავის ყოფილ მოადგილეს, თამარ კაიკაციშვილს.

_ "გურია ნიუსი" ექსკლუზიურად გთავაზობთ იმ აუდიოაჩანაწერის ამონარიდს, რომელიც უწყებათაშორის კომისიას 16 ივლისს გადაეგზავნა.

როგორც თამარ კაიკაციშვილის ადვოკატი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, მისი დის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა:

_ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს თანამდებობიდან არასაიმედოობის გამო და  პოლიტიკური ნიშნით დათხოვნის საფუძველი გახდა ჩვენი ოჯახის ახლო ნათესავის, საექსპერტო წრეებში ცნობილი პოლიტოლოგისა და მიმომხილველის, ბატონ ვაჟა ბერიძის მიწვევა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში, რა დროსაც, ბატონმა დავით მჭედლიშვილმა თამარ კაიკაციშვილი ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში დაიბარა. თამარ კაიკაციშვილმა მაშინ დირექტორს ერთმნიშვნელოვნად განუცხადა, რომ ის ემსახურებოდა განათლების სისტემას, ფლობდა საქმის ხელმძღვანელობის ნიჭს და სხვის ექსპერტულ მოსაზრებებზე პასუხს არ აგებდა. მან მჭედლიშვილს შესთავაზა, რომ თუკი გრძნობდა სამსახურეობრივ შეუთავსებლობას, მიეღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს აცნობა, რომ მიუხედავად ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მოარული ხმებისა, რომლის თანახმადაც, თითქოსდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოადგილე დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, მისთვის არასოდეს ყოფილა სასურველი გამხდარიყო კოლეჯის დირექტორი და ეტვირთა ესოდენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა.

მჭედლიშვილმა 2012 წლის 19 ივნისის ადმინისტრაციულ თათბირზე, რომელზედაც კაიკაციშვილის თანამდებობიდან დათხოვნა ოფიციალურად გაფორმდა, მოადგილეს პირდაპირ უთხრა, რომ მისი დათხოვნის მთავარი მოტივაცია იყო ისიც, რომ მასში ხედავდა კონკურენტს, კონკურენტს კი თავიდან იცილებდა. მეტიც, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დ. მჭედლიშვილმა გაღიზიანებული ტონით დათხოვნილ თ. კაიკაციშვილს სამჯერ უთხრა, რომ „აბა, თუ შეეძლო, მისულიყო და დაეკავებინა დირექტორის სკამი“ რასაც მოჰყვა მუქარა, რომ თ. კაიკაციშვილი მისი დირექტორობის პერიოდში, ვერასოდეს დაიკავებდა თანამშრომლის სტატუსს კოლეჯში, _ აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები, რომელიც გიგა ბოკერიას კომისიას გადაეცა, კომისიამ არც კი განიხილა.

"თამარ კაიკაციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი წარდგენილი მტკიცებულებების, ფაქტობრივი მასალისა და მოსარჩელე მხარის არგუმენტების გარეშე შეაფასა, იხელმძღვანელა მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძვლით და მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილენა – საქმე განუხილველად დატოვა" _ ამბობს ადვოკატი.

ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც თამარ კაიკაციშვილსა და კოლეჯის იურისტ ჭაბუკი ვერულიძეს შორის შედგა, მეტად საინტერესო დეტალი იკვეთება. სამსახურიდან გათავისუფლებული მოადგილე, რომელსაც კოლეჯში მისვლის უფლებას არც ოფიციალური ბრძანების დაწერამდე აძლევდნენ, იურისტს 8 დღის განმავლობაში ურეკევდა იმის გასარკვევად, ხომ არ შეიძლებოდა სწორედ მისი კოლეჯში (არა საკუთარი სურვილისამებრ) მიუსვლელობა გამხდარიყო გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი.

„გურია ნიუსი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ განხორციელებული ჩანაწერის მოკლე შინაარსს:

თამარ კაიკაციშვილი: _ ხომ არ შეიძლება ჩემი კოლეჯში მოუსვლელობა გახდეს სამართლებრივად ჩემი გათავისუფლების მიზეზი?

ჭაბუკი ვერულიძე: _ არ ვიცი, არ ვიცი... (რამდენჯერმე პასუხობს ამას იურისტი)

იურისტი იქვე დასძენს, რომ ის ელოდება დავით მჭედლიშვილის თბილისიდან დაბრუნებას და როგორც კი დაბრუნდება და ეტყვის, მაშინვე ამოუბეჭდავს განცხადებას და იქვე აკონკრეტებს, რომ დათოც განათლების სამინისტროს ელოდება.

