"კორუფციასთან მებრძოლი გმირობიდან უპასუხისმგებლო ავტოკრატობამდე"

პოლიტიკა

"კორუფციასთან მებრძოლი გმირობიდან უპასუხისმგებლო ავტოკრატობამდე"

2012 აგვ 18 09:48:26

"საქართველო რომ ნატო წევრი ყოფილიყო, ამერიკა თავს ვალდებულად ჩათვლიდა და დაიცავდა მას. ამის შედეგად დაიწყებოდა ბირთვული ომი. ეს პოლიტიკა იქნებოდა სრული სიგიჟე. სააკაშვილის მთავრობამ დაამტკიცა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, საქართველომ პირველმა დაარტყა". როგორც ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, "ასანთი გაკრა გაზით სავსე ოთახში."

"რუსეთ-საქართველოს ომი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დრამატულ რეალობას, თუ რატომ არის ნატოს გაფართოება ამერიკისთვის სახიფათო. ჩიკაგოს სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა განაცხადეს _ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ იმდროინდელ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ჩვენს შემდგომ გადაწყვეტილებებს.

რიტორიკა იქეთ იყოს და ნატოს ხელმძღვანელობას საქართველოს გაწევრიანებსათან დაკავშირებით დაბალი ენთუზიაზმი აქვს. ამიტომაც ისინი ფორმალურად ჩააგდებენ ამ საეჭვო ვალდებულებას."

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ნატომ დანიშნულება დაკარგა: "ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნის მიზანი მეორე მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული ევროპული ქვეყნების გაერთიანება და საბჭოთა კავშირისგან გამოყოფა, ასევე დამარცხებული გერმანიის ევროპასთან ინტეგრაცია იყო. ამერიკას სჯეროდა, რომ ევრაზიაში სსრკ-ს დომინანტობის შესაჩერებლად ევროპის დაცვა მის ინტერესში შედიოდა. ცივი ომის დასრულებასთან ერთად, ნატოს არსებობის გამართლებას საფუძველი გამოეცალა".

ავტორის აზრით, ევროპას ნატოს მხრიდან დაცვა არ სჭირდება: "მართალია პრეზიდენტი პუტინი ლიბერალურ ღირებულებებთან არ მეგობრობს, მაგრამ არაფრიდან არ ჩანს, რომ ის დიდი იმპერიის შექმნას გეგმავს. პუტინის ხელში რუსეთმა დაიბრუნა პირველ მსოფლიო ომამდელი ძალა, რაც ძირითადად ფოკუსირებულია პატივისცემის მოპოვებასა და საკუთარი საზღვრების დაცვაზე.

რუსეთის შეჭრა აღმოსავლეთ ევროპაში ეს პარანოიდული ფანტაზიაა.

ევროპელებს შესწევთ ძალა საკუთარი თავი დაიცვან, დღეისთვის ევროკავშირს აქვს რუსეთზე ათჯერ მეტი მშპ და ჰყავს სამჯერ მეტი მოსახლეობა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვისთვის იმაზე ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსეთი. რუსეთის ევრაზიაში დომინანტობას არანაირი პერსპექტივა არა აქვს.

სამწუხაროდ, ნატო ბოლო 20 წლის განმავლობაში გაფართოების შედეგად სამხედრო ალიანსიდან საერთაშორისო სოციალურ კლუბად გადაიქცა".

დაუგ ბანდოუ მიიჩნევს, რომ "პოლონეთის გარდა, ნატოში გაწევრიანებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სამხედრო თვალსაზრისით უმნიშვნელო ლილიპუტები, უსაფრთხოების შავი ხვრელები იყვნენ, რომლებიც ამერიკისაგან ითხოვდნენ ფულს შეიარაღებისა დას ამხედრო სწავლებისათვის. ამის მიუხედავად, ისინი რჩებოდნენ ძალიან პატარა ელემენტებად იმისათვის რომ ნამდვილ ომში რაიმე სასარგებლო მოეტანათ...

რა თქმა უნდა ნატოს ახალი წევრები ამერიკას სხვადასხვა კონფლიქტებში პატარა კონტიგეტების გაგზავნით დაეხმარნენ. სააკაშვილმაც გაგზავნა ამერიკელების მხარდაჭერის მოსაპოვებლად სააკაშვილმაც გაგზავნა ჯარი ერაყსა და ავღანეთში, მაგრამ ამერიკამ ასეთი უმნიშვნელო სარგებლისათვის ძალიან ძვირი გადაიხადა.

ისინი, ვინც ალიანსის არსებობას ემხრობიან ამბობენ, რომ სულ მცირე ნატოს ევროპის პერიფერიაზე არსებული ქვეყნების დაცვა შეუძლია. მაგალითად, საქართველო რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, რუსეთი არ დაესხმოდა თავს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრას ვაიტიეკუნასის მტკიცებით საქართველოს ნატოში მიღებით, რუსეთი ნათლად დაინახავს, თუ რაოდენ უსარგებლოა კუნთების თამაში.