მხოლოდ 13 ივნისს განუცხადა თამარ კაიკაციშვილს ჭაბუკი ვერულიძემ, რომ კოლეჯში მიუსვლელობით ის კანონს არღვევდა.

თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება, რეალურად, 6 ივნისს გადაწყდა, დანარჩენი დრო, როგორც ჩანს, გათავისუფლების მოტივის მოსაფიქრებლად იყო საჭირო.

"6 ივნისს ქობულეთის ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, დავით მჭედლიშვილი, ამავე კოლეჯის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მირანდა კომახიძე და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი თბილისში თათბირზე მიდიოდნენ, როდესაც დავით მჭედლიშვილს ტელეფონზე დაურეკეს. ამ სატელეფონი ზარის ავტორი იყო განათლების სამინისტროს პროფესიული ორიენტაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ლალი ებანოიძე, რომელმაც მჭედლიშვილს განუცხადა, „კადრები სწორად შეერჩია და კაიკაციშვილი მოეშორებინა!“ თავის დროზე, ეს დიალოგი, პირად საუბარში თამარ კაიკაციშვილთან დაადასტურა კოლეჯის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა მირანდა კომახიძემ, რომელმაც მოგვიანებით უარყო ეს ამბავი,თუმცა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს ზარი სასამართლო წესით ამოვიღოთ,“ _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ არჩილ კაიკაციშვილი.

კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა, თამარ კაიკაციშვილს სამ შეხვედრაზე გათავისუფლების სამი სხვადასხვა მოტივი დაუსახელა.

6 ივნისს განუცხადა, რომ ქობულეთის პროფესიული სასწავლებელი კონკურენციას ვერ უწევდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამიტომ უნდა გაგატავისუფლოო(?!)

10 ივნისს გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა.

13 ივნისს კი ახალი ვერსია გაჩნდა _ განათლების სამინისტროდან საშტატოს ველოდებითო.

„კომისია, რომელიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ მყისიერი რეაგირება მოეხდინა და პოლიტიკური კონტექსტით არასაიმედო კადრების დათხოვნები შეეჩერებინა, არად აგდებს რეალურ მოტივებს, რაც წინ უძღოდა თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას, არ ითვალისწინებს სამინისტროს მაღალჩინოსნის ლალი ებანოიძის სატელეფონო ზარის შინაარსს დირექტორთან, ჩვენს აუდიო მტკიცებულებებს, სამხილებს, მტკიცებულებებს, არგუმენტაციას და თავიდან იცილებს ამ რეზონანსული საქმის განხილვას. ამიტომაც, მე უნდობლობას ვუცხადებ გიგა ბოკერიას კომისიას, თუმცა უკვე მივმართე ღია წერილით და მოვითხოვე – კომისიამ თავიდან იმსჯელოს და მიუკერძოებლად განიხილოს საქმე, საქმის განხილვას ჩამოშორდეს საქმესთან დაინტერესებული იურიდიული პირი – განათლების სამინისტრო, რომელსაც კომისიაში წარმოადგენს მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, რომლის კაბინეტშიც, ჩვენი ინფორმაციით, უშუალოდ დაიგეგმა თამარ კაიკაციშვილის სამსახურიდან გაგდება, რაც ლალი ებანოიძემ გაახმოვანა კიდეც,“ _ აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

უწყებათაშორისი კომისისს დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ:

„უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 31 მაისის რეკომენდაცია ითვალისწინებს წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებაში, ასევე საჯარო სკოლებში ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ თამარ კაიკაციშვილის შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვის საფუძველს დისციპლინარული დარღვევა წარმოადგენდა...“


ნახვა: 861


 ახალი ამბები
  • მამაჩემს სახე აქვს დასერილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, - ალიოღლები ყაჩაღურ თავდასხმას იხსენებენკასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანხა ისე გამოსძალეს, _ ამის შესახებ რუსთავი2-თან ალიოღლუების ოჯახის წევრები საუბრობენ. „სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. xხელები დაგვიბეს. შეგვიყვანეს სხვა ოთახში, ყველაფერი დახიეს, რაღაცას ეძებდნენ. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს. რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო. ამბობდნენ, რომ გამოგვაგზავნეს, ვიცით, რომ ფული გაქვთო,“, _ ამბობს საბინა ... ...
  • ,,ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო“ ,,სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო, რასაც ვემიჯნები და ვგმობ“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ  განაცხადა. კილაძის თქმით, ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რელიგიური შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ამიტომ მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი. ,,ვფიქრობ, დემოკრატიულ-სამართლებრივ საზოგადოებაში  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ეს არის ცალსახად დასაგმობი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილი არის მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინებით, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, ვფიქრობ,  არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული  რეგულაციები ისე არის მოსაქცევი, რომ რელიგიის თავისუფლება და  სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან  წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მგონია, რომ ისე, როგორც ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია, ამ ბალანსს დავიცვათ“, _ განაცხადა ... ...
  • ,,მანდატურს სკოლის დირექტორი აღარ დანიშნავს,, _ ცვლილებები ,,ზოგადი განათლების შესახებ “ კანონშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც მანდატურს უფლებამოსილება უფართოვდება. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება  შიდა და გარე პერიმეტრზე  კამერების დამონტაჟება. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. მეორე, კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც  მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ არსებობს სკოლის გარეთ კონფლიქტის  გაგრძელების საფუძველი და საშიშროება შსს-მ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. იზრდება ასევე, მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ, იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი და მას დანიშნავს მანდატურის სამსახური, მას აღარ დანიშნავს სკოლის დირექტორი, რაც, გარკვეულწილად, გაზრდის მის უფლებამოსილებას, თუმცა, ამ უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ეს კანონპროექტი იცავს იმ ბალანსს, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მეორე მხრივ, მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის“, _  განაცხადა  ... ...
  • რა ხდება გარდაბანის საჯარო სკოლაშისოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მეშვიდეკლასელზე ძალადობას ასახავს, გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მოყვა. მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექციას მოძალადე ბავშვების სკოლიდან გარიცხვას სთხოვენ, თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ მას მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს. როგორც „გურია ნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა განუცხადა, ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, გარკვეული  ზომების მიღება კი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ჩვენ ქმედებებს ვერ გავახორციელებთ. ფსიქოლოგები მუშაობენ, როგორც ძალადობის მსხვერპლ, ასევე, მოძალადე ბავშვებთან. საქმის კურსშია სოცმუშაკიც“, _  ამბობს ასათიანი. საგამოძიებო მოქმედების და ფაქტის მოკვლევის მნიშვნელობაზე საუბრობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ფაქტზე რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე მოხდა, თუმცა, რადგან არც ერთი ბავშვი მზრუნველობამოკლებული არ არის, სოციალური მომსახურების სააგენტოც პროცესში ჩართული აღარ არის. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ.  „ყველა სტრუქტურას აქვს თავის კომპეტენცია. სააგენტომ მოახდინა იდენტიფიცირება, გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.  ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ. განათლების სამინოსტროს აქვს მანდატურის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ძლიერი ფსიქოლოგებით და მიმდინარეობს გამოძიება“,_ამბობს ის. ეთერ ცხაკაია ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგი თვენახევარია, დაახლოებით, რაც მუშობს.  „ამ ბავშვების ქცევაში, სავარაუდოდ, რაღაც შეამჩნიეს, რის გამოც,  უკვე თვე ნახევარია ფსიქოლოგები მუშაობენ“,_ ამბობს ცხაკაია. როგორც ცნობილია, ვიდეო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მე-7 კლასელზე ძალადობას ასახავს სექტემბერშია გადაღებული, თუმცა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „გურია ნიუსმა“  სოციალური მომსახურების სააგენტოს   მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მანდატურის სამსახურთან გადაამოწმა. როგორც მანდატურის სამახურში ამბობენ, გამოძიების პროცესის დასრულებამდე კომენტარს ვერ ... ...
  • ,,რომ მიმაჩნდეს, გუნდიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი“- ფოფხაძე პარტიის დატოვებაზემმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე ,,ქართული ოცნების“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს _ ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა.  ,,ქართული ოცნების“  წევრის თქმით, უმრავლესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთან ერთადაც წარსულში იბრძოდა და მომავალშიც მათთან ერთად  ბრძოლას აპირებს. ,,ჩვენ ველოდებით უმრავლესობის სხდომას, ველოდებით იმ მოტივაციით, რომ  სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არა მგონია, რომ წინასწარი ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზედმეტი მსჯელობა ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი  მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად  ფუნდამენტურ პრინციპებზე, იმ პრინციპებზე, რამაც გაგვაერთიანა. რომ მიმაჩნდეს უნდა გავიდე გუნდიდან, აქამდე გავიდოდი. ახლა ველოდები უმრავლესობის სხდომას. უმრავლესობაში ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძოლებ მომავალში“, _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

კაზუარი - ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა...

როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?

ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის...

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...