თუმცა, საქართველოს ნატოში მიღების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთმა იფიქროს, რომ ამერიკელები და ევროპელები არც ისეთი სულელები არიან, რომ რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილ ქვეყანას პატარა საქართველოსთვის გამო დაუპირისპირდნენ".

სტატიის ავტორი თვლის, რომ დასავლეთ ევროპისგან რუსეთის ინტერესების იგნორირება ამ ქვეყანას უფრო მეტად დაარწმუნებს, დათმობაზე არ წავიდეს.

რა მოხდებოდა საქართველო რომ ნატოს წევრი ყოფილიყო აგვისტოს ომის დროს?

სტატიის ავტორი იშველიებს სხვადასხვა პერსონებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მათ შორის, ახდენს ირაკლი ოქრუაშვილის ციტირებას, სადაც ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთზე შეტევას თბილისი დიდ ხნის მანძილზე გეგმავდა".

"მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი არ იყო, თბილისი კვლავ ელოდებოდა ამერიკისგან მხარდაჭერას როცა რუსეთმა საპასუხო დარტყმა განახორციელა. ხოლო ომის დაწყებამდე სააკაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: "მადლობა უნდა გადაგიხადოთ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტის, საქართველოს საზღვრების და საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების მხარდაჭერისათვის.

ხოლო როდესაც ომი გამძვინვარდა ქართველების საერთო ყვირილი იყო _ სად არიან ამერიკელები?

CNN -ს საქართველოს პრეზიდენტმა უთხრა, რომ საკითხი მარტო საქართველოს არ ეხებოდა და საუბარი ამერიკულ ღირებულებებზე იყო. "გამოაფხიზლეთ ყველა, ჩვენ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ და ხლა ეს დარტყმის ქვეშაა."

როდესაც ამერიკა დათანხმდა ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნას, საქართველოს ლიდერმა განაცხადა: ჩვენ ვნახავთ ამერიკის სამხედრო გემებს, რომლებიც ქართულ პორტებში შემოვლენ რუსეთის მიერ ამ პორტების ბლოკირების მიუხედავად.

მოგვიანებით მან დაიჟინა, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა აიძულოს რუსეთი დატოვოს საქართველოს ტერიტორია... ომის შემდეგ, სააკაშვილმა ვაშინგტონს სთხოვა ჯარის ხელახლა აღორძინება, და უფრო მხურვალედ გააგრძელა საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ საუბარი.

სააკაშვილმა ომი აირჩია იმის მიუხედავად, რომ ბუშის ადმინისტრაცია აფრთხილებდა, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება. ევროპელებმაც იგივე განაცხადეს. მაგრამ სააკაშვილმა მეგობრების გაფრთხილება არაფრად ჩააგდო რადგან ჩათვალა, რომ ისინი მაინც დაუჭერდნენ მხარს.

თუ სააკაშვილი ყველაფერს რისკავდა მხოლოდ იმის იმედით, რომ ამერიკა მეგობრობიდან გამომდინარე სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას იზამდა, თუ ამერიკა და ევროპა ფორმალურად იქნებოდნენ ვალდებულები მხარი დაეჭირათ საქართველოსათვის. მას რომ ჯიბეში ჰქონოდა ნატოს 5 მუხლი დაცვის გარანტიის შესახებ, ის უფრო მეტად პროვოკაციული გახდებოდა და უფრო დიდი რისკებს გასწევდა.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება სააკაშვილთან ერთად იგივე იქნება იდიოტ ბავშვს, რომ ავტომატური ცეხლასაროლი იარაღი მიაჩეჩო ხელში".

დაუგ ბანდოუ თვლის, რომ რუსეთმა და საქართველომ ისევე როგორც საქართველომ, სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრან კონფლიქტი, და ამერიკა ამაში არ უნდა ჩაერიოს.

ავტორი წერს, რომ "ამერიკას არ აქვს გამოკვეთილი ინტერესი რეგიონის მიმართ და აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ უნდა შეეწიროს ამერიკელების სიცოცხლე და ფინანსები სხვა ქვეყნის უპასუხისმგებლო მთავრობას იმის მიუხედავად, რამდენად იმსახურებს ეს ხალხი დახმარებას". მისი თქმით, "სააკაშვილი კორუფციასთან მებრძოლი გმირიდან უპასუხისმგებლო ავტოკრატად გადაიქცა".

"ქართველები იმსახურებენ ამერიკელების მეგობრობას და არა ამერიკისგან დაცვას. ავტორი წერს, რომ ამერიკამ უარი უნდა თქვას ნატოს გაფართოებაზე, თავადაც დატოვოს ალიანსი, შეამციროს სამხედრო დანახარჯი და მშვიდობა გაიხადოს საგარეო პოლიტიკის მიზნად"...




 ახალი ამბები
  • დეპუტატი თინა ბოკუჩავა ზუგდიდის #9 საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანესრამდენიმე წუთის წინ ინცოდენტი მოხდა ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე. დეპუტატი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამის მიზეზი ბოკუჩავას პირადობის მოწმობის არ ქონა გახდა. ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელ #9 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ირინე კარტოზიას თქმით, ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა ... ...
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